რეინოლდსის რიცხვი

რეინოლდსის რიცხვი (აღნიშვნა: ) — ბლანტი სითხეებისა და აირების ნაკადების მსგავსების ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც ახასიათებს ნაკადში მოქმედი ინერციის ძალებისა და სიბლანტის (ხახუნის) ძალების თანაფარდობას:

.

სადაც:

ასეთი უგანზომილებო რიცხვი პირველად განხილული იქნა ჯორჯ სტოქსის მიერ 1851 წელს, მაგრამ ის ატარებს ოსბორნ რეინოლდსის სახელს, რომელმაც მოახდინა მისი პოპულარიზაცია 1883 წელს.

რეინოლდსის რიცხვზეა დამოკიდებული აგრეთვე სითხის დინების რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს კრიზისული რეინოლდსის რიცხვი (). როცა , სითხის დინება ლამინარულია, ხოლო როცა — დინება ტურბულენტურია. -ის რიცხვითი მნიშვნელობა დამოკიდებულია დინების სახეობაზე. მაგალითად მრგვალ ცილინდრულ მილში ბლანტი სითხის ან აირის დინებისათვის .

რეინოლდსის რიცხვი შეიძლება განმარტებული იქნას სხვადასხვა სიტუაციებისთვის, როდესაც დაიმზირება სითხის მოძრაობა გარკვეული მყარი კედლის მიმართ. ასეთი განმარტება როგორც წესი მოიცავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სითხის სიმკვრივე და სიბლანტე, და სითხის მოძრაობის მახასიათებელი სიგრძე/ზომა. ეს ზომა გარკვეული შეთანხმების საგანია, მაგალითად წრიული ან სფერული მოძრაობის შემთხვევაში, ასეთ ზომად შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც რადიუსი, ასევე დიამეტრი. თვითმფრინავის ან გემის შემთხვევაში ასეთ მახასიათებელ ზომად შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ობიექტის სიგრძე, ასევე სიგანე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება