რუსლანა კორშუნოვა

რუსლანა სერგეის ასული კორშუნოვა (რუს. Русла́на Серге́евна Ко́ршунова; დ. 2 ივლისი, 1987, ალმა-ატა — გ. 28 ივნისი, 2008, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ყაზახი მოდელი. იგი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც „ვერა ვონგის“ და „ნინა რიჩის“ ბრენდების სახე. ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რაც მსოფლიო დისკუსიისა და ყურადღების საგანი გახდა.

რუსლანა კორშუნოვა
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1987
გარდაცვალების თარიღი 28 ივნისი, 2008 (20 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1987 წლის 2 ივლისს ჩუკოტკაზე, შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ალმათში. მამა, სერგეი კორშუნოვი გარდაიცვალა 1992 წელს. დედა — ვალენტინა (ქალიშვილობის გვარი კუტენკოვა) და ძმა - რუსლანი ცხოვრობენ ყაზახეთში. თავდაპირველად ის და დედამისი ცხოვრობდნენ სამხედრო ქალაქში ალმათის მახლობლად, შემდეგ კი ქალაქში გადავიდნენ.[1]

რუსლანა კორშუნოვა საუბრობდა ოთხ ენაზე: რუსულ, ყაზახურ, ინგლისურ და გერმანულზე.

2003 წელს მისმა ფოტომ ჟურნალში „All Asia“ მიიპყრო დიდი სამოდელო სააგენტოს - „MODELS 1“ წარმომადგენლის - დები ჯონსის ყურადღება, რომელმაც შემდგომში მოძებნა და მასთან კონტრაქტი გააფორმა. კორშუნოვას ზედმეტ სახელად „რუსი რაპუნცელი“ შეარქვეს გრძელი თმის გამო.[2] 2005 წელს იგი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად დასახელდა. 2008 წლისთვის კორშუნოვამ მიიღო მონაწილეობა სარეკლამო კამპანიებში: DKNY, BCBG, Blugirl by Blumarine, Clarins, Ghost, Girbaud, Kenzo Accessories, Marithé & François, Max Studio, Moschino, Pantene Always Smooth, Paul Smith, ვერა ვონგი lingerie და Nina Ricci სუნამო „Nina“, ასევე გამოჩნდა ჟურნალების ELLE და რუსული და პოლონური ვოგის ფრანგული გამოცემის გარეკანებზე.[3]

გარდაცვალება

რედაქტირება

2008 წლის 28 ივნისს, 4 დღით ადრე თავისი 21-ე დაბადების დღემდე, კორშუნოვა მანჰეტენზე, თავისი სახლის ფანჯრიდან გადავარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. პოლიციამ ეს ინციდენტი თვითმკვლელობად ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ მოდელს წერილი არ დაუტოვებია. ამას გარდა, მისი ახლობლების, მეგობრებისა და ნაცნობების განცხადებით, მას თვითმკვლელობისთვის რაიმე რეალური მიზეზი არ ჰქონდა და ეს შეიძლება მკვლელობა ყოფილიყო. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ცოტა ხნით ადრე მოდელი პარიზის მოდის ჩვენებიდან დაბრუნდა, სადაც წარმატებით გამოვიდა. ბრიტანელი ტელეპროდიუსერი პიტერ პომერანცევი თვლიდა, რომ კორშუნოვას თვითმკვლელობა დაკავშირებული იყო პირადი ზრდის ტრენინგებთან, რომელსაც მოდელი ორგანიზაციაში - „სამყაროს ვარდი“ ესწრებოდა სამი თვის განმავლობაში.

ექსპერტებმა სხვა ადამიანის კვალი გარდაცვლილის ფრჩხილების ქვეშ ვერ აღმოაჩინეს. კორშუნოვას დედას თავისი ქალიშვილის თვითმკვლელობის არ სჯეროდა.

კორშუნოვა დაკრძალეს 2008 წლის 7 ივლისს მოსკოვში, ხოვანსკოეს სასაფლაოზე.[4] [5]

2008 წლის შემოდგომაზე „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო ხელმძღვანელობდა გამოძიებას კორშუნოვას გარდაცვალების შესახებ და ამისთვის იგი ცდილობდა „სამყაროს ვარდის“ სექტაში შეღწევას. სასწავლო ცენტრში ოთხი გაკვეთილის გავლის შემდეგ, კოსტიუჩენკოს განუვითარდა მძიმე დეპრესია, იგი ჰოსპიტალიზირდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და ამ გამოძიების შესახებ მასალა გამოქვეყნდა მხოლოდ 2019 წელს.[6]

2009 წელს კორშუნოვას მეგობარმა, მოდელმა, ანასტასია დროზდოვამ, რომელთან ერთადაც ის ესწრებოდა „სამყაროს ვარდის“ ტრენინგებს, თავი მოიკლა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ინსპექტირება „სამყაროს ვარდის“ სასწავლო ცენტრზე, რომელიც მდებარეობს მოსკოვის რუსულ საგამოფენო ცენტრში, მაგრამ მათ წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება ვერ იპოვა. თუმცა ამ შემოწმების შემდეგ, 2011 წლის აგვისტოში ცენტრი დაიხურა.[7]

2024 წლის იანვარში, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოქვეყნებული სასამართლო დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 7 ივნისს, 18 წლის კორშუნოვა ეპშტეინის კუთვნილ კუნძულზე ლიტლ-სენტ-ჯეიმსზე მისივე თვითმფრინავით - ბოინგ-727 გაფრინდა, რომელსაც არაოფიციალური სახელი „ლოლიტა ექსპრესი“ ჰქონდა.[8] [9] [10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Расследование. Izvestia.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  2. Руслана Коршунова. lookatme.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-30. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  3. Ruslana Korshunova: FMD. fashionmodeldirectory.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  4. Руслану Коршунову похоронят в Москве. kp.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-09. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  5. Sheremetova, Elena (2008-07-07). „Ruslana Korshunova buried at Khovanskoye Cemetery in Moscow“ (Russian). Moscow: Komsomolskaya Pravda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-10. ციტირების თარიღი: 2008-07-21. ციტატა: „Как мы уже рассказывали, поначалу предполагалось, что модель похоронят на Митинском кладбище – этот вопрос обсуждался еще в Америке во время прощания с Русланой. Однако уже в Москве все "перерешили" – место для могилы «Русской русалки» выбрали на Хованском кладбище.“
  6. Сноб.ру «Журналистка „Новой газеты“ рассказала о том, как под видом тренингов личностного роста скрываются секты» 19.05.2019. ციტირების თარიღი: 2019-05-19
  7. «Роза Мира» закрылась после самоубийства модели. Тренинговый центр, подозреваемый в доведении до самоубийства топ-модели Русланы Коршуновой, прекратил работу после проверки следствия" 24.08.2011. ციტირების თარიღი: 2019-05-20
  8. Edward Helmore. A-list names in Epstein documents cache but what prospect of charges?. The Guardian. ციტირების თარიღი: 2024-01-07.
  9. Eileen Reslen. Model who jumped to her death from NYC apartment flew on Jeffrey Epstein’s jet as a teen: docs. ციტირების თარიღი: 2024-01-07.
  10. Дарья Есенина. «Русская Рапунцель» Руслана Коршунова покончила с собой через два года после поездки на «педофильский остров» Эпштейна. ციტირების თარიღი: 2024-01-07.