რევანდი
რევანდი (ლათ. Rheum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ძლიერი ფესურა და მსხვილი ფესვები აქვს. ძირის ფოთოლი დიდი, მთლიანი ან დანაკვთული. ყუნწი — ხორციანი, წვნიანი; ღერო მთლიანი ან ღრუა, შიშველი ან ბუსუსებიანი; ყვავილი ორსქესიანია, ზოგჯერ მხოლოდ მამრობოთი. ნაყოფი სამწახნაგოვანი, ყავისფერფრთიანი თესლურაა.
რევანდი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Rheum rhabarbarum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rheum | ||||||||||||
|
სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩრდილოეთი მონღოლეთი, ალთაი და ციმბირი. ცნობილია 30-მდე (სხვა მონაცემებით 49) სახეობა. ზოგი სახეობა კულტურაშია, როგორც ბოსტნეული, სამკურნალო და მთრიმლავი მცენარე.
კულტურაში ცნობილია ტალღისებრი რევანდი (ლათ. Rheum undulatum), კომპაქტური რევანდი (ლათ. Rheum compactum) და შავი ზღვის რევანდი (ლათ. Rheum rhaponticum). რევანდი კარგად უძლებს გაზაფხულის სუსხს 10°-მდე, ხარობს ნოყიერ და ზომიერად ტენიან ნიადაგზე.
საჭმელად იყენებენ რევანდის ფოთლის ყუნწს, რომელშიაც 2,5% შაქარი, 3,5%-მდე ორგანული მჟავები, გარდა ამისა კალიუმის, კალციუმისა სხვა მარილებია. ამზადებენ კომპოტს, კისელს, მურაბას, ღვინოს და სხვას. ზოგიერთი რევანდის ფესვისაგან დამზადებულ პრეპარატს ხმარობენ მედიცინაში. რევანდი მრავლდება თესლით, ჩითილით, ფესურის დაყოფით. მოსავალს იღებენ დარგვიდან მეორე წელს — 50-80 ც/ჰა, ხოლო მე-6 და მე-7 წელს — 250-300 ც/ჰა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქვანაია ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 330.