როსტომიანი (მწიგნობრული)
„როსტომიანი“,ფირდოუსის „შაჰნამეს“ ქართული ვერსიების საერთო სახელწოდება. ვიწრო მნიშვნელობით — „შაჰნამეს“ ის ქართული თარგმანები, რომლებშიც უპირატესად როსტომ ფალავნის ამბებია მოთხრობილი. ჩვენამდე მოღქეული „როსტომიანის“ როგორც პროზაული, ისე პოეტური ვერსიები. პოეტური უფრო გვიანდელი, მისი წყარო — ქართული პროზაული თარგმანი, რომელიც ვარაუდით, XV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი, ატარებს „შაჰნამეს“ XIV-XV საუკუნეების ჩანართთა ნიშნებს.
„როსტომიანის“ პირველი გამლექსავია სერაპიონ საბაშვილი (XVI საუკუნის პირველი მეოთხედი), რომელსაც პროზაული ტექსტით უსარგებლია. „როსტომიანის“ ბოლო ნაწილის გამლექსავს ხოსრო თურმანიძეს (XVI საუკუნის მეორე მახევარი) ხელთჰქონდა არა ქართული პროზაული ტექსტი, არამედ სპარსული დედანი. მხატვრული გემოვნებითა და პოეტური ოსტატობით განსაკუთრებით აღსანიშნავია „როსტომიანის“ საბაშვილისეული ტექსტი. ძალიან სუსტია თურმანიძისეული თარგმანი, რომლის უხუსურობას თავის დროზე არჩილ II (XVII-XVIII სს.) აღნიშნავდა.
ვარაუდობენ, რომ „როსტომიანის“ ზოგიერთი ფრაგმენტის გალექსვაში მონაწილეობა უნდა მიეღო მესამე, დღესდღეობით უცნობ მელექსესაც. „როსტომიანის“ საბაშვილისეული ვერსია ძირითადად შემოქმედებითი, თავისუფალი თარგმანის ნიმუშია. ზოგი რამ აქ შემოკლებულია, იშვიათად გვხვდება სიტყვასიტყვითი თარგმანიც, გავრცობილია დრამატული სიტუაციები, სამიჯნურო და საგმირო-საფალავნო ამბები, ნადირობა-ნადიმობანი და ა. შ. „როსტომიანის“ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოუპოვებია და სათავე გამხდარა ამ ძეგლის ხალხური ვერსიებისა. უეჭველია მისი გავლენა „რუსუდანიანზე“. „როსტომიანის“ კვალი აღბეღდილია ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზიაშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- კობიძე დ., შაჰ-ნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- ბარამიძე ალ., ქსე, ტ. 8, გვ.449, თბ., 1984