როუზ ბირნი
მერი როუზ ბირნი[2][3] (ინგლ. Rose Byrne; დ. 24 ივლისი, 1979, სიდნეი) — ავსტრალიელი კინომსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებში: „ტროა“ (2004), „შეპყრობილი“ (2004), „მარი ანტუანეტი„ (2006), „მზის ნათება“(2007), „28 კვირის შემდეგ“ (2007), „ცოდნა“ (2009), „გაქცევა ვეგასიდან“ (2010), „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011), „გოგოების წვეულება ვეგასში“ (2011), „კადრები“ (2013), „კურდღელი პიტერი“ (2018) და სხვა. ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ემის პრემიაზე.
როუზ ბირნი | |
---|---|
![]() როუზ ბირნი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | მერი როუზ ბირნი |
დაბადების თარიღი |
24 ივლისი, 1979[1] სიდნეი, ავსტრალია |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | სიდნეის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1994–დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | ბრენდან კოუელი (2012-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: რობინ ბირნი დედა: ჯეინ ბირნი |
მერი როუზ ბირნი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ირლანდიური და შოტლანდიური წარმოშობის ოჯახში[4][5]. დედამისი ჯეინ ბირნი — მუშაობს ადმინისტრატორად დაწყებით სკოლაში, ხოლო მამამისი — რობინ ბირნი მარკეტოლოგია[6]. 8 წლიდან ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში იღებდა სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილებს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო ჯერ კოლეჯსა და შემდეგ სიდნეის უნივერსიტეტში. 1999 წლიდან სწავლა განაგრძო დევიდ მამეტისა და უილიამ მეისის ატლანტის თეატრში.[7]
როუზს ჰყავს უფროსი ძმა ჯორჯ ბირნი და ასევე უფროსი ორი და — ელის ბირნი და ლუსი ბირნი. სამივე მათგანი ასე თუ ისე ჩაბმულია ხელოვნების სფეროში. მისი ძმა ფოტოგრაფია, ხოლო დებიდან ერთი მხატვარია, მეორე კი ლონდონის ერთ-ერთი ფირმის გამომცემლობაში მუშაობს. მისი მშობლები ათეისტები არიან, ხოლო ბირნი საკუთარ თავს აგნოსტიკოსად თვლის[8]. ორი წლის განმავლობაში იყო კომპანია Max Factor-ის სახე.
როუზ ბირნის სამსახიობო კარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს და დღემდე გრძელდება. 1990-იან წლებში ძირითადად სერიალებში იღებდნენ. თავდაპირველად თავი მოსინჯა ერთ-ერთ სერიალში („ჯი-პი“, G.P.), რომელსაც 7 წელი იღებდნენ. პირველი როლი კინოში („დალასის თოჯინა“, 1994) მიიღო 12 წლის ასაკში. შემდეგ წლებში როლებს იღებდა ავსტრალიურ ტელესერიალებში. 1999 წელს როლი მიიღო კრიმინალური ჟანრის ფილმში „ორი ხელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰით ლეჯერმა. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა ბრენდან კოუელთან. ხვდებოდა აგრეთვე გრეგორ ჯორდანს. 2012 წლიდან ხვდება ბობი კანავალეს.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1994 | ფ | სათამაშო დალასი | Dallas Doll | სომერსი |
1999 | ფ | ორი ხელი | Two Hands | ალექსი |
2000 | ფ | ისევ კოლეჯში | My Mother Frank | ჯენი |
2000 | ფ | ქალღმერთი 1967 | The Goddess of 1967 | BG |
2002 | ფ | ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა | Star Wars: Episode II – Attack of the Clones | დორმე |
2002 | ფ | მოჩვენებების ქალაქი | City of Ghosts | საბრინა |
2003 | ფ | მე დავიპყრობ სასახლეს | City of Ghosts | როუზ მორტმეინი |
2003 | ფ | ღამე რომელსაც დღე ვუწოდეთ | The Night We Called It a Day | ოდრი ოპლები |
2003 | ფ | გამოუსწორებელი ოპტიმისტი | The Rage in Placid Lake | ჯემა ტეილორი |
2003 | ფ | წაღება | Take Away | სონია სტილანო |
2004 | ფ | ტროა | Troy | ბრისეიდა |
2004 | ფ | შეპყრობილი | Wicker Park | ალექს დენვერი |
2005 | ფ | მეზობლები | The Tenants | ირენ ბელი |
2006 | ფ | მარია ანტუანეტა | Marie Antoinette | ჰერცოგინია დე პოლინიაკი |
2006 | ფ | მკვდარი გოგონა | The Dead Girl | ლეა |
2007 | ფ | მზის ნათება | მზის ნათება | კასი |
2007 | ფ | 28 კვირის შემდეგ | 28 Weeks Later | სკარლეტი |
2008 | ფ | ცოცხლად დამარხულნი | Just Buried | რობერტა |
2008 | ფ | ნაზი კლანჭი | The Tender Hook | აირისი |
2009 | ფ | ცოდნა | Knowing | დაიანა |
2009 | ფ | ადამი | Adam | ბეთი |
2010 | ფ | მეც მიყვარხარ | ნასვამი მგზავრი | კამეო |
2010 | ფ | გაქცევა ვეგასიდან | Get Him to the Greek | ჯეკი ქიუ |
2011 | ფ | ასტრალი | Insidious | რენაი |
2011 | ფ | გოგონების წვეულება ვეგასში | Bridesmaids | ელენ ჰარისი |
2011 | ფ | იქს-ადამიანები: პირველი კლასი | X-Men: First Class | მოირა მაკტაგერტი |
2012 | ფ | ადგილი ფიჭვის ქვეშ | The Place Beyond the Pines | ჯენიფერი |
2013 | ფ | ერთ წელიწადს გაძლევ | I Give It a Year | ნეტი |
2013 | ფ | კადრები | The Internship | დანა |
2013 | ფ | ბედის 10 გაელვება | The Turning | რეა |
2013 | ფ | ასტრალი 2 | Insidious 2 | რენაი |
2014 | ფ | მეზობლები | Neighbors | კელი რადნერი |
2014 | ფ | ზრდასრული დამწყებები | Adult Beginners | ჯასტინი |
2014 | ფ | აქ გტოვებ | This Is Where I Leave You | პენი მური |
2014 | ფ | ენი | Annie | გრეის ფარელი |
2014 | ფ | ერთიანობა | Unity | მთხრობელი |
2015 | ფ | ჯაშუში | Spy | რაიანა ბოიანოვი |
2015 | ფ | აბეზარი | The Meddler | ლორი მინერვინი |
2016 | ფ | მეზობლები 2: ქალთა კლუბის აჯანყება | Neighbors 2: Sorority Rising | კელი რადნერი |
2016 | ფ | იქს-ადამიანები:აპოკალიპსი | X-Men: Apocalypse | მოირა მაკტაგერტი |
2017 | ფ | მიყვარხარ მამიკო | I Love You, Daddy | გრეის კულენი |
2018 | ფ | ასტრალი: უკანასკნელი გასაღები | Insidious: The Last Key | რენაი ლამბერტი |
2018 | ფ | შიშველი ჯულიეტა | Juliet, Naked | ენი პლეტი |
2018 | ფ | კურდღელი პიტერი | Peter Rabbit | ბეა |
2018 | ფ | არასწორი მშობლები | Instant Family | ელი ვაგნერი |
2019 | ფ | მე ვარ დედა | I Am Mother | დედა (ხმა) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როუზ ბირნი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- როუზ ბირნი — AllMovie
- როუზ ბირნი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- როუზ ბირნი დაარქივებული 2013-05-15 საიტზე Wayback Machine. — Emmys.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rose Byrne Biography (1979-). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
- ↑ Rose Byrne talks Irish Roots – & movies Damages, Knowing & Get Him to the Greek. YouTube. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2010.
- ↑ Annette Dasey. (10 ივნისი, 2009) Ten Minutes with Rose Byrne. Yahoo! 7 Lifestyle. Yahoo! Lifestyle Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2014.
- ↑ Burke, Gavin. (25 March 2009) Q&A With Star of 'Knowing', Rose Byrne. entertainment.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.
- ↑ Lipworth, Elaine. (31 ივლისი, 2009) Rose Byrne: ‘I wanted to be Kylie Minogue’. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.[მკვდარი ბმული]
- ↑ Rose Byrne Biography (1979-). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2010-05-30.
- ↑ Rose Byrne Biography. TV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 27 December 2012.
- ↑ Actress Rose Byrne on ‘Knowing’ Religion & the End of the World. Blackbookmag.com (2009-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-30.