ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რემსი ბოლტონი (ინგლ. Ramsay Bolton) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და აგრეთვე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია (2000) წელს გამოცემულ წიგნ „ხმლების ქარიშხალი“, „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა უელსელმა მსახიობმა იუენ რეონიმ.

რემსი სნოუ, მოგვიანებით ლორდი რემსი ბოლტონი, იყო ლორდ რუს ბოლტონის უკანონო შვილი და მისი მემკვიდრე. ხუთი მეფის ომის დროს ის იყო ჩრდილოეთის მეფის რობ სტარკის ერთგული, მან თავიდან აიღო ვინტერფელი მას შემდეგ რაც ის თეონ გრეიჯოიმ დაიპყრო, თუმცა მან ვინტერფელი გადაწვა როგორც მისი მამის გეგმის ნაწილი, რათა მოგვიანებით სტარკებისთვის ეღალატათ. მას შემდეგ რაც ვინტერფელი რკინით შობილებისგან დაიბრუნა, მან ტყვედ ჩაიგდო თეონ გრეიჯოი და დაიწყო მისი წამება რათა ფსიქოლოგიურად გაეტეხა და შეარქვა ზედმეტსახელი „მყრალა“. წითელ ქორწილში რობის მკვლელობის და ჩრდილოეთის არმიის განადგურების შემდეგ, ლანისტერების და მეფე ჯოფრი ბარათეონის ბრძანებით რემსის მისცეს მამის გვარი და გახდა მისი მემკვიდრე. პიტერ ბეილიშის დიპლომატიურობის საშუალებით ის დაქორწინდა სანსა სტარკზე, რომელიც თეონ გრეიჯოისთან ერთად გაიქცა ვინტერფელიდან. სანსას გაქცევის შემდეგ, რემსიმ მამა, მისი ცოლი და ახალშობილი ძმა მოკლა რის შემდეგაც გახდა ჩრდილოეთის მცველი და ვინტერფელის ლორდი. რემსი ცოტახნით მართავდა ვინტერფელს მანამ სანამ ჯონ სნოუ თავის არმიასთან ერთად ვინტერფელს უკან არ დაიბრუნებდა და არ აღადგენდა სტარკთა მართველობას ჩრდილოეთში. რემსი სანსა სტრაკის ბრძანებით თავისივე ძაღლებმა შეჭამეს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

რემსი სნოუ არის ლორდი რუს ბოლტონის უკანონო ვაჟი, რომელიც გაუპატიურების შედეგად გაჩნდა. წლების წინ, რუსმა აღმოაჩინა რომ მეწისქვილე მისი ნებართვის გარეშე დაქორწინდა. მან მეწისქვილე აწამა და ჩამოახრჩო იმ ხეზე რომლის ქვეშაც მისი ცოლი გააუპატიურა. მოგვიანებით გოგომ ბავშვი რუს თავის სასახლეში მიუყვანა, ის აპირებდა ჩვილის მოკვლას თუმცა მიხვდა რომ ეს ნამდვილად მისი შვილი იყო.

რემსი რუსის ერთადერთი ვაჟი იყო და შესაბამისად მისი მემკვიდრე, მანამ სანამ რუსის ცოლმა მსუქანმა ვალდა ფრეიმ არ გაუჩინა ვაჟი. რემსი დრეტფორდის კასტელანად დარჩა როდესაც რუსი სომრად წავიდა ხუთი მეფის ომში.

მას ჰყავდა ძაღლების ხროვა რომელსაც სანადიროდ იყენებდა. რემსი აპირებდა გლეხის შვილზე დაქორწინებას მანამ სანამ სანსა სტარკზე არ დანიშნეს.

გარეგნობა

რედაქტირება

რემსის აღწერენ, როგორც მახინჯს და ხორციანს, დახრილი და მსხვილფეხა ტანით, ვინც მოგვიანებით მსუქანი გახდა. მისი კანი ლაქებიანი და ვარდისფერია, გრძელი, მტვრევადი შავი თმით. მისი ორი ყველაზე გამორჩეული თვისებაა მისი თვალები - პატარა და ახლოს ჩასმული, ფერმკრთალი და ყინულოვანი, როგორც მამამისი რუსი - და მისი პირი, რომელიც შედგება ორი ხორციანი, ფართო ტუჩისგან, რომლებიც ქმნიან "ჭიის" ღიმილს. ჯავშანი, რომელსაც ის ატარებს ბრძოლაში, არის წითელი და შავი, წააგავს გახეხილ კაცს, რომელიც პირს ხსნის ყვირილისთვის. ის ატარებს ყვითელი ძვლისგან შეკერილ დანას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რემსი_ბოლტონი“-დან