ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯოი ერნ ლენარტ ანდერსონი (შვედ. Roy Arne Lennart Andersson; დ. 31 მარტი, 1943, გეტებორგი, შვედეთი) — შვედი კინორეჟისორი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია „შვედური სიყვარულის ისტორია“ (1970). როი ანდერსონს გადაუღია ოთხასზე მეტი რეკლამა, ორი მოკლემეტრაჟიანი და ექვსი სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისმა 2014 წელს გამოსულმა ფილმმა, „მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა“, 2014 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ მოიპოვა, რითაც ანდერსონი პირველი შვედი რეჟისორი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

როი ანდერსონი
დაბადების სახელი როი ერნ ლენარტ ანდერსონი
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1943
გეტებორგი, შვედეთი
ეროვნება შვედი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1967-დღემდე

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ანდერსონი 1943 წელს, გეტებორგში, შვედეთში დაიბადა. იგი 1967 წელს შვედეთის კინოსკოლაში ჩაირიცხა, ხოლო სწავლა 1969 წელს დაამთავრა.

1968 წელს შვედი რეჟისორის, ბო ვიდერბერგის ასისტენტი იყო.

1 წლის შემდეგ გადაიღო თავისი სრულმეტრაჟიანი ფილმი „შვედური სიყვარულის ისტორია“, რომელმაც 1970 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 ნომინაციაში გაიმარჯვა.

კინო-კარიერა

რედაქტირება
 
როი ანდერსონი 2014 წელს

1975 წელს მან თავისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „გილიაპი“ გადაიღო, რომელიც, აუდიტორიის, მათ შორის, შვედური კინოაკადემიის წევრისა და მწერლის, ლარს ფორსელის მიერ დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, ფინანსურად წარუმატებელი გამოდგა.[1]

1981 წელს როი ანდერსონმა საკუთარი დამოუკიდებელი კინოკომპანია, Studio 24, სტოკჰოლმში დააარსა. 1987 წელს მან მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „რაღაც მოხდა“ გამოუშვა, რომელიც შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით იყო გადაღებული და საინფორმაციო ფუნქციას ატარებდა შიდსსთან დაკავშირებით.

1991 წელს გამოუშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დიდებული სამყარო“, რომლითაც კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები მოიპოვა და საკუთარი სტილიც განავითარა. ფილმმა კლერმონ-ფერანდის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე პრესის პრიზი მიიღო.

1996 წელს მან ფილმის, „სიმღერები მეორე სართულიდან“ გადაღება დაიწყო, რომელიც ეკრანებზე მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2000 წლის მაისში გამოჩნდა. იგი ძალიან წარმატებული გამოდგა და ამ ფილმისათვის ანდერსონმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, ხოლო „ოქროს ხოჭო“ საუკეთესო სცენარისათვის, საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვისა და ხმისათვის. ანდერსონს მოპოვებული აქვს „ოქროს ხოჭო“ ფილმებისთვის: „შენ, ცხოვრობ“ (2007) და „მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა“ (2014).

2012 წელს როი ანდერსონმა თავისი 10 საყვარელი ფილმი დაასახელა: „ამარკორდი“ (1973, რეჟ. ფედერიკო ფელინი), „ანდრეი რუბლევი“ (1966, რეჟ. ანდრეი ტარკოვსკი), „ფერფლები და მარგალიტები“ (1948, რეჟ. ანჯეი ვაიდა), „ბარი ლინდონი“ (1975, რეჟ. სტენლი კუბრიკი), „ალჟირის ბრძოლა“ (1966, რეჟ. ჯილო პონტეკორვო), „ველოსიპედის გამტაცებლები“ (1948, რეჟ. ვიტორიო დე სიკა), „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959, რეჟ. ალენ რენე), „აუტანლობა“ (1916, რეჟ. დ.ვ. გრიფიტი), „რაშომონი“ (1950, რეჟ. აკირა კუროსავა) და „ვირიდიანა“ (1961, რეჟ. ლუის ბუნუელი). [2]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

როი ანდერსონის სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1970 „შვედური სიყვარულის ისტორია En kärlekshistoria რეჟისორი, სცენარისტი
1975 „გილიაპი“ Giliap რეჟისორი, სცენარისტი
2000 „სიმღერები მეორე სართულიდან“ Sånger från andra våningen რეჟისორი, სცენარისტი
2007 „შენ, ცხოვრობ“ Du levande რეჟისორი, სცენარისტი
2014 მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა En duva satt på en gren och funderade på tillvaron რეჟისორი, სცენარისტი
2019 უსასრულობის შესახებ Om det oändliga რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.svenskfilmdatabas.se/en/item/?type=person&itemid=68068#biography
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2020-12-18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როი_ანდერსონი“-დან