მთავარი მენიუს გახსნა

სავლაკი (Saulaces) — კოლხეთის მეფე გვიანდელ ელინისტურ ხანაში. რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი (ახ. წ. I საუკუნე) სავლაკს იხსენიებს, როგორც აიეტის ჩამომავალს, რომელმაც უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა სვანების ქვეყანაში და საერთოდ ოქროს საწმისით განთქმულ თავის სახელმწიფოში. პლინიუსის თხზულებაში დაცული გადმოცემის თანახმად, „სავლაკს (სასახლეში) ჰქონდა ოქროს კამარები, ვერცხლის კოჭები, სვეტები და პილასტრები“, რომლებიც მას ნადავლად წამოუღია ეგვიპტის ლეგენდარული მეფის სესოსტრისისაგან. ზოგიერთი მკვლევარი (დ. კაპანაძე, კ. გოლენკო და სხვა) კოლხეთის მეფე სავლაკს მიაწერს მონეტების ერთი ჯგუფის მოჭრას, რომელიც ძვ. წ. II საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • Голенко К. В., Ещё о монетах, приписываемых Савмаху, „Вестник древней истории“, 1963, № 3