ზილი აღნიშნავს:

  • ქართული ექვსხმიანი გალობის ერთ-ერთი მაღალი (წმინდა) ხმა. ამ მნიშვნელობით ტერმინი „ზილი“ მოხსენიებულია XVIII-XIX საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში.
  • ჩონგურის „წვრილი“ ხმის გამომცემი სიმი (ქვევიდან მეორე), რომელიც გაბმულია ტარის შუამდე. მასზე მელოდია არ დაიკვრება. იყენებენ მხოლოდ შესაბამის აკორდებში. ჩონგურის გადაწყობისას სხვა სიმებთან ერთად ზილიც იცვლის სიმაღლეს, მაგრამ ყოველგვარ წყობაში ყველა სიმზე მაღლა ჟღერს. ზილი მაღალი სიმის აღმნიშვნელ ზოგად სახელადაც იხმარებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზილი&oldid=3150931“-დან