საბრინა გონსალეს პასტერსკი
საბრინა გონსალეს პასტერსკი (ინგლ. Sabrina Gonzalez Pasterski ; დ. 3 ივნისი, 1993, ჩიკაგო, აშშ) — ამერიკელი ფიზიკოსი ჩიკაგოდან, ილინოისი. საკუთარ თავს უწოდებს „პირველი თაობის ამაყ კუბელ -ამერიკელს და ჩიკაგოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს.“[1]
საბრინა გონსალეს პასტერსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 ივნისი, 1993 (31 წლის) |
დაბ. ადგილი | ჩიკაგო |
მოქალაქეობა |
კუბა აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი და ავტორი |
მუშაობის ადგილი | Boeing Phantom Works |
ალმა-მატერი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და Illinois Mathematics and Science Academy |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | physicsgirl.com |
საბრინა პასტერსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გრავიტაციული მეხსიერების გაგებაში. ფიზიკოსმა ყველაზე მეტად სახელი გაითქვა „ სამკუთხედის თეორიით“, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ჰიპოთეზებს. საბრინა პასტერსკის შესთავაზეს სამუშაო კოსმოსურ სააგენტოში Blue Origin , რომელიც შეიქმნა Amazon.com-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის და NASA-ს მიერ.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაპასტერსკი დაიბადა ჩიკაგოში 1993 წლის 3 ივნისს. 1998 წელს შეიყვანეს ედისონის ნიჭიერი ბავშვების ცენტრში. 2003 წელს მან დაიწყო საფრენოსნო საქმის შესწავლა, 2005 წლისთვის უკვე შეძლო ფრენა, როგორც მეორე პილოტმა FAA1-ის სამართავზე ოშკოშში სამოყვარულო ავიატორთა კონგრესზე, ხოლო 2006 წელს მან დაიწყო საკუთარი დიზაინის თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა. 2007 წელს კანადაში დამოუკიდებლად მართავდა Cessna-150-ს და 2008 წელს მიიღო თავისი თვითმფრინავის სერთიფიკატი (MIT დაეხმარა ერთძრავიანი თვითმფრინავის სერტიფიცირებაში, რომელიც გოგონამ თავად ააწყო). მან თავისი პირველი დამოუკიდებელი ფრენა აშშ-ის ტერიტორიაზე თვითნაკეთი თვითმფრინავით 2009 წელს თავისი ინსტრუქტორი პილოტის ჯეი მეინარდის თანხმობით განახორციელა.[3]
2010 წელს დაამთავრა ილინოისის მათემატიკისა და ფიზიკის აკადემია. ჯეფ ბეზოსმა დააინტერესა ფიზიკით. საბრინა მისაბაძ მაგალითებად ასახელებს გამოჩენილ მეცნიერებს: ლეონ ლედერმანს,დადლი ჰერშბახს და ფრიმენ დაისონს.
საბრინა პასტერსკიმ ბაკალავრის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში . 2014 წლიდან სწავლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორანტურაში.[4]
სამეცნიერო მიღწევები
რედაქტირებასაბრინა სწავლობს სიმების თეორიას და ნაწილაკების ფიზიკას .
სანამ დროს ნაწილაკების ფიზიკას დაუთმობდა, პასტერსკი მუშაობდა კომპაქტურ მუონურ სოლენოიდზე დიდ ადრონულ კოლაიდერზე. 21 წლის ასაკში ჰარვარდში წარადგინა თავისი „ სამკუთხედის თეორია,“ „სპინის მეხსიერება “ და დაასრულა მუშაობა „სამკუთხედზე.“ ელექტრომაგნიტური მეხსიერებისთვის MIT-ის თეორიული ფიზიკის ცენტრში ლექციების კურსის დროს. (რაც დაედო საფუძვლად რამდენიმე სხვა ნაშრომს. რომლებიც 2015 წელს დაახასიათეს, როგორც "ახლად აღმოჩენილი უნივერსალური სამკუთხედი, რომლის წვეროებს წარმოადგენს რბილი ფოტონის თეორია, სიმეტრიები და მეხსიერება ლიანდაგსა და გრავიტაციულ თეორიებში.") 22 წლის ასაკში პასტერსკი გამოვიდა მოხსენებით ჰარვარდის ფაკულტეტის კონფერენციაზე, სადაც მან უპასუხა კითხვებს ამ თეორიების გამოყენების შესახებ შავ ხვრელებში თმის არარსებობის თეორიასთან მიმართებაში და განიხილა გრავიტაციული ტალღების გამოვლენის მისი ახალი მეთოდი.
2016 წლის დასაწყისში, სტივენ ჰოკინგის, მალკოლმ პერის და ენდრიუ სტრომინჯერის მონოგრაფიაში (საბრინა პასტერსკის დისერტაციის მრჩეველი, რომლისგანაც მაშინ დამოუკიდებლად მუშაობდა) სათაურით „შავი ხვრელის რბილი თმა “ ჩამოთვლილი იყო თერთმეტი მამაკაცი ავტორის ნამუშევარი და ერთი ავტორი ქალი: საბრინა პასტერსკი. ArXiv.org-ზე გამოქვეყნების შემდეგ, ამ ფაქტმა გამოიწვია მედიის უზარმაზარი ინტერესი.[5]
ჯილდოები და პრიზები
რედაქტირება- 2010 — ჯილდო „ მიღწევისთვის“ ილინოისის თვითმფრინავების ინდუსტრიის ასოციაციის მიერ [6]
- 2012 — 30 წლამდე ოცდაათი ამერიკელი მეცნიერი
- 2012 — ნობელის პრემიის ლაურეატთა ლინდაუს კონფერენციის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო
- 2013 — ორლოფის სტიპენდია MIT-ის ფიზიკის დეპარტამენტში
- 2015 — Forbes 30 Under 30 სია მეცნიერების კატეგორიაში [7]
- 2015 — ჰერცის ფონდის წევრი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Sabrina Pasterski Profile". Forbes. Retrieved August 22, 2017.
- ↑ "New Freshman Awards recognize exceptional first-year students". News.mit.edu. Retrieved August 22, 2017.
- ↑ 30 Under 30: Lindau Nobel Laureate Meeting, Scientific American profile
- ↑ "Young Women's Honors". YouTube. Retrieved 26 August 2017.
- ↑ "Who's That Girl: Sabrina Pasterski". Hearst UK. 2016. Archived from the original on February 19, 2016. Retrieved April 5, 2016.
- ↑ Where The Future of Aviation Is? Wonder No More! Meet Ms. Sabrina Gonzalez Pasterski
- ↑ Gasca, Leticia (2016-03-29). "¿Quién es Sabrina Pasterski?". Forbes Mexico. Retrieved 2016-04-05.