ნინა რიჩი (იტალ. Nina Ricci), დაბადების სახელი მარია ადელაიდა ნეი (ფრანგ. Maria Adélaide Nielli); დ. 14 იანვარი, 1883, ტურინი, იტალია — გ. 30 ნოემბერი, 1970, საფრანგეთი) — წარმოშობით იტალიელი ფრანგი მოდის დიზაინერი, ფრანგული სამოდელო სახლის, Nina Ricci-ის დამფუძნებელი.

ნინა რიჩი

ნინა რიჩი (მარჯვნივ) 1969 წელს
მშობლიური სახელი Maria Adélaide Nielli
დაბადების სახელი მარია ადელაიდა ნეი
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1883
ტურინი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1970 (87 წლის)
საფრანგეთი
საქმიანობა მოდის დიზაინერი
ცნობილია როგორც Nina Ricci-ის დამფუძნებელი
მეუღლე(ები) ლუიჯი რიჩი
შვილ(ებ)ი რობერ რიჩი

ნინა დაიბადა ტურინში, 1883 წელს. მამა – ფეხსაცმლის მკერავი, ბიზნესის განვითარების მიზნით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მონტე-კარლოში. მაგრამ გადასვლიდან ცოტა ხანში იგი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ შეძლო ოჯახისთვის დაეტოვებინა საარსებო საშუალება. 1895 წელს 12 წლის უმამოდ დარჩენილი მარია იწყებს სვლას წარმატებული კარიერისკენ.

ბავშვობიდანვე გოგონა ოცნებობდა მოდური ტანსაცმლის კერვაზე. იგი მოეწყო მოსწავლედ სამკერვალო ფაბრიკაში. საკუთარი დიზაინით შექმნილმა შლაპებმა თავიდანვე დიდ წარმატება მოიპოვა მოდის მიმდევარ ქალბატონებში. 14 წლის ასაკში მარია (მომავალში ნინა რიჩი), თავის უფროს დასთან და დედასთან ერთად მუშაობდა გალანტერიის მაღაზიაში, საღამოს კი — სწავლობდა მკერავის ხელობას.

ცოტა ხანში იპოვა სამუშაო მოდის სახლში, სადაც ახალ მისულებს აძლევდნენ გაუთოვების, ღილების დაკერების და წვრილმანებზე სირბილის უფლებას. ამ რთული გზის გავლის შემდეგ მარიამ მოახერხა, გამხდარიყო ჯერ უმცროსი მოდისტი, შემდეგ საშუალო, და ბევრი წლების შემდგომ 18 წლის ასაკში – პირველი მოდისტი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მარიამ იქირავა მკერავები, რომლებსაც საკუთარი ესკიზებით აკერინებდა ტანსაცმელს. 1905 წელს მისი მოდელებით დაინტერესდნენ პარიზის მსხვილი სამოდელო სახლები და აძლევენ მას მსხვილ შეკვეთებს.

ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე გოგონა შემთხვევით შეხვდა ყვავილების გამყიდველს – ლუიჯი რიჩის. ეს ქორწინება არ აღმოჩნდა წარმატებული და ცოტა ხანში ნინა დაშორდა მეუღლეს და მარტო დარჩა. ამის შემდეგ განაგრძობდა დაუღალავად მუშაობას და კარიერულ წინსვლას. ქორწინებიდან დარჩა შვილი – რობერტი.

ნინა რიჩიმ 1932 წელს დააარსა კლასიკური ფრანგული სამოდელო სახლი Nina Ricci.

იგი გარდაიცვალა 1970 წლის 30 ნოემბერს (საფლავის ქვაზე მითითებულია 29 ნოემბერი), 87 წლის ასაკში, ხოლო მისი შვილი, რობერტ რიჩი გარდაიცვალა 1988 წელს, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობა ითავა ოჯახის ნათესავმა ჟილ ფოშმა. 1998 წელს კომპანია გაიყიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: