საბაწმიდის ლავრა
საბაწმიდის ლავრა — უძველესი და უმნიშვნელოვანესი მონასტერი პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ზე. სავანე დააარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმედილმა (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი ბერძნულ, ქართულ, სირიულ, სომხურ, არაბულ ენებზე.
მონასტერი | |
---|---|
საბაწმიდის ლავრა Λαύρα Σάββα τοῦ Ἡγιασμένου | |
ქვეყანა | პალესტინა |
დაქვემდებარება | იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია |
კოორდინატები | 31°42′18″ ჩ. გ. 35°19′53″ ა. გ. / 31.70500° ჩ. გ. 35.33139° ა. გ. |
დაარსდა | V საუკუნე |
ქართველები საბაწმინდაში
რედაქტირებასაბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა შეიმუშავეს ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განავითარეს ორიგინალური ჰიმნოგრაფია (ბასილი საბაწმიდელი, იოანე-ზოსიმე), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები (მაკარი ლეთეთელი, გიორგი თბილელი, იოანე-ზოსიმე). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესტინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. გრიგოლ ხანძთელის დროს საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა საბაწმიდური ტიპიკონი (IX საუკუნე), რომლის ახალი რედაქცია (XII საუკუნე) მთელ საქართველოში გავრცელდა.
XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა სინის მთაზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება თბილისსა და პეტერბურგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მენაბდე. ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 547.