რჩილვა
რჩილვა — მყარი მასალების შეერთება გამდნარი სარჩილით. რჩილვის დროს მიმდინარეობს მყარი მასალისა და გამდნარი სარჩილის ურთიერთდიფუზია და შეერთება. ამ დროს გამდნარი სარჩილი ავსებს ნაკეთობის შესაერთებელ ნაწილებს შორის ღრეჩოებს. რომლის შედეგად ფერადი ლითონების, ფოლადის, თუჯის, მინის, გრაფიტის, კერამიკის, სინთეზური მასალისა და სხვა ნაკეთობებში ღებულობენ არაგასართ შეერთებას. ყველაზე უფრო გავრცელებულია ლითონების რჩილვა მაგარი და რბილი სარჩილით. მაგარი სარჩილით რჩილვისას მისარჩილავ ადგილებს ახურებენ სანთურით, ელექტრული რკალით, მაღალი სიხშირის დენით შახტურ და სხვა ღუმლებში, რბილი სარჩილით რჩილვისას კი — სარჩილავით, აირული სანთურებით, გამდნარსარჩილიან აბაზანებში ჩაყურსვით და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 521.