საბა (ერისკაცობაში — საბა შიოშის ძე ტუსისშვილი) — ნინოწმინდის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით დაახლოებით 1744-1788. ერეკლე II-თან დაახლოებული პირი. ატარებდა "ათორმეტ უდაბნოთა" არქიმანდრიტის წოდებას. იყო მეფის პირადი წარმომადგენელი დოდოს რქის (1760-მდე), იოანე ნათლისმცემლის (1860-იდან), დავითგარეჯის (1769-იდან) მონასტრებში. საბას ნაშრომში "ანდერძისებრნი ღუწანი" ასახულია საქართველოს ეკონომიკის, ეკლესიის, სამართლის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის მდგომარეობა XVIII საუკუნეში. საბა დიდ საამშენებლო მუშაობას ეწეოდა. შეაკეთა და განაახლა ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, ააგო სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ტაძარს დაუბრუნა დაკარგული ყმა-მამული. საეპისკოპოსო ტაძრის გალავანში დღესაც დგას საბას ორსართულიანი სასახლე; 1774-1777 შორის აგებული შენობა გეგმით ძველი ქართული ანფილადურ სასახლეებს ენათესავება, მაგრამ ძაღინის და სხვა სასახლეთაგან განსხვავებით თითქმის სრულიად თავისუფალია სპარსული გავლენისგან. აქ უკვე ევროპის არქიტექტურული ფორმების შემოჟონვა შეინიშნება, რაც მას ქართულ არქიტექტურის განვითარების უფრო გვიანდელ ხანასთან (XIX საუკუნე) აკავშირებს.

ლიტერატურა

რედაქტირება