საგალობელი
საგალობელი — რელიგიასთან დაკავშირებული, ხმით შესასრულებელი საკულტო-სარიტუალო მუსიკალური ნაწარმოები. არსებობს ხალხური და პროფესიული სასულიერო და საერო, წარმართობის დროინდელი და შემდგომი ხანის სხვადასხვა სარწმუნოებასთან დაკავშირებული საგალობელი. სასულიერო საგალობელი სრულდება საკულტო ტაძრებში, ეკლესიებში, სინაგოგებში, მეჩეთებში, საკერპეებში. ეკლესიაში ასრულებენ წირვა-ლოცვის, ბავშვის ნათლობის, ქორწინების, პარაკლისის, პანაშვიდის, გასვენების დროს. ქართული საგალობლები სამხმიანია, თუმცა XVIII-XIX საუკუნეებში ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება ცნობები ექვსხმიანი საგალობლების შესახებ, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, ცნობილია მხოლოდ ცალკეული ხმების სახელები - კრინი, ზილი, თქმა, მაღალი ბანი, ბანი, დვრინი. ძველად საერო საგალობელი სრულდებოდა სუფრაზე.
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საგალობელი გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების პოეტური ტექსტებია. ძველი ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 609.