როკის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში

როკის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2995 . მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადის — მდინარე როკისწყლის ხეობით შიდა ქართლს აკავშირებს მდინარე არდონის ხეობასთან ანუ ჩრდილოეთ ოსეთთან. 1984 წელს როკის უღელტეხილზე გაიხსნა როკის სატრანსპორტო გვირაბი, რომლის საერთო სიგრძეა 3730 მ.

როკის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°36′42″ ჩ. გ. 44°08′06″ ა. გ. / 42.61167° ჩ. გ. 44.13500° ა. გ. / 42.61167; 44.13500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 2995 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები იურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ლანდშაფტი ალპური
როკის უღელტეხილი — საქართველო
როკის უღელტეხილი
როკის უღელტეხილი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
როკის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება