ბარი ლინდონი (ინგლ. Barry Lyndon) — 1975 წლის ბრიტანულ-ამერიკული დრამა, რომლის სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორია სტენლი კუბრიკი. გადაღებულია უილიამ თეკერეის რომან „ბარი ლინდონის იღბალის“ მიხედვით. მონაწილეობენ რაიან ო'ნილი, მარისა ბერენსონი, პატრიკ მეგი, ჰარდი კრუგერი და სხვები. ფილმში კუბრიკმა პირველად გადაიღო სცენები სანთლის შუქზე, სპეციალური ფილტრების გამოყენებით. ოსკარის 48-ე დაჯილდოებაზე, მიიღო 4 ოსკარი.

„ბარი ლინდონი“
დამდგმელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი
პროდიუსერი სტენლი კუბრიკი, იან ჰარლანი
სცენარის ავტორი სტენლი კუბრიკი
ნაწარმოები ბარი ლინდონის ბედნიერება
უილიამ თეკერეი
ტექსტს კითხულობს მაიკლ ჰორდემი
როლებში რაიან ო'ნილი, მარისა ბერენსონი
მუსიკა ლეონარდ როზენმანი
ოპერატორი ჯონ ოლკოტი
მონტაჟი ტონი ლოუსონი
მხატვარი კენ ადამი, როი უოკერი, ვერნონ დიქსონი
სტუდია Hawk Films
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 18 დეკემბერი 1975
ხანგრძლივობა 184 წუთი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო, აშშ
ენა ინგლისური, გერმანული, ფრანგული
ბიუჯეტი $11 მილიონი
შემოსავალი

$20 000 000 (აშშ)

$2 800 000 (გერმანია)

„ბარი ლინდონი“ რეჟისორ მარტინ სკორსეზეს საყვარელი ფილმია.

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარი

  1. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: კენ ადამი, როი უოკერი, ვერნონ დიქსონი
  2. საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: მილენა კანონერო, ულა-ბრიტ სოდერლუნდი
  3. საუკეთესო ოპერატურა: ჯონ ოლკოტი
  4. საუკეთესო მუსიკა: ლეონარდ როზენმანი

BAFTA

  1. საუკეთესო რეჟისურა: სტენლი კუბრიკი
  2. საუკეთესო ოპერატურა: ჯონ ოლკოტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება