აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი
ნარიმან ნარიმანოვის სახელობის აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (აზერ. Azərbaycan Tibb Universiteti) — ნარიმან ნარიმანოვის სახელობის საჯარო სამედიცინო სასწავლებელი, რომელიც მდებარეობს ბაქოში, აზერბაიჯანში. თარგმანთან დაკავშირებული სირთულეების გამო, სკოლას ზოგჯერ მოიხსენიება როგორც: აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ან უბრალოდ სამედიცინო უნივერსიტეტი. სასაწავლებელი ნარიმან ნარიმანოვის სახელს ატარებს, რომელიც საბჭოთა კავშირში ცნობილი აზერბაიჯანელი მოღვაწეა. ის განსაკუთრებით ცნობილია, როგორც საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პარტიის თავმჯდომარე.
1930 წელს დაარსებული სკოლა დროთა განმავლობაში დაიხვეწა და გაიზარდა. სკოლაში 8000 სტუდენტი სწავლობს 74 აკადემიურ განყოფილებაში. მათი რიცხვი ფიზიკისა და მეცნიერების ფაკულტეტებზე 1000- ს კი აღწევს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 კლინიკა, საგანმანათლებლო-სტომატოლოგიური, ონკოლოგიური, სასწავლო-თერაპიული კლინიკა და სასწავლო-ქირურგიული განყოფილება.
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომზადება დაიწყო 1919 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პარლამენტის გადაწყვეტილებით, როდესაც ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. ის შედგებოდა ოთხი ფაკულტეტისაგან, მათ შორის სამედიცინო ფაკულტეტისაგანაც. მეორე მსოფლიო ომის დროს უნივერსიტეტმა 2082 ექიმი გადაამზადა.
1957 წლის 29 აპრილი ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განკარგულების თანახმად, ინსტიტუტს ეწოდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ექიმისა მწერლის ნარიმან ნარიმანოვის სახელი. სწორედ ამ დღის შემდეგ უნივერსიტეტის ყველა საქმიანობა სწორედ მის სახელს უკავშირდება. მომდევნო წლებში გაძლიერდა ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გაიხსნა ახალი განყოფილებები და კურსები. აშენდა ისტიტუტის მესამე კორპუსიც.
აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით იგი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით ჯანმრთელობის, სამედიცინო მეცნიერების განვითარებისა და სამედიცინო პერსონალის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.
2016 წლიდან უნივერსიტეტის რექტორი გარაი გარაიბეილია.[1] 2013 წლის მიწურულს უნივერსიტეტის ქირურგიული და გადასამზადებელი კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.[2]
საერთო საცხოვრებელი
რედაქტირებააზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს ექვსი საერთო საცხოვრებელი აქვს. ორი მათგანი ბიჭებისთვისაა, ორი გოგონებისთვის და დანარჩენი ორი საერთო საცხოვრებელი უცხოელ სტუდენტებზეა გათვლილი. საერთო საცხოვრებლები აღჭურვილია სამკითხველო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, ტელევიზორებით, რომლებსაც წვდომა აქვთ უცხოურ არხებზე. საერთო საცხოვრებლის შენობების თითოეულ სართულზე არის დასასვენებელი ოთახები და სტუდენტების ოთახები, ასევე სპეციალური შეხვედრების ოთახები. [3]
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებაუნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია.[4] 2017 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტმა და კოჩის უნივერსიტეტმა (თურქეთი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. [5] მემორანდუმის პუნქტების თანახმად უნივერსიტეტებს შორის მოეწყობა სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ahliman Amiraslanov,Azerbaijan Medical University , Azerbaijan International, Winter 1995 (3.4). Accessed on April 17, 2006.
- http://amu.edu.az/
- https://www.euroeducation.net/euro/az005.htm
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Official Website of the President of the Republic of Azerbaijan - DOCUMENTS" Orders Order of the President of the Republic of Azerbaijan on the appointment of GC Garaybeyli as Rector of the Azerbaijan Medical University " . www.president.az (Azerbaijani). April 11, 2016 .
- ↑ Официальный сайт президента Азербайджанской Республики - НОВОСТИ » Мероприятия. ru.president.az. ციტირების თარიღი: 2019-02-15
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-23. ციტირების თარიღი: 2020-10-02.
- ↑ Tüm Uyeler. kunib.com
- ↑ Подписан меморандум о сотрудничестве между университетами Азербайджана и Турции. azertag.az. ციტირების თარიღი: 2019-02-15