დვრინი
დვრინი — 1. საპენტის ლარი; მის მიერ გამოცემული გაბმული, დაბალი ბგერა. 2. დაბალი (მეორე) ბანი. საფიქრებელია, რომ საპენტის ბგერის მიმსგავსებით უწოდა ხალხმა მამაკაცის დაბალ ხმას დვრინი. ეს ტერმინი გვხვდება საისტორიო ლიტერატურაში, პოეზიასა და ხალხურ შემოქმედებაში. იოანე ბატონიშვილსა და დავით მაჩაბლის მიხედვით დვრინი ექვსხმიანი საგალობლის მეექვსე ხმაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 492.