როდესაც ნიცშე ატირდა (რომანი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„როდესაც ნიცშე ატირდა“ — ირვინ დ. იალომის (სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, ეგზისტენციალისტი და ფსიქოთერაპევტი) 1992 წლის რომანი. წიგნში მოქმედება ძირითადად ვითარდება ვენაში, ავსტრიაში, 1882 წელს და მოგვითხრობს გამოგონილ შეხვედრას ექიმ იოზეფ ბროიერსა და გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშეს შორის. რომანი გახლავთ ერთგვარი მიმოხილვა ფილოსოფიისა და ფსიქოანალიზის ისტორიისა და მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულების ზოგიერთი მთავარი პიროვნების შესახებ და უტრიალებს თემას „ლიმერენცია“. წიგნის ქართულენოვანი თარგმანი 2024 წელს გამოსცა აზროვნების აკადემიის გამომცემლობამ.

ქართულენოვანი გამოცემა (აზროვნების აკადემიის გამომცემლობა)

ლუ სალომე, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფრიდრიხ ნიცშესთან, ექიმ ბროიერს სწერს წერილს: გერმანიის ფილოსოფიის მომავალი საფრთხეშია და ნიცშეს აუცილებლად სჭირდება დახმარება. თუმცა აქ არის ერთი დეტალი: ნიცშე არ დათანხმდება მკურნალობას. ასე რომ, ბროიერმა უნდა მოიფიქროს გზა, რათა ისე უმკურნალოს ნიცშეს, რომ იგი ვერც კი მიხვდეს. და აი, აქ იწყება თერაპიული შეხვედრების, ორმხრივი მკურნალობის, გრძელი და საინტერესო პერიოდი. მისი ახალგაზრდა მოსწავლის, ზიგმუნდ ფროიდის, რევოლუციური იდეების გავლენით, იოზეფ ბროიერი მიმართავს სახიფათო სტრატეგიას, რომელმაც, საბოლოოდ, საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზს. ნიცშესა და ბროიერის უჩვეულო ურთიერთობის წყალობით, ორივე მათგანი დაინახავს, თუ როგორ იცვლება მათი ცხოვრებისეული პერსპექტივა მთლიანად. რომანი ასევე გვიჩვენებს, როგორ მიიღო ფრიდრიხ ნიცშემ შთაგონება დაეწერა თავისი ცნობილი წიგნი, ესე იტყოდა ზარატუსტრა .

ცნობები ცნობილ პიროვნებებზე

რედაქტირება

იალომის წიგნი ფიქციაა, თუმცა შეიცავს ბევრ ცნობას ისტორიასა თუ ისტორიულ პიროვნებებზე: იოზეფ და მატილდა ბროიერები, ფრიდრიხ ნიცშე, ლუ სალომე, ზიგმუნდ ფროიდი, ბერტა პაპენჰაიმი, პოლ რეი, წიგნში ასევე მოხსენიებულია ფრანც ოვერბეკი და კომპოზიტორი რიჩარდ ვაგნერი.

ადაპტაციები

რედაქტირება

2007 წელს იალომის რომანის მიხედვით რეჟისორმა პინჩას პერიმ გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს არმანდ ასანტე, ბენ კროსი და კეტრინ ვინნიკი ასრულებენ.[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება