რევაზ ხოფერია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|რევაზ ხოფერია}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
რევაზ მიხეილის ძე ხოფერია (დ. 14 მაისი, 1931, ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი ― გ. 25 აგვისტო, 1993, თბილისი, საქართველო) — ქართველი გამომგონებელი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
რევაზ ხოფერია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1931 ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
25 აგვისტო, 1993 (62 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრ კავშირი, საქართველო |
განათლება | ინჟინერ-ტექნოლოგი |
ალმა-მატერი | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
საქმიანობა | ინჟინერ-ტექნოლოგი, გამომგონებელი, პარტიული და სამეურნეო მუშაკი, მეწარმე |
აქტიური | 1956–1993 |
ორგანიზაცია | ცხაკაიის აღმასკომის თავმჯდომარე, ცხაკაიის რაიკომის პირველი მდივანი, სამრეწველო გაერთიანება „საქართველოს ჩაის“ მმართველი, მრავალდარგოვანი საწარმო „არქეოპოლისის“ დირექტორი |
ცნობილია როგორც | ინჟინერ-ტექნოლოგი, მეცნიერი, გამომგონებელი, პარტიული და სამეურნეო მუშაკი, მეწარმე |
წოდება | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი |
პარტია | კომპარტია |
მშობლები |
მამა: მიხეილ ხოფერია დედა: ტატიანა ლაკერბაია |
ბიოგრაფია
რედაქტირებარევაზ ხოფერია ემსახურებოდა საქართველოში ჩაის გადამუშავების დარგის განვითარებას. თავისი შრომითი საქმიანობის პირველი პერიოდი (1956–1973) მან დაუთმო ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებში პრაქტიკულ მუშაობას, ფაბრიკის რიგითი ცვლის უფროსიდან ტრესტის „საქართველოს ჩაი“ (საკავშირო-რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანება „საქართველოს ჩაი“) მმართველის თანამდებობამდე. შემდგომი პერიოდი, 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, მიუძღვნა სამეცნიერო-საგამომგონებლო მოღვაწეობას, ჩაის გადამუშავების ახალი ტექნოლოგიური სქემების, შესაბამისი მანქანა-დანადგარების შემუშავება-შექმნის და წარმოებაში დანერგვის მიმართულებით.
რევაზ ხოფერიამ 1956 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიიის ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.
1956 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ზუგდიდის ჩაის ფაბრიკაში ცვლის უფროსად. მოკლე ხანში დაწინაურდა იმავე ფაბრიკის მთავარი ტენოლოგის, შემდგომ კი ფაბრიკის დირექტორის თანამდებობამდე.
1965 წლამდე, სხვადასხვა დროს, მუშაობდა ჩხოროწყუს, ხაბუმეს და ცხაკაიის ჩაის ფაბრიკების დირექტორად.
1965 წლიდან 1969 წლამდე იკავებდა ცხაკაიის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
1970–1971 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცხაკაიის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი.
1971–1973 წლებში მუშაობდა ტრესტის „საქართველოს ჩაი“ (რესპუბლიკური სახელმწიფო-სამრეწველო გაერთიანება „საქართველოს ჩაი“) მმართველად.
1974 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა თბილისის სასურსათო მანქანათმშენებლობის სათაო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს აღჭურვილობის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელად.
1979–1983 წლებში ხელმძღვანელობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნირო-საწარმოო გაერთიანების ზუგდიდის ჩაის წარმოების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას.
1985 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის სუბტროპიკული კულტურების წარმოებისა და ჩაის გადამუშავების მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსად.
1990–1993 წლებში იყო მრავალდარგოვანი საწარმოს „არქეოპოლისი“ დირექტორი.
იმავდროულად, 1989 წლიდან იყო გადამამუშავებელი დარგების და სავაჭრო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის გადამამუშავებელი დარგების ინტენსიური ტექნოლოგიების კათედრის გამგე.
1972 წელს რევაზ ხოფერიამ დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „საქართველოს ზოგიერთი ჩრდილო-დასავლეთ რაიონის ჩაის ნედლეულის გამოკვლევა და შავი ჩაის წარმოების რაციონალური ტექნოლოგიური სქემის შემუშავება“[1] და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.[2]
1983 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო წოდება სპეციალობით „ჩაის, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ტექნოლოგია“
1984 წელს რევაზ ხოფერიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წვრილი შავი ჩაის ნაკადური წარმოების ტექნოლოგიური საფუძვლები“[3] და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.[4]
1990 წლის 26 ივლისს სახალხო განათლების საკავშირო სახელმწიფო კომიტეტის მიერ (გადაწყვეტილება №395/პ) მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
სამეცნიერო ნაშრომები
რედაქტირებარევაზ ხოფერიას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და სახელმძღვანელოები. რევაზ ხოფერია იყო 30-ზე მეტი გამოგონების[5] და 100-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელთა წარმოებაში დანერგვას თან ახლდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი.
რევაზ ხოფერია დაჯილდოებული იყო შრომის ვეტერანის, საუკეთესო გამომგონებლის და სახალხო მეურნეობის მიღწევების საკავშირო გამოფენის ოქროს და ვერცხლის მედლებით. მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო მადლობა და ჯილდო.
რევაზ ხოფერიას სახელობის პროფესიული ჯილდო
რედაქტირება2024 წლის 8 ივნისს ზუგდიდში აღინიშნა პროფ. რევაზ ხოფერიას თაოსნობით დაარსებული ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ზუგდიდის ჩაის წარმოების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დაარსებიდან 45 წლისთავი, რომელიც მიეძღვნა მის ხსოვნას.
ამ ღონისძიებაზე დაწესდა პროფ. რევაზ ხოფერიას სახელობის პროფესიული ჯილდო და ფულადი პრემია ინჟინერ-ტექნოლოგებისათვის ჩაის საუკეთესო პროდუქტის წარმოებისათვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- წვრილი შავი ჩაის წარმოების ტექნოლოგიის პრაქტიკული სახელმძღვანელო, სოხუმი.: გამ-ბა „ალაშარა“, 1980. — 38 გვ.[6]
- უმაღლესი ხარისხის შავი ჩაის წარმოების ტექნოლოგიის სამეცნიერო საფუძვლები, თბ.: გამ-ბა „მეცნიერება“, 1982. — 41 გვ.
- ჩაის წარმოების ტექნოლოგია: თანამედროვე სქემები და მოწყობილობა, მოსკოვი.: გამ-ბა „აგროპრომიზდატი“, 1988. — 158 გვ.
- ჩაის წარმოების თანამედროვე მეთოდები და აღჭურვილობა. სახელმძღვანელო, მოსკოვი.: საკ. ინ-ტის გამ-ბა, 1989. — 132 გვ.
- ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია, თბ.: გამ-ბა „საქართველო“, 1992. — 168 გვ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სოხუმი.
- ↑ „საქ. ზოგიერთი ჩრდ.-დას. რაიონის ჩაის ნედლეულის გამოკვლევა და შავი ჩაის წარმოების რაციონალური ტექნოლოგიური სქემის შემუშავება“.
- ↑ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სოხუმი.
- ↑ „წვრილი შავი ჩაის ნაკადური წარმოების ტექნოლოგიური საფუძვლები“.
- ↑ რევაზ ხოფერიას გამოგონებები და რაციონალიზატორული წინადადებები.
- ↑ თანაავტორი რევაზ ჯინჯოლიასთან და თემურ რევიშვილთან ერთად.