რუსტამ ემომალი (ტაჯ. Рустам Эмомалӣ, სპარს. رستم امام‌علی); დაბადების სახელი რუსტამ ემომალის ძე რაჰმონოვი (ტაჯ. Рустам Эмомалиевич Раҳмонов) დ. 19 დეკემბერი 1987, დანღარა, კულიაბის ოლქი, ტაჯიკეთის სსრ, სსრკ) — ტაჯიკი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ტაჯიკეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ზედა პალატის) თავმჯდომარე 2020 წლის 17 აპრილიდან. ქალაქ დუშანბეს მერი 2017 წლის 7 აპრილიდან[1][2][3]. ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონის უფროსი შვილი.

რუსტამ ემომალი
რუსტამ ემომალი
ტაჯიკეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 აპრილი, 2020
პრეზიდენტი  ემომალი რაჰმონი
წინამორბედიმაჰმადსაიდ უბაიდულოევი

პრეზიდენტიემომალი რაჰმონი
წინამორბედიმაჰმადსაიდ უბაიდულოევი

დაბადებული19 დეკემბერი, 1987
დანღარა, ტაჯიკეთის სსრ, სსრკ
ეროვნებატაჯიკი
პოლიტიკური პარტიატაჯიკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტია
მამაემომალი რაჰმონი
დედააზიზმო ასადულოევა
განათლებატაჯიკეთის ეროვნული უნივერსიტეტი, ტაჯიკეთის შსს-ს აკადემია
პროფესიაეკონომისტი, სამართალმცოდნე
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიაისლამი (ხანაფიზმი)