როჰტასის ციხესიმაგრე
როჰტასის ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში. აშენებულია 1541-1543 წლებში ავღანეთის მეფე შერ-შაჰის მიერ. კომპლექსის გარშემოწერილობა 4 კმ-ია და წარმოადგენს პუშტუნური და ინდური არქიტექტურის ნაზავის პირველ მაგალითს მთელს ინდოეთის სუბ-კონტინენტზე.
როჰტასის ციხესიმაგრე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | პაკისტანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 32°57′45″ ჩ. გ. 73°35′20″ ა. გ. / 32.96250° ჩ. გ. 73.58889° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 586 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 586 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ციხის კედლების სიმაღლე 18 მეტრია, მთელს სიგრძეზე, მდებარეობს 68 ნახევრადწრიული ბასტიონი და რამდენიმე ქვიშაქვის ჭიშკარი. იმ დროისთვის, იგი შეუვალ ნაგებობად ითვლებოდა.
ნაგებობას სახელი ეწოდა როჰტასის ბრძოლის პატივსაცემად, რომელიც შერ-შაჰმა მოგოლების წინააღმდეგ გამართა. მისი სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ, ციხესიმაგრე მოღალატეებმა მოგოლთა იმპერატორ უმაიუნს გადასცეს. მოგოლები ამ ციხეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მისი მსგავსი მრავალი სხვა ციხე ააგეს.
1997 წელს, იუნესკომ როჰტასის ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაwww.rohtasfort.com დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO World Heritage Centre Web page
- Rohtas Conservation page on the Himalayan Wildlife Foundation website დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Rohtas fort latest pictures
- Website about Jhelum District where Rohtas fort is situated დაარქივებული 2003-10-15 საიტზე Wayback Machine.
- The official website of Rohtas Fort www.rohtasfort.com დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.