საბძელი
საბძელი — პირუტყვის საკვების — ბზის, თივის, ნამჯის, ჩალის შესანახი სათავსი. აშენებდნენ სხვადასხვა მასალისაგან (ქვითკირი, ქვა, ფიცარი, წნელი და სხვა). საბძელი უმეტესად წაგრძელებული ოთხკუთხა ფორმის ნაგებობა იყო, რომელსაც ტოლფერდა სახურავი ჰქონდა. ამ ტიპის გადახურვას საბძლურსაც უწოდებდნენ.
საბძელში ინახავდნენ აგრეთვე სამეურნეო იარაღს: გუთანს, აჩაჩს, კვერთს, არნადს, ნიჩაბ-ფიწალს და სხვა. საქართველოში სიდიდით განთქმული იყო ჯავახეთის საბძლები. ზოგიერთ კუთხეში საბძელშივე იყო მოწყობილი კალო, სადაც ხორბლეულს უმეტესად პირუტყვს ფეხით ალეწინებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 571.
- ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960