საბურთალოს ქუჩა
საბურთალოს ქუჩა — ყოფილი ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); ქუჩა გიორგი სააკაძის მოედნიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. 1946 წლამდე ახმეტის ქუჩა ერქვა. 1992 წელს ქუჩა ორად გაიყო: I მონაკვეთს დაერქვა ვახტანგ ჭაბუკიანის, II მონაკვეთს — სულხან ცინცაძის სახელი. 1998 წელს სულხან ცინცაძის ქუჩის ნაწილს გივი კარტოზიას სახელი ეწოდა.
საბურთალოს ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
უბანი | საბურთალო |
წინა სახელები | ახმეტის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 153, ISBN 978-99928-20-35-3.