საბა საზონოვი

საბა საზონოვი (დ. 1 თებერვალი, 2002) — ქართველი ფეხბურთელი. „ტორინოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.

საბა საზონოვი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
1 თებერვალი, 2002 (2002-02-01) (22 წლის)
დაბადების
ადგილი
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სიმაღლე 194 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორინო
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2008–2020 ზენიტი სანქტ-პეტერბურგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2019–2021 ზენიტი 2 24 (3)
2021 ზენიტი 1 (0)
2021– დინამო მოსკოვი 31 (1)
2021–2022 დინამო მოსკოვი 2 9 (2)
2023– ტორინო 12 (0)
ეროვნული ნაკრები
2022– საქართველო 21-წ. 7 (1)
2022– საქართველო 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2023

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

2018–19 წლებში „ზენიტის“ აკადემიაში თამაშობდა.

საზონოვის დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2021 წლის 16 მაისს „ტამბოვის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, სადაც მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და მაგომედ ოზდოევი შეცვალა.[1]

2021 წლის 9 ივლისს საზონოვმა მოსკოვის „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2] თავდაპირველად, ის „დინამო 2-ში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა სანდრო შვარცმა ძირითად შემადგენლობას შეაჩვია, დებიუტი კი 2021 წლის ოქტომბერში ჰქონდა. სლავიშა იოკანოვიჩის პერიოდში კი საბა „დინამოს“ საკვანძო მოთამაშე გახდა.

2021 წლის აგვისტოდან თამაშობს „ტორინოში“.[3][4] მას შემდეგ იტალიურ კლუბში საბა საზონოვმა 12 მატჩი ჩაატარა, ხოლო ძირითად შემადგენლობაში ორჯერ მოხვდა.[5]

საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ GFF Awards 2023-ის საზეიმო დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელისთვის 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საბა საზონოვმა საქართველოს მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო, 2023 წელს კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე უეფა-მ და Sofascore-მა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.[6]

საკლუბო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 16 მარტი, 2024
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ზენიტი 2 2019–20 რუსეთის მეორე ლიგა 6 0 6 0
2020–21 18 3 18 3
სულ 24 3 0 0 0 0 24 3
ზენიტი 2020–21 რუსეთის პრემიერლიგა 1 0 0 0 0 0 1 0
დინამო მოსკოვი 2 2021–22 რუსეთის მეორე ლიგა 9 2 9 2
დინამო მოსკოვი 2021–22 რუსეთის პრემიერლიგა 6 0 0 0 6 0
2022–23 24 1 6 0 30 1
2023–24 4 0 1 0 5 0
სულ 34 1 7 0 0 0 41 1
ტორინო 2023–24 სერია A 12 0 0 0 12 0
სულ ჯამში 80 6 7 0 0 0 0 0 87 6


ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება