რობერტ გუისკარი
რობერტ გუისკარი[1] (ფრანგ. Robert Guiscard; დ. დაახლ. 1020 (სხვა მონაცემებით 1015), ოტვილ-ლა-გიშარი, ნორმანდია — გ. 17 ივლისი, 1085, კ. კეფალონია, იონიის კ-ები) — იტალიაში შეჭრილ ნორმანთა ერთ-ერთი წინამძღოლი. ნორმანდიის წვრილი ფეოდალის ტანკრედ დ’ოტვილის ვაჟი.
რობერტ გუისკარი | |
---|---|
Robert Guiscard | |
რობერტ გუისკარი (მერი-ჟოზეფ ბლონდელის ნამუშევარი) | |
აპულიისა და კალაბრიის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1057 |
მმართ. დასასრული: | 1059 |
წინამორბედი: | ონფრუა დ’ოტვილი |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
აპულიისა და კალაბრიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1059 |
მმართ. დასასრული: | 1085 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | როჯერ I ბორსა |
სიცილიის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1059 |
მმართ. დასასრული: | 1071 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | როჯერ I |
ბენევენტოს მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1078 |
მმართ. დასასრული: | 1081 |
წინამორბედი: | პანდულფ IV |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1015 (ან 1020) |
დაბ. ადგილი: | ოტვილ-ლა-გიშარი, ნორმანდია |
გარდ. თარიღი: | 17 ივლისი, 1085 |
გარდ. ადგილი: | კეფალონია, იონიის კუნძულები |
მეუღლე: |
ალბერადა ბოუნალბერგო სიშელგაიტა |
შვილები: | ბოემონდ I, ემა, მატილდა, როჯერ I ბორსა, მაბილა, რობერტ სკალიო, გი, სიბილა, ოლიმპია |
დინასტია: | ოტვილის დინასტია |
მამა: | ტანკრედ დ’ოტვილი |
დედა: | ფრესენდა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ეროვნება: | ნორმანი |
ბრძოლები/ომები: | სამხრეთ იტალიის დაპყრობა ნორმანთა მიერ, დირაქიონის ბრძოლა |
დაახლოებით 1047 წელს თავის უფროსი ძმების მსგავსად ჩავიდა იტალიაში და ემსახურებოდა სხვადასხვა ლანგობარდ მმართველს. 1057 წელს აპულიის გრაფის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ძმა, მოახერხა კალაბრიისა და აპულიის ტერიტორიიდან ბიზანტიელთა გამოდევნა (1071 წელს დაიპყრო მათი უკანასკნელი საყრდენი სამხრეთ იტალიაში — ქალაქი ბარი). 1059 წელს რომის პაპმა ნიკოლოზ II-მ, რომელიც მოკავშირეს ეძებდა საღვთო რომის იმპერიისა და ბიზანტიის წინააღმდეგ, დააკანონა ნორმანთა დაპყრობები (როგორც უკვე განხორციელებული, ისე მომავალი) და რობერტი აპულიის, კალაბრიისა და სიცილიის ჰერცოგად გამოაცხადა. ბენევენტოს და სალერნოს დაპყრობამ, რომელთა სენიორები რომის პაპები იყვნენ, აიძულა გრიგოლ VII, რომ რობერტი ეკლესიიდან მოეკვეთა. თუმცა იმპერატორ ჰაინრიხ IV-სთან კონფლიქტის გამო რობერტთან მშვიდობის დამყარება და ყველა დაპყრობილი ტერიტორიის ლენის სახით ჩუქება მისთვის. 1081 წელს დურაცოსთან (დირაქიონთან) დაამარცხა ალექსი I კომნენოსის მებრძოლები; 1084 წელს რომში ჰაინრიხის მიერ ალყაშემორტყმულ გრიგოლ VII-ის დასახმარებლად გაემართა. რობერტ გუისკარის ბრძანებით რომი გაძარცვეს და დაწვეს. გარდაიცვალა ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობისათვის მზადების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Roberto il Guiscardo tra Europa, oriente e mezzogiorno. Galatina, 1990;
- Roberto il Guiscardo e il suo tempo. Bari, 1991;
- Роберт Гвискар // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 564.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 433.