რიჩარდ ბრაიტი
რიჩარდ ბრაიტი (ინგლ. Richard Bright; დ. 28 სექტემბერი, 1789 — გ. 16 დეკემბერი, 1858) — ინგლისელი ექიმი. მოღვაწეობდა ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში (Guy's Hospital). აღწერა ქრონიკული ნეფრიტი ( 1827 წელს ეწოდა ბრაიტის სნეულება). ერთმანეთისაგან განარხვავა გულის და თირკმლისმიერი წყალმანკი, შეისწავლა სიყვითლე პანკრეასის ანთების დროს და სხვა. ბრაიტის შრომებმა დიდი გავლენა იქონია თირკმლის დაავადებების შემდგომ შესწავლასა და კლასიფიცირებაზე.
რიჩარდ ბრაიტი ინგლ. Richard Bright | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1789 |
გარდაცვალების თარიღი | 16 დეკემბერი, 1858 |
პროფესია | ექიმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 504.