როვშან ჯავადოვი (აზერ. Rövşən Cavadov; დ. 19 ოქტომბერი; 1951, ლაჩინი — გ. 17 მარტი, 1995, ბაქო [1]) — აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების პოლიციის რაზმის ოფიცერი. [2] დაიბადა მაშინდელ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ახლადდამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველ წლებში გახდა პოლიციის რაზმის ლიდერი, რომელიც შედგებოდა სამხედრო პოლიციის რამდენიმე ათასი კაცისგან. ამ ორგანიზაციის გამო მას უთანხმოება ჰქონდა პრეზიდენტთან, ჰეიდარ ალიევთან. 1995 წელს ეცდება პრეზიდენტ ალიევის გადატრიალებას, რის შემდეგადაც ჯავადოვის ორგანიზაციას ალყაში მოაქცევენ. ალყის დროს ჯავადოვი დახვრიტეს და საბოლოოდ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

როვშან ჯავადოვი

დაიბადა19 ოქტომბერი, 1951
ლაჩინი, სსრკ
გარდაიცვალა17 მარტი, 1995 (43 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნებააზერბაიჯანელი
საქმიანობა ოფიცერი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

როვშან ჯავადოვი დაიბადა 1951 წლის 19 ოქტომბერს ლაჩინში. 1973 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1973-1976 წლებში მუშაობდა ქირურგად აზერბაიჯანის სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოში. 1976 წელს როვშან ჯავადოვი შევიდა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო აკადემიაში, როსტოვში, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

ადრეული პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

სამხედრო განათლების დასრულების შემდეგ 1980 წელს მოხალისედ წავიდა ავღანეთში.

1982 წელს როვშან ჯავადოვი გახდა განჯის პოლიციის ინსპექტორი. 1987 წელს როვშან ჯავადოვმა შექმნა პოლიტიკური პარტია, ტაკამული, ყარაბაღსა და განჯაში, ძმასთან მაჰირ ჯავადოვთან ერთად.

1989 წელს პარტიამ დააარსა სამხედრო ნაწილები, რომლებიც შედგებოდა აზერბაიჯანელებისგან და ასევე როვშანის კარატის სტუდენტებისგან. 1990 წლის იანვარში საბჭოთა ჯარებმა კონტროლი აიღეს აზერბაიჯანზე და დაიწყო ბრძოლები ბაქოსა და სხვა ქალაქებში აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის აქტივისტებს შორის, ჯავადოვს წვლილი შეჰქონდა აქტივისტების წვრთნასა და მომზადებაში. საბჭოელებმა სწრაფად აიღეს ბაქო. ჯავადოვი თავის მომხრეებთან ერთად განჯაში დაბრუნებას და განჯას სატახტო ქალაქად გამოცხადებას და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებას გეგმავდა. თუმცა, საბჭოთა ჯარები მარტის შუა რიცხვებამდე გავიდნენ.

პროფესიული სამხედრო კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

1990 წელს მისი პარტია გადაიქცა ოფიციალურ სამხედრო ორგანიზაციად, რომელიც ცნობილია როგორც HTPD ან უფრო პოპულარული რუსული შემოკლებით OMON. მოგვიანებით მას ეწოდა OPON (სპეციალური დანიშნულების პოლიციის განყოფილება). იმავე წელს როვშან ჯავადოვი გახდა რაზმის უმაღლესი მეთაური და ავიდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის წოდებამდე. ყარაბაღში წარმატებული ოპერაციების გამო, დროებითმა მთავრობამ 1991 წელს სპეციალური დანიშნებული პოლიციის რაზმის წევრები ეროვნულ გმირებად გამოაცხადა.

1993 წელს ჯავადოვი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სახალხო ფრონტის მთავრობაში და აირჩიეს აზერბაიჯანის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარედ. ყარაბაღში ბრძოლების გამწვავებისას ჯავადოვი 1993 წელს გაემგზავრა ავღანეთში და 1300 გამოცდილ ავღანელ მოჯაჰიდთან ერთად დაბრუნდა.

1993 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების უმეტესობისა და OPON ძალების გადაჯგუფების შემდეგ, მან ყველაზე წარმატებული სამხედრო იერიში წამოიწყო ასკერანში ყარაბახ-სომეხ მებრძოლებზე.

პოლიტიკური აჯანყება

რედაქტირება

როვშან ჯავადოვი და სურეტ ჰუსეინოვი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ბიშკეკის შეთანხმებას და სამხედრო ოპერაციების დაწყებით დაიმუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ რუსული ჯარები აზერბაიჯანში შემოვიდოდნენ, როგორც ეს ბიშკეკის შეთანხმებაში იყო დაწერილი. აზერბაიჯანში რუსული ჯარების პოტენციური დაბრუნებით გამოწვეულმა პოლიტიკური აღშფოთების შემდეგ, ჰეიდარ ალიევი და ბორის ელცინი იძულებულნი გახდნენ, რომ შეცვალათ ხელშეკრულების ეს ნაწილი. 1994 წლის ივნისში ჯავადოვმა გამოაცხადა, რომ აპირებდა მონაწილეობა მიეღო 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც ის წარმოადგენდა ჰეიდარ ალიევის ავტორიტარული მმართველობის ოპოზიციურ ბლოკს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Efron, Sonni (18 March 1995). „Azerbaijan Coup Attempt Crushed Caucasus: Loyal forces storm a building and overcome mutinous police units, president reports“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-24. ციტირების თარიღი: 2009-08-15.
  2. „Azeri rights activist says 35 imprisoned special police unit members very sick“. BBC Archive. June 2, 2000. ციტირების თარიღი: 2009-08-15.