ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეონ გრეიჯოი (ინგლ. Theon Greyjoy) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ალფი ალენიმ.

თეონ გრეჯოი იყო, რკინის კუნძულების მეფის ბეილონ გრეიჯოის უმცროსი ვაჟი, თეონს არის როდრიკ, მარონ და იარა გრეიჯოიების უმცროსი ძმა.

როდესაც ბეილონ გრეიჯოი აჯანყებაში დამარცხდა, ლორდმა ნედ სტარკმა, 8 წლის თეონი მძევლდა წაიყვანა ვინტერფელში და აღზარდა. მას შემდეგ რაც ნედ სტარკი დედაქალაქში სიკვიდილით დასაჯეს, მან ერთგულება შეჰფიცა ნედის უფროს ვაჟს, მეფე რობ სტარკს, თეონი მის გვერდით 5 მეფის ომში იბრძოდა, თუმცა, მან მოგვიანებით რობს უღალატა და ბეილონ გრეიჯოისთან ერთად ჩრდილოეთი დაიპყრო. თეონმა რობის ძმებისგან ვინტერფელის ციხესამაგრე დაიპყრო, საბოლოოდ მისმა ჯარისკაცებმა უღალატეს და ციხესიმაგრე ვერ შეინარჩუნა. თეონი შეიპყრეს ბოლტონებმა, მას როგორც მონას ისე ეპყრობოდნენ და გამუდმებით აწამებდნენ, თუმცა, თეონმა შეძლო ვინტერფელიდან სანსა სტარკთან ერთად გაქცევა და სანსა თავის ნახევარძმას ჯონ სნოუს მიუყვანა. მოგვიანებით ჯონ სნოუმ და სანსა სტარკმა შეძლეს ვინტერფელის დაბრუნება და ბოლტონების განადგურება.

სანსას გათავისუფლების შემდეგ, თეონი ნელა-ნელა უბრუნდებოდა თავის თავს, იგი დაბრუნდა რკინის კუნძულებზე, სადაც გაიგებს თავისი მამის სიკვდილის შესახებ, რომელიც მისმა ბიძამ იურონ გრეიჯოიმ ჩაიდინა. იურონი რკინის კუნძულების მეფედ აირჩიეს კინგსმუტის მეშვეობით. შურისძიების მიზნით თეონი თავის დასთან ერთად გაიქცა მირინში, რადგან დაემყარებინა ალიანსი დეინერის ტარგარიენთან, სადაც მოკავშირეებმა ალიანსი გააერთიანეს. როდესაც თეონმა იარა მიატოვა ბრძოლისას და იურონმა ტყვედ ჩაიგდო, თეონმა დრაგონსტოუნზე რკინითშობილები შეკრიბა და იარა გაათავისუფლა. სანამ იარა რკინის კუძულებს დაიბრუნებდა, თეონი ჩრდილოეთში გაემართა რკინითშობილების რაზმთან ერთად, რათა დაემარცხებინა მკვდრების არმია. თეონი ვინტერფელის ბრძოლაში ბრან სტარკის დაცვისას დაიღუპა, რითაც თავისი დანაშაული გამოისყიდა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეონი ლორდ ბეილონისა და ლედი ალანის გრეიჯოის უმცროსი ვაჟი იყო. ბეილონი არის გრეიჯოის სახლი და რკინის კუნძულების მბრძანებელი. რკინის კუნძულები არის შვიდი სამეფოს ერთ-ერთი შემადგენელი რეგიონი და გრეიჯოები ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი საგვარეულოა. გრეიჯოები რკინის კუნძულებს კუნძულ პაიკიდან მართავენ, სადაც მათი სასახლე არის.

თეონი დაიბადა პაიკში. ის ბეილონისა და ალანისის მეოთხე შვილია როდრიკის, მარონისა და იარას შემდეგ. სერიალის დაწყებამდე რვა წლით ადრე ბეილონი აჯანყდა რკინის ტახტის წინააღმდეგ. რკინითშობილები გაანადგურეს ომში, რომელსაც მეთაურობდნენ მეფე რობერტ ბარათეონი და ლორდ ედარდ სტარკი. თეონის ძმები დაიღუპნენ ბრძოლაში. ბეილონი დანებდა და უფლება მისცეს დარჩენილიყო რკინის კუნძულების მბრძანებელი იმ პირობით, რომ თეონი დარჩებოდა ედდარ სტარკის მძევლად და ემსახურებოდა მცველად. თეონის და იარა დარჩა რკინის კუნძულებზე. უინტერფელში მძევლის სტატუსის მიუხედავად, თეონს კარგად ექცეოდნენ სტარკები სასდაც მან შეიძინა საუკეთესო მეგობარი რობ სტარკი და მეტოქეობა ჩამოუყალიბდა ჯონ სნოუსთან. თეონი გამოცდილი მშვილდოსანია. მისი თავხედური ქედმაღლობა და კავალერიული ქმედებები ეწინააღმდეგება ჩრდილოეთის ურყევ გზებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეონ_გრეიჯოი“-დან