სავლაკის მონეტა — 3 ტიპის ვერცხლისა და სპილენძის მცირე ზომის მონეტები. შემორჩენილია 7 ცალი (3 ცალი დაცულია ბერლინის მუზეუმში, 3 - მოსკოვის იატორიის მუზეუმში, 1 - ბრიტანეთის მუზეუმში). მასა (გრამობით)1,04; 1,65; 1,17; 1,45; 0,98; 1,75.

I ტიპის მონეტების შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ მობრუნებული მამაკაცის თავი სხივებიან გვირგვინში; ზურგზე — მარჯვნივ მიბრუნებული ხარის თავი, რომლის ზემოთ და ქვემოთ ბერძნული ზედწერილია;

II ტიპის მონეტების შუბლზე გამოსახულია მიბრუნებული მამაკაცის თავი სხივებიან გვირგვინში; ზურგზე — ვარდი და ბერძნული ლეგენდა BAE/Λ EΛV...;

III ტიპის მონეტების შუბლზე სხივებიან გვირგვინში გამოსახულია მამაკაცის თავი ფასში. ზურგზე — ფრთოსანი ელვა, რომლის ზემოთ და ქვემოთ წარწერაა:BAE/... EΛV

როდოსული ანალოგიების მიზედვით, ზემოთ აღწერილი მონეტები ძვ. წ. II საუკუნის II ნახევრით თარიღდება. მეცნიერთა ნაწილი ზედწერილს აღადგენს როგორც БΛЕ/ΛЕ·Ώξ ΕΑVΛΑΚΟV (ე. ი. მეფე სავლაკისა) და ამის საფუძველზე მონეტებს კოლხეთის სამეფოს უკავშირებს. ზოგი მეცნიერი კი კითხულობს ასე: BAE/ΛЕΛЕ ΕΑVΜΑΚΟV (ე. ი. მეფე სავმაკისა) და მონეტებს ბოსფორის სამეფოს მიაწერს. აღსანიშნავია, რომ ძვ. წ. II საუკუნის II ნახევარში კოლხეთში სამეფოს არსებობა და სავლაკის რეალობა სხვა წყაროებით არ დასტურდება. სავმაკი კი ისტორიული პიროვნებაა და სწორედ მან ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს, ბოსფორში მიიტაცა მცირე ხნით სამეფო ხელისუფლება.

ლიტერატურარედაქტირება