რომან პროდიუსი
რომან პროდიუსი (რუმ. Roman Prodius; დ. 12 აპრილი, 1981, სელემეტი, ჩიმიშლიის რაიონი) — მოლდოველი პროფესიონალი ათლეტი, შორ დისტანციაზე მორბენალი.
რომან პროდიუსი მოსკოვის 2013 წლის მარათონისას | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | მოლდოველი |
დაბ. თარიღი | 12 აპრილი, 1981 |
დაბ. ადგილი | სელემეტი, ჩიმიშლიის რაიონი, მოლდოვა |
სიმაღლე | 181 (5 ფ 11 1⁄2 ინ) სმ |
წონა | 69 (152 ლბ) კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | მოლდოვა |
სპორტი | ათლეტი |
სახეობა | შორ დისტანციაზე მორბენალი |
მწვრთნელი | ლაზარ აგენდა |
კარიერა
რედაქტირებადაიბადა მოლდოვის სოფელ სელემეტში, ჩიმიშლიის რაიონში. ვარჯიში დაიწყო სოფლის სკოლაში სწავლის პერიოდში, მისი ფიზკულტურის მასწავლებლის, კონსტანტინ ფიოდოროვის მეთვალყურეობის ქვეშ. შემდეგ სოფელ ლიპოვენის სპორტ ლიცეუმში, ჯორჯ რუსოს დახმარებით. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩაირიცხა მოლდოვის რესპუბლიკის სპორტისა და ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში[1].
პროდიუსი საერთაშორისო ასპარეზზე 2004 წელს გამოჩნდა, ნიდერლანდების ქალაქ დეურნში, სადაც მან ნახევარ-მარათონი მოიგო. 2005 წელს, მიიღო მონაწილეობა მის პირველ მარათონში, რომელიც ვალენსიაში გაიმართა. 2008 წელს გაიმარჯვა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში გამართულ მარათონში.
2009 წელს მიიღო წოდება „მასტერი საერთაშორისო სპორტის კლასებში“ და ამავე წელს დააფიქსირა მისი პერსონალური რეკორდი, 2:12:31. მას შემდეგ პროდიუსი ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას ნახევარ-მარათონებში და მარათონებში.
2012 წლამდე, რომანი იწრთვნებოდა ვალენტინ სიტნიკის მიერ. ამჟამად კი მას ლაზარ აგენდა ავარჯიშებს.[2].
პროდიუსმა ორჯერ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებში. პირველად 2012 წელს შედგა მისი დებიუტი ლონდონში, სადაც მან ვერ შეძლო მარათონის დასრულება და 25 კილომეტრის გავლის შემდეგ დანებდა. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, მსოფლიო ათლეტების ჩემპიონატში სადაც მან 45-ე ადგილი დაიკავა, 2:29:08 დროით.
2015 წლის აპრილში, მე-8 ადგილი დაიკავა ვენაში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატში. შემდეგ 2016 წელს მონაწილეობა მიიღო რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში, სადაც მან 105-ე ადგილი დაიკავა და გახდა პირველი მოლდოველი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე.
ამავე წელს დაიკავა მე-7 ადგილი რომში გამართულ საერთაშირისო ნახევარ-მარათონში. 2016 წლის ბეიჯინგის მსოფლიო ათლეტების ჩემპიონატზე, მან დაასრულა მარათონი 2:26:46 დროში და 31-ე ადგილი დაიკავა.[3].
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს ცოლი და ერთი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Roman Prodius,ოფიციალური ინფორმაცია ოლიმპიური თამაშების გვერდზე
- (ინგლისური) Roman Prodius
- (ინგლისური) Rezultate olimpice დაარქივებული 2012-12-18 საიტზე Wayback Machine.