ხოსრო თურმანიძე
ქართველი პოეტი
ხოსრო თურმანიძე — XVI-XVII საუკუნეების ქართველი პოეტი. „შაჰნამეს“ ქართული ვერსიების — „როსტომიანის“ ერთ-ერთი მთარგმნელი. სვიმონ მეფის დავალებით უშუალოდ სპარსულიდან უთარგმნია „ბარზუნამეს“ შემცველი ტექსტი. სულ გაულექსავს 972 სტროფი. მისი თარგმანი ზუსტად მისდევს დედანს, მაგრამ ლექსი სუსტია. თურმანიძემ დაასრულა „როსტომიანის“ ქართული პოეტური ციკლი.
ხოსრო თურმანიძე | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამიძე ა., როსტომიანი, წგნ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- კობიძე დ., შაჰ-ნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959;
- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 11.