ელდარ რიაზანოვი
ელდარ ალექსანდრეს ძე რიაზანოვი (რუს. Эльда́р Алекса́ндрович Ряза́нов; დ. 18 ნოემბერი, 1927 — გ. 30 ნოემბერი, 2015) — საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი, სსრკ სახალხო არტისტი (1984).
ელდარ რიაზანოვი | |
---|---|
2008 წელს | |
დაბადების სახელი | ელდარ რიაზანოვი |
დაბადების თარიღი |
18 ნოემბერი, 1927 სამარა, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი | 30 ნოემბერი, 2015 (88 წლის) |
საქმიანობა |
კინორეჟისორი მსახიობი სცენარისტი ტელეწამყვანი თეატრალური პედაგოგი პოეტი |
აქტიური | 1950-2009 |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირება1950 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, შემდეგ — „მოსფილმში“. ძირითადად იღებდა კომედიებს. ამ ჟანრის პირველი ფილმია „საკარნავალო ღამე“ (1956). ავტორია მოთხრობებისა და სცენარებისა, რომელთა მიხედვით შექმნა ფილმები: „უფრთხილდი ავტომობილს“ (1966), „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში“ (1973). 1962 წელს შექმნა ჰეროიკული კომედია „ჰუსარული ბალადა“. სახელი მოიხვეჭა აგრეთვე ფილმებით: ბედის ირონია, ანუ გაამოთ (1975), „სამსახურებრივი რომანი“ (1977) „ავტოფარეხი“ (1979), „სადგური ორისთვის“ (1982), „სასტიკი რომანსი“ (1984), „აღთქმული ზეცა“ (1993). მისი ბოლო ნამუშევრებია: „საძინებლის გასაღები“ (2003) „ანდერსონი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“ (2006) „საკარნავალო ღამე 2 ან 50 წლის შემდეგ“ (2006) და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (რუსული)
- ელდარ რიაზანოვი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- რუსული მოყვარულთა გვერდი