კათრინ უინიკი (ინგლ. Katheryn Winnick; დ. 17 დეკემბერი, 1977[1][2], ეტობიკოკი, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი. ცნობილი გახდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობისათვის, როგორებიცაა: „გასაოცარი“ (2008), „ძვლები“ (2010), „ვიკინგები“ (2013-2020), „ქურდობის ხელოვნება“ (2013) და „„ვუ“ ძალის მფლობელი მკვლელები“ (2019).

კათრინ უინიკი
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1977 (1977-12-17) (46 წლის)
ეტობიკოკი, ონტარიო, კანადა
ალმა-მატერი იორკის უნივერსიტეტი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

კათრინ უინიკი დაიბადა 1977 წლის 17 დეკემბერს ონტარიოს ქალაქ ეტობიკოკში, კანადაში. იგი წარმოშობით უკრაინელია და მისი პირველი ენაც სწორედ უკრაინული იყო. აღსანიშნავია, რომ მან ინგლისური ენის სწავლა მხოლოდ რვა წლის ასაკში დაიწყო[3][4]. მალევე მშობლებმა იგი საბრძოლო ხელოვნების კურსებზე შეიყვანეს და 13 წლის ასაკში მან თავისი პირველი შავი ქამარიც მოიპოვა[5]. 21 წლის ასაკში დაიწყო ტაეკვონდოს შესწავლაც[5]. ამის პარალელურად იგი ტორონტოში, იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა და კინოლოგის დიპლომიც აიღო[6].

კარიერა რედაქტირება

 
კათრინ უინიკი 2019 წელს

კათრინ უინიკის სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო. იგი ამ წელს ჯერ სერიალში „პარანორმალური ქრონიკები“ სიუზის ეპიზოდურ როლზე დაამტკიცეს, შემდეგ კი ასევე სერიალში „სტუდენტთა სხეულები“ ჰოლი ბენსონის როლზე, რომელსაც იგი 5 სერიის განმავლობაში ასრულებდა.

ამის შემდეგ იგი თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ის ფაქტორი“ (2002), „მამიკოს პატარა გოგონა“ (2002), „ორი კვირის შეცდომა“ (2002, ჰქონდა ტიფანის როლი), „რა იპოვა ალისამ“ (2003, ჰქონდა ჯულის როლი), „პირველი 50 პაემანი“ (2004, ასრულებს ახალგაზრდა ქალის როლს), „სატანის პატარა დამხმარე“ (2004, ასრულებს ჯენა ვულის როლს), „ჩვენი დრო ამოიწურა“ (2004, ასრულებს უეიფის როლს), „კიდევ მაკოცე“ (2006, ასრულებს ჩელისის როლს), „როცა ნიცშე ტიროდა“ (2007, ჰქონდა მთავარი, ლუ სალომეს როლი), „ცივი სულები“ (2009, ასრულებს სვეტას როლს), „ღამე და დღე“ (2010, ასრულებს ჯულის როლს) და ა.შ.

2005 წელს იგი სერიალში „ტრამპის აკრძალვები“ გამოდიოდა დონალდ ტრამპის პირველი ცოლის, ივანა ტრამპის როლში. ამის შემდეგ იგი რამდენიმე სერიალში გადაიღეს ეპიზოდურ როლში, რასაც მოჰყვა 2010 წელს ტელესერიალში „ძვლები“ მისი ჰანა ბარლის როლზე დამტკიცება. სერიალში მისი პერსონაჟი ერთ-ერთი მთავარი გმირის, აგენტი სილი ბუთის შეყვარებულია, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და მას ავღანეთში შეხვდა, როდესაც ბუთი ომში იყო. იგი სერიალში 2011 წლამდე აქტიურად გამოდიოდა და სულ 11 ეპიზოდში იქნა გადაღებული. ამას მოჰყვა 2013 წელს ისტორიულ ტელესერიალში „ვიკინგები“ ერთ-ერთ მთავარ, ლაგერტას როლზე დამტკიცება[5][7]. მას მთავარი გმირის, რაგნარ ლოდბროკის პირველი ცოლის როლი აქვს, რის გამოც ის სერიალის ყველა ეპიზოდში აქტიურად მონაწილეობდა. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე, ლაგერტას როლი კათრინისათვის განსაკუთრებული პოპულარობისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა. „ვიკინგების“ ბოლო სეზონი 2020 წელს გადაიღეს.

2019 წელს უინიკი სერიალში „„ვუ“ ძალის მფლობელი მკვლელები“ დაამტკიცეს მთავარ, კრისტინა გევინის როლზე[8]. ამას მოჰყვა 2020 წელს ტელესერიალში „დიდი ცა“ შესრულებული ჯენი ჰოიტის მთავარი როლი[9].

სქოლიო რედაქტირება

  1. Klystra, Carolyn (December 18, 2013). "The Forever Affair". Men's Health. Retrieved March 1, 2015.
  2. @Vikings (December 17, 2018). "Happy Birthday @KatherynWinnick! Kattegat wouldn't be the same without you. #Vikings"(Tweet). Retrieved August 1, 2019 – via Twitter.
  3. Lepage, Mark (September 2005). "Toro Woman". Toro: 13. Archived from the original on April 21, 2013. Retrieved March 4, 2013.
  4. Franklin, Sheila (February 5, 2009)."Katheryn Winnick Talks About Her Latest Movie 'Cold Souls' With Paul Giamatti And More" დაარქივებული 2016-05-20 საიტზე Wayback Machine. . Starpulsse. Retrieved March 1, 2015.
  5. 5.0 5.1 5.2 "Vikings – Katheryn Winnick Conference Call". SpoilerTV. March 1, 2013. Retrieved March 1, 2015.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2020-12-15.
  7. Kroll, Justin (June 28, 2012). "Fimmel, Winnick set sail on 'Vikings'". Variety. Retrieved September 10, 2016.
  8. Petski, Denise (July 20, 2018). "'Wu Assassins': Katheryn Winnick, Lewis Tan, Tommy Flanagan & Tzi Ma Join Netflix Martial Arts Drama". Deadline Hollywood. Retrieved September 3, 2018.
  9. Andreeva, Nellie (February 27, 2020). "Katheryn Winnick To Star In David E. Kelley's PI Drama Series 'The Big Sky' On ABC". Deadline Hollywood. Retrieved February 27, 2020.