საგველიანი ხახვი (ლათ. Allium paniculatum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. ბოლქვს მომრგვალო-კვერცხისებური ფორმა აქვს. ღერო სიმაღლეში 15–30 სმ-ია. ფოთოლი 3–4 ცალია, ვიწროხაზური, თითქმის კიდეებდახვეული; ყვავილედი მრავალყვავილიანია. გვირგვინი ფერად მოთეთრო, მოვარდისფრო ან მეწამულია, ვარდისფერი ძარღვებით, პრიალა. ყვავის და ნაყოფს იძლევა ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია მთელ კავკასიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში გვხვდება აჭარაში, აფხაზეთსა და თითქმის მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლის ქვიან და ღორღიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ველებზე.[1]

საგველიანი ხახვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  ხახვი
სახეობა:  საგველიანი ხახვი
ლათინური სახელი
Allium paniculatum L., 1759
სინონიმები
  • Allium paniculatum var. typicum Regel (შეცდ.)
  • Cepa paniculata (L.) Moench
  • Kalabotis paniculatum (L.) Raf.
  • Porrum paniculatum (L.) Moench
  • Raphione paniculata (L.) Salisb. (შეცდ.)
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 24.