საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო (რუს.: Телеграфное агентство Советского Союза при кабинете министров СССР, ТАСС) — საბჭოთა კავშირის მინისტრთა კაბინეტთან არსებული გაზეთების, რადიო და სატელევიზიო სადგურებითვის საშინაო და საგარეო ახალი ამბების შეგროვებისა და გავრცელების ცენტრალური სააგენტო. მას ჰქონდა მონოპოლია ოფიციალურ სახელმწიფო ინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდებოდა ე. წ. „ტასის შეტყობინების“ ("Сообщение ТАСС") სახით. სააგენტო დაფუძნდა 1925 წლის 10 ივლისს სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დებულებით. მისი წინამორბედი იყო რუსული სატელეგრაფო სააგენტო (როსტა), პირველი სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო საბჭოთა რუსეთში.

ტასის შტაბ-ბინა

1971 წლიდან მისი სტატუსი ამაღლდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კომიტეტის რანგამდე. ტასს ჰქონდა 14 ფილიალი კავშირის რესპუბლიკებში (რსფსრ-ს თავად ტასის განაგებდა):

მისი არსებობის ისტორიის განმავლობაში ტასს სხვა ფილიალებიც ჰქონდა, მაგ. КарелфинТАГ, ან კარელო-ფინეთის სსრ-ის სატელეგრაფო სააგენტო. ტასს ჰქონდა ბიუროები და ჰყავდა კორესპონდენტები 110 ქვეყანაში, რომლის ყოველდღიური საინფორმაციო მოცულობა 750 საგაზეთო გვერდს აღემატებოდა, რომელიც თავის მხრივ ითარგმნებოდა 8 (არა საბჭოთა) ენაზე. მას ჰყავდა დაახ. 5000-მდე თანამშრომელი, რომლის მხოლოდ მეხუთედი იყვნენ ჟურნალისტები.

ტასს შემდეგ მთავარი რედაქციები ჰქონდა: საკავშირო ინფორმაციის, უცხოეთის ინფორმაციის, სოციალისტური ქვეყნების, უცხოეთის ქვეყნების ინფორმაციის, ფოტოინფორმაციისა და კომუნიკაციების მთავარი დირექტორატი.

1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი მემკვიდრე გახდა რუსეთის სატელეგრაფო სააგენტო იტარ-ტასი.