სარჩილი
სარჩილი — ლითონი ან შენადნობი, რომელიც შეაქვთ შესაერთებელ დეტალებს შორის არსებულ ღრეჩოში, ან რომელიც წარმოიქმნება მ. შ. რჩილვის პროცესში. სარჩილის დნობის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე შესაერთებელი დეტალებისა. რაც უფრო ძნელდნობადია სარჩილი, მით უფრო დიდია მისი და მიღებული ნაკერის სიმტკიცე. სარჩილი კარგად უნდა ასველებდეს შესაერთებელ მასალასა და მ. შ. არსებულ ღრეჩოებს, ამასთან ერთად ქმნიდეს მჭიდრო, კოროზიამედეგ შეერთებას. სარჩილისა და შესაერთებელი დეტალების ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტები ერთმანეთისგან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს.
უფრო მეტად გავრცელებულია , , , , , და -ის ფუძიანი სარჩილები. ტექნოლოგიური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ მონოლითურ, ფხვნილისებრ, შრეულ, თვითფლუსვად სარჩილებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 110-111.