მთავარი მენიუს გახსნა

ეს სტატია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ ისტორიის შესახებაა. კლუბის გადახედვისთვის, ნახეთ „რეალი“

პირველი ეტაპი 1900-1910რედაქტირება

1847 წლის დასაწყისში "libre de ensenanza"-ს სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი რომელსაც "sky football club" უწოდეს. ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი. სტატიის ავტორია პაკო, სტატია გადმოითარგმნა რეალმადრიდ.ჯისთვის, თუ ითხოვთ საავტორო უფლებების დაცვას თავადაც გააკონტროლეთ ეს :) არაოფიციალურად ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ "მადრიდს" წვრთნიდა ხულიან პალასიოსი. ეს გუნდი სულ 50 კაცისგან შედგებოდა. პირველი მოედანი, სადაც "მადრიდი" თამაშობდა მდებარეობდა "velazquez" ქუჩაზე. ხოლო მეორე მოედანი სადაც ისინი გადავიდნენ მდებარეობდა კორიდის მოედნის გვერდით. ამ მოედანზე ხშირად იმყოფებოდა დედოფალი მარია კრისტინა. კლუბი იჯარაში იხდიდა 150 პესეტს წელიწადში, ფეხბურთელებს იმის გამო, რომ გასახდელი არ ჰქონდათ, ფორმების ჩაცმა საპირფარეშოში უწევდათ.

1902 წლის 6 მარტს გუნდის მესვეურების მორიგი შეკრებისას ოფიციალურად შეიქმნა ”საფეხბურთო კლუბი მადრიდი”. 18 აპრილს გუნდის საბჭომ შეიმუშავა კლუბის წესდება რომელიც 3 თავისა და 22 მუხლისგან შედგებოდა. 1902 წლის 22 აპრილს პროვენციის გუბერნატორმა ხოსე სანჩეს გუერამ თანხმობა მისცა საბჭოს გუნდის შექმნაზე. ალფონსო XIII-ის ტახტზე ასვლის პატივსაცემად 1902 წლის მაისში, მადრიდის სტადიონ "იპოდრომზე", ლუიზა ბერმენილოს ინიციატივით, რომელიც მუშაობდა სამეფო ოჯახში, გაიმართა პირველი ესპანეთის ჩემპიონატი. ამ ტურნირს ორგანიზაცია ქალაქის თავმა და მოსამართე ალბერტო აგილერამ გაუკეთა. მან პრიზად დააწესა ვერცხლის თასი. ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდნენ: "მადრიდი", "ბარსელონა", "ესპანიოლი", "ბასკეთის ნაკრები" (მომავალი ბილბაოს "ატლეტიკი") და მადრიდული "new football club", რომელიც ძირითადად იმ ფეხბურთელებისაგან შედგებოდა რომლებიც "მადრიდის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ. გამარჯვებული გახდა "ბასკეთის ნაკრები" რომელმაც ფინალში "ბარსელონას" სძლია 2-1.

ამ ტურნირში პირველად გაიმართა "მადრიდი" - "ბარსელონას" შეხვედრა. მაშინ ბარსელონამ გაიმარჯვა ანგარიშით 3-1. ეს გამარჯვება ბარსელონას შემადგენლობაში მოთამაშე 6 უცხოელის დამსახურება იყო. გოლი "მადრიდის" შემადგენლობაში ჯონსონის ანგარიშზეა, რომელმაც შეამცირა ანგარიშში სხვაობა 2-1-ამდე, ამის შემდეგ კი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პალასიოსმა, ბოლოს კატალონიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მეორე ნახევარფინალში "ბასკეთის ნაკრებმა" გაანადგურა "new football club"-ი ანგარიშით 8-1. "მადრიდმა" დაიკავა მესამე ადგილი, მოუგო რა "ესპანიოლს" 3-1. საინტერესო ფაქტია ის, რომ "მადრიდის" პრეზიდენტი მსაჯობდა გადამწყვეტ მატჩს "ბასკეთის ნაკრებსა" და "ბარსელონას" შორის.

ალფონსო ალბინეზ ჯორდანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც გადავიდა "ბარსელონიდან" "მადრიდში". 1902 წლის 23 მაისს გაზეთებმა დაადასტურეს ეს ტრანსფერი შემდეგი სიტყვებით: "ჩვენთვის ცნობოლი გახდა, რომ მისტერ ალბინეზი, რომელიც იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი, შეუერთდა "საფეხბურთო კლუბ მადრიდს". "მადრიდი" მიწვეული იქნა "el escorial"-ის აღსანიშნავ ტურნირზე. პროგრამის ნაწილი იყო შეხვედრა "მადრიდსა" და "მონკლოას" შორის. 1902 წლის 11 აგვისტოს მონასტერის წინ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 6-5 "მადრიდის" სასარგებლოდ. გამარჯვებული დააჯილდოვეს ორი კერამიკული თასით, რომელიც არის კლუბის პირველი მოპოვებული ჯილდო.

კარლოს პადროსი, "მადრიდის" პრეზიდენტი 1904-1908 წლებში, იყო ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ასევე "მადრიდის" ჩემპიონატის ორგანიზატორი და "federation internatinale de football association"-ის (ფიფა) წევრი 1904 წელს.

როგორც საფეხბურთო კლუბ "მადრიდის" პრეზიდენტი, კარლოს პადროსი გრძნობდა ქალაქ "მადრიდის" ჩემპიონატის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რომელიც პირველად 1904-1905 წლებში შედგა. ეს ტურნირი სულ 9-ჯერ ჩატარდა და "საფეხბურთო კლუბ მადრიდმა" იგი 5-ჯერ მოიგო.

1905 წლის 18 აპრილს მადრიდის სტადიონ "რეტორზე" თასის ფინალში "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" შეხვდა თასის ორგზის მფლობელ "ბილბაოს ატლეტიკს". ერთადერთი გოლი მატჩის 70-ე წუთზე პრასტომ გაიტანა. ამ გამარჯვებით "თეთრებმა" მოიგეს პირველი ოფიციალური ტიტული.

"ბლანკოსმა" გაუკეთა ორგანიზება ამხანაგურ შეხვედრას ფრანგულ "გალთან", საფრანგეთის პრეზიდენტის მადრიდში ვიზიტის აღსანიშნავად. მატჩი შედგა 1905 წლის 23 ოქტომბერს და იგი 1-1 დასრულდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელიც ქალაქ მადრიდში გაიმართა.

ესპანეთის ჩემპიონატი "საფეხბურთო კლუბ მადრიდმა" ზედიზედ 4-ჯერ მოიგო (1905, 1906, 1907, 1908 წლებში). ისინი ოთხი წლის განმავლობაში იდგნენ ესპანური ფეხბურთის მწვერვალზე.

1909 წლის 4 იანვარს შეიკრიბნენ ესპანური კლუბების წარმომადგენლები და ჩამოაყალიბეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია. "მადრიდის" პრეზიდენტ ალფონსო მელენდესმა მოაწერა ხელი მის ჩამოყალიბებას. 1909 წლის 11 ნოემბერს ქალაქ მადრიდში, ოფიციალურად გაფორმდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შექმნა. ხოსე ანხელ ბერაონდო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს იმ წარმატებაში, რასაც "მადრიდმა" 1905-1908 წლებში მიაღწია. ის იყო ერთდროულად, მოთამაშე, ვიცე-პრეზიდენტი და დროებითი პრეზიდენტიც კი. 1909 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ სან სებასტიანში და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი "რეალ სოსიედადი".

1910 წელს "ბლანკოსმა" დატოვა პრიმიტიული მოედანი, რომელიც "barllring"-ის მოედანზე მდებარეობდა, რათა გადასულიყვნენ "o’donnell"-ის მოედანზე, რომელიც მდებარეობდა "narvaez, o’donnell", "duque de sesto" და "fernan gonzalez"-ის ქუჩებს შორის. "მადრიდი" იჯარაში იხდიდა 1000 პესეტს (6 ევრო) თვეში. მოედანი იყო 115 მეტრი სიგრძის და 85 მეტრი სიგანის. ორი წლის შემდეგ, 1912 წელს კლუბმა მოედანს მესერი შემოავლო. ამ დროს შეიქმნა კლუბის პირველი ემბლემა, რომელიც გუნდს ჰქონდა 1931 წლამდე.

მეორე ეტაპი 1911-1920რედაქტირება

ანტონი, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ შეუერთდნენ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" XX საუკუნის დასაწყისში და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში. ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი: ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისათვის: მოთამაშე, დელეგატი, დირექტორი, უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი. სანტიაგო ბერნაბეუს ჰქონდა დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ეს იყო ამხანაგური მატჩი ინგლისურ სპორტულ კლუბთან. მატჩი შედგა "pradera del corregior"-ის მოედანზე, მდინარე კანზარესის პირას. მადრიდულმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1, ბერნაბეუ თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველად, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

ადოლფო მელენდესი, რომელიც ორჯერ, 1908-1910 და 1913-1916 წლებში იყო რეალის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა შეხვედრას მადრიდში, რომლის დროსაც შეიქმნა "madrilenian F A". მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც უნდა ჩატარებულიყო ქალაქ მადრიდის ჩემპიონატი და გამარჯვებულს უნდა ეთამაშა ესპანეთის ჩემპიონატში.

1912 წლის 31 ოქტომბერს შედგა სტადიონ "o’donell"-ის გახსნა. იმ მოხალისეებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ სტადიონის მშენებლობაზე, იყვნენ ძმები სანტიაგო და მარსელო ბერნაბეუები. მათ გაწეული სამუშაოსათვის არ აუღიათ არც ერთი პესეტი. სტადიონს ჰქონდა ხის ტრიბუნები, რომელიც 200 მაყურებელს იტევდა. მშენებლობაზე დაიხარჯა 13 000 პესეტი. მოედნის გახსნაზე შედგა მატჩი ირანის "სპორტინგთან" და იგი 0-0 დასრულდა.

ქალაქის რეგიონალური ჩემპიონატი ყოველთვის დაკავშირებული იქნება მადრიდის "რეალის" ისტორიასთან. მადრიდელებმა 18 ჩატარებული ტურნირიდან 12-ში იმარჯვეს. 1916 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალი "მადრიდი" - "ბარსელონას" შორის ჩამოყალიბდა სამუდამო დაპირისპირებად. იმის გამო, რომ მაშინ დამატებითი დრო არ არსებობდა, გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 4 მატჩის ჩატარება დასჭირდათ. პირევლი მატჩი ბარსელონამ მოიგო 2-1, მაგრამ მეორე თამაშში მადრიდელებმა ღისეული რევანში აიღეს და გაანადგურეს კატალონიელები 4-1. მე-4 თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს საერთო ანგარიში იყო 6-6. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილმა ბარსელონელმა "romperego" პაულინიო ალკანტარამ გახსნა ანგარიში, შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. მეორე ტაიმში მადრიდელებს გაეხსნათ არავინ იცის მერამდენე სუნთქვა და გაიტანეს 4 გოლი, რასაც კატალონიელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.

ასეთი მარათონის შემდეგ (ერთ კვირაში 4 მატჩი) მადრიდელები ფეხზე ძლივს იდგნენ და მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ ტრავმებს. ამის გამო ისინი ფინალში "ბილბაოს ატლეტიკთან" დამარცხდნენ 4-0.

"ბარსელონასთან" ნახევარფინალის ბოლო მატჩის დროს, კატალონიელებმა 7 წუთით ადრე დატოვეს მოედანი, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ "თეთრებმა" მე-4 გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. ფინალის დროს, რომელიც ბარსელონაში იმართებოდა, ესპანეთის გვარდია იცავდა გასახდელისკენ მიმავალ მადრიდელებს, მოგვიანებით კი მათი ავტობუსი და სასტუმრო სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებულნი გახდა კატალონიელების მიერ ნასროლი ქვების მსხვერპლი. ასე დაიწყო "საომარი მოქმედებები" ამ ორ კლუბს შორის. 1920 წლის 20 ივნისს კლუბმა მიიღო ჯილდო მისი უდიდებულესობა ალფონსო XIII-საგან, რომელმაც "მადრიდს" უბოძა ტიტული "სამეფო", რომელიც ესპანურად ჟღერს როგორც "რეალ". გუნდის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდა მეფის ამ გადაწყვეტილების შესრულებას, რომელმაც იურიდიულად შეუცვალა კლუბს სახელი. 1920 წელს "მადრიდის რეალი" გაემგზავრა თავის პირველ ტურნეში, მათ უნდა გაემართათ 5 მატჩი იტალიაში. ეს ტურნე ორგანიზებული იყო ნატალიო რივასის მიერ, რომელიც "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და "მადრიდის" ფეხბურთელი იყო. ამ ტურნეს ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო და ამიტომ ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ ესადილათ ყველაზე იაფ რესტორანში, რომელსაც კი ნახავდნენ.

მესამე ეტაპი 1921-1930რედაქტირება

1920-1921 წლების სეზონის დასაწყისში პირველად 1912 წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დატოვა კლუბი და შეუერთდა მადრიდის "ატლეტიკოს". 1921 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ბერნაბეუს თხოვნა. მას უნდოდა ეთამაშა ესპანეთის თასის ნახევარფინალში. ფედერაციამ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ იყო გასული ერთი წელი მისი "მადრიდიდან" წასვლის შემდეგ.

დღევანდელ დღეს მიჩვეულები ვართ იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელის გარდაცვალების გამო, გუნდები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოდიან. "მადრიდი" იყო პირველი გუნდი, რომელმაც ზუსტად ამ მიზნით გაიკეთა შავი სამკლაური თამაშის დროს. ეს მოხდა 1922 წლის 5 მარტს თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან", ამის მიზეზი იყო მადრიდისტა სოტერო არანგურენისა და "ბილბაოს" ფეხბურთელის, რაფაელ მორენოს გარდაცვალება.

მას შემდეგ, რაც სანტიაგო ბერნაბეუ რამდენიმეჯერ გამოიძახეს ნაკრებში, მისი დებიუტი შეიძლებოდა შემდგარიყო ლისაბონში პორტუგალიასთან დაპირისპირებისას 1922 წლის 17 დეკემბერს. ის მზად იყო სათამაშოდ, მაგრამ მწვრთნელმა ხულიან რუნტემ არ მისცა ამის საშუალება. - მე ვიყავი გაკვირვებული, როდესაც ისინი მიძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ კიდევ უფრო მიკვირდა ის, რომ არ მათამაშებდნენ, - აცხადებდა სანტიაგო ბერნაბეუ. მის მაგივრად ლისაბონში დებიუტი ჰქონდა ასევე "რეალის" ფეხბურთელ მონხარიდონს. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი პორტუგალიელებთან (2-1), შემდეგ თამაშში ფრანგების წინააღმდეგ კი დუბლით გამოიჩინა თავი (3-0).

1923 წელს "მადრიდი" იძულებული გახდა, დაეტოვებინა "o’donell"-ის სტადიონი, რადგან საჭირო იყო უფრო დიდი ტევადობის მოედანი, ამიტომ გუნდი გადავიდა "სიუდად ლინეალის" მოედანზე, სადაც მათ პირველად ითამაშეს ბალახის საფარიან მოედანზე. ეს სტადიონი მდებარეობდა მადრიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში, ანუ შორს იმ ადგილიდან, სადაც ძირითადად იყვნენ გუნდის გულშემატკივრები, ამიტომ მოედანი თითქმის არცერთ თამაშზე არ ივსებოდა. კლუბის მესვეურები მალევე მიხვდნენ დაშვებულ შეცდომას და მიიღეს გადაწყვეტილება აშენებულიყო ახალი "საფეხბურთო ტაძარი".

"ჩამარტინის" აშენება 1924 წელს ჩანდა როგორც შეუძლებელი წამოწყება, მაგრამ ეს ნამდვილად იყო დიდი ნაბიჯი მომავლისკენ. სტადიონის გახსნაზე 1924 წელს "რეალი" შეხვდა "ნიუკასლს" და დაამარცხა ინგლისელები 3-2, 15 000 მაყურებლის წინაშე. "ჩამარტინის" პროექტი ეკუთვნოდა ყოფილ ფეხბურთელს პეპე კასტელს. 1947 წელს "სანტიაგო ბერნაბეუ" აშენდა ჩამარტინის ადგილზე.

ბიზნესმენმა ენრიკე ალკარეზმა დააფინანსა "რეალის" პირველი მოგზაურობა ფეხბურთის სამშობლოში, ინგლისში. სამივე მატჩი "ნიუკასლის", "ბირმინგემისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ "რეალმა" წააგო (1-6, 0-3, 2-4), მაგრამ მიუხედავად ამისა, ინგლისურმა პრესამ მაინც შეაქო ესპანური ფეხბურთის სტილი და ტალანტი. "რეალის" ფორმა 1925-1926 წლების სეზონამდე იყო თეთრი, შემდეგ თეთრი შორტები შეიცვალა შავით. ამას მოყვა ცუდად ჩატარებული მატჩების სერია, რამაც პრეზიდენტი პედრო პარახესი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ შავ შორტებს მოაქვთ წარუმატებლობა და ისევ თეთრით შეცვალა ისინი.

1926 წელს სანტიაგო ბერნაბეუ დაინიშნა რეალის მწვრთნელად მას შემდეგ, რაც პრეზიდენ ლუის ურკიხომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ხუანიტო კარსერა. ბერნაბეუსთან ერთად გუნდს ავარჯიშებდა პედრო ლორენტე. სანტიაგო ბერნაბეუ 1932-1933 წლებში ერთი თვით კიდევ იყო რეალის მწვრთნელი, ლოპო გერტცის წასვლის შემდეგ, რობერტ ფიორსტის მოსვლამდე.

პირველმა ამერიკულმა ტურნემ "რეალს" მოუტანა დიდი წარმატება არგენტინაში, ურუგვაიში, პერუში, კუბაში, მექსიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამი თვის განმავლობაში ისინი მოგზაურობდნენ ორ კონტინენტზე, მოიგეს 16 შეხვედრა. ხოსე გარსია ეკხანიზი იყო პასუხისმგებელი ამ ტურნეზე, გუნდის წარმომადგენელი კი იყო სანტიაგო ბერნაბეუ.

"ბლანკოსი" 10 მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს ჩემპიონატში და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი იოლად მოიგებდნენ ჩემპიონის ტიტულს. "რეალს" სეზონის დასასრულს გადაასწრო ბარსელონამ, მაგრამ მათ ლიდერობა დაიბრუნეს ბოლოს წინა ტურში, დაამრაცხეს რა "ბარსელონა". მიუხედავად ამ გამარჯვებისა ჩემპიონი მაინც კატალონიელები გახდნენ, რადგან "თეთრები" დამარცხდნენ "სან მამესზე" ატლეტიკთან.

"რეალის" ტექნიკურ დირექტორსა და "ესპანიოლს" შორის მოლაპარაკებები დამთავრდა იმით რომ, შედგა ლეგენდარული მეკარე სამორას ტრანსფერი. ამ ტრანსფერმა გამოიწვია საერთო სახალხო აღელვება, რადგან მადრიდელებმა ესპანიოლს გადაუხადეს იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა, 150 000 პესეტი (900 ევრო). სამორას დებიუტი ჰქონდა 1930 წლის 5 დეკემბერს მადრიდის "ატლეტიკოსთან".

მოგზაურობის წყურვილმა შეიპყრო "თეთრების" ერთ-ერთი ფეხბურთელი გასპარ რუბიო, თავდამსხმელი 30-იან წლებში. ის ორ მეგობართან ერთად დაჯდა კუბისკენ მიმავალ ხომალდზე და კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა. ერთხელ კარიბის კუნძულებზე რუბიო შეურთდა "იუვენტუდ ასტურიანას", მაგრამ "რეალმა" ამის შესახებ აცნობა ფიფას და მან აუკრძალა რუბიოს თამაში. ამის შემდეგ იგი გაემართა მექსიკაში, რომელსაც ფიფასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. 1932 წლის 10 აპრილს მოგზაურობა დასრულდა და იგი მადრიდში დაბრუნდა. იგი დააბრუნეს გუნდში, მაგრამ მალევე გაყიდეს "მადრიდის ატლეტიკოში".

მეოთხე ეტაპი 1931-1940რედაქტირება

1931 წლის დასაწყისში მადრიდის "რეალმა" განაახლა თავისი ოფისი "caballero de grasia" – 15-ში. კლუბმა გააფართოვა თავისი ოფისი და შეიძინა ახალი ავეჯი. პრეზიდენტ ლუის დე უსერაიმ და ტექნიკურმა დირექტორმა პაბლო ერნანდესმა აშენეს ახალი ოფისი, მაგრამ ყველაზე დიდი სიახლე იყო კლუბის საკუთარი ბარის შენება, სადაც გულშემატკივრებს შეეძლოთ მატჩის მიმდინარეობისას ყელის გასველება.

1931 წლის 14 აპრილს ესპანური რესპუბლიკის შექმნისას "რეალი" გამოემშვიდობა თავის წოდებას "სამეფო", გვირგვინი გაქრა კლუბის ემბლემიდანაც. მას შემდეგ გუნდი კვლავ ცნობილი იყო, როგორც "საფეხბურთო კლუბი მადრიდი".

მადრიდის "რეალმა" მის მიერ მოგებული 31 ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიდან, პირველად მოიგო ეს ჯილდო 1931-1932 წლების სეზონში. მადრიდული გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი, "ბლანკოსმა" ლა ლიგა მოიგო ისე, რომ არ განუცდია არც ერთი მარცხი. მთელი სეზონის განმავლობაში მათ თავის მოედანზე გაუშვეს 4 ბურთი, სტუმრად კი - 11. გუნდმა ჩემპიონობა გაიფორმა ბარსელონასთან კატალონიაში ფრედ ნათამაშები მატჩის შემდგომ. "თეთრები" მეორე წელსაც გახდნენ ჩემპიონები, ასე რომ "რეალი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ლა ლიგა მოიგო ზედიზედ ორჯერ.

1934 წლის 12 ივნისს "მადრიდი" გაემგზავრა ევროპულ ტურნეში. გუნდის მოზაურობისას მათ გააფორმეს კონტრაქტი "დიუსელდორფის ფორტუნას" ფეხბურთელ ჯეიკობო ბენდერომთან, მაგრამ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ დაბლოკა ეს ტრანსფერი. რამდენიმე თვის შემდეგ "ჩამარტინზე" "მადრიდი", ესპანეთის ნაკრების ნაცვლად, რომელიც იმ დროს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიოდა, შეხვდა უნგრეთის ნაკრებს. თამაშის შემდეგ უნგრელმა მეკარე ალბერტო კიზჟელმა მოაწერა ხელი "მადრიდთან" კონტრაქტს და გახდა პირველი უცხოელი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში.

1936 წლის 21 ივნისს "მადრიდი" "ბარსელონას" შეხვდა "ვალენსიის" სტადიონ "მესტალიაზე" რესპუბლიკის თასის ფინალში (ესპანეთის თასი). საწყის წუთებში ეუხენიო და ლეკუს მიერ გატანილი გოლებით "მადრიდი" იგებდა მატჩს, მაგრამ ესკოლიმ გაქვითა ერთი ბურთი. სათამაშო დროის ნახევარზე მეტი "მადრიდმა" გაატარა 10 კაცით (ტრავმა მიიღო საუტომ), მაგრამ ისინი მაინც უტევდნენ. 49 წუთზე არბიტრმა უსამართლოდ არ ჩათვალა კატალონიელების კარში გატანილი გოლი. ესკოლას ჰქონდა კარგი შანსი ანგარიშის გათანაბრებისათვის მაგრამ სამორამ ითამაშა ფანტასტიურად. 3 წუთით ადრე ფინალურ სასტვენამდე ბარსელონას მარჯვენა ნახევარმცველი ვენტორლა გაცდა კინკოსესას და ჩააწოდა ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში. უმეთვალყურეოდ დატოვებულ ესკოლას ჰქონდა დრო იმისათვის, რათა შეეფასებინა მეკარის მდგომარეობა, მან მაღალ ნახტომში და ძლიერად გაგზავნა ბურთი სამორას მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართუელბით, თან ისე რომ ბურთი მეკარის წინა ბალახზე დავარდა, ფაქტობრივად გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ რიკარდომ გააკეთა ის რასაც, 35 წლის შემდგომ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უწოდეს ყველა დროის საუკეთესო სეივი (პელე - ბენქსი). ბურთი უკვე მიფრინავდა მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში, სამორამ შეძლო შეუძლებელი, შემობრუნდა ჰაერში და მარცხენა ხელით ადგილზე გააშეშა ბურთი. "მადრიდმა" მოიგო თასი სამოქალაქო ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

ომი დაიწყო 1936 წლის 18 ივლისს. ამავე დღეს მადრიდის ყველა სპორტული გუნდი ჩათრეულ იქნა სახალხო ომში. "მადრიდი" განაგრძობდა მუშაობას. დირექტორი და სპორტული განყოფილების უფროსი იყო პაბლო ერნანდეს კორონადო. კარლოს ალონსო კი პასუხისმგებელი იყო სტადიონ "ჩამარტინზე".

პაბლო ერნანდეს კორონადო ცდილობდა გადაერჩინა გუნდი ომის პერიოდში, მაგრამ მისი სამი მცდელობიდან არც ერთი არ გამოვიდა. მას არ გამოუვიდა ეთამაშებინა გუნდი ვალენსიის ან კატალონიის ჩემპიონატში, მისი პროექტი ევროპული ტურის შესახებ ჩაიშალა. კატალონიის ჩემპიონატი დაიწყო 1936 წლის 4 ოქტომბერს. მასში მონაწილეობდნენ: "ბარსელონა", "ესპანიოლი", "საბადელი", "ხერონა", "გრანოლერსი" და "ბადალონა". "მადრიდის" მწვრთნელმა პაკო ბრეიმ მოიპოვა თანხმობა ყველა კატალონიური გუნდისგან ჩემპიონატში მისი გუნდის თამაშის შესახებ, მაგრამ "ბარსელონამ" დაადო კლუბს ვეტო და ბოლოს მათ მაინც ვერ მიიღეს ამ ჩემპიონატში მონაწილეობა.

დახმარების კომიტეტი შეიქმნა 1939 წლის 1 აპრილს, ომის დამთვრებისას. მას ხელმძღვანელობდა ადოლფო მელენდესი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაბლო ერნანდეს კორონადო, პარაკესი, ურკიხო, ოლივერი და ორტის დე ზარატე. "ჩამარტინის" დათვალიერების შემდეგ, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში, პედრო პარაკესმა თქვა: "ამ პრობლემის გადაჭრა იქნება ძალიან რთული, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდება 300 000 პესეტი სტადიონის აღდგენისათვის, ეს კი ძალიან დიდი თანხაა ამ მომენტისთვის" "ჩამარტინი" გაიხსნა 1939 წლის 22 ოქტომბერს პირველი დერბის ჩასატარებლად ომის შემდეგ. ეს იყო რეგიონალური ჩემპიონატი, რომელშიც "მადრიდმა" დაამარცხა "ატლეტიკო" 2-1. ფეხბურთისადმი მხარდაჭერა ომის მიუხედავად არ შემცირებულა, ყველაზე ცუდ ადგილზე ბილეთი ღირდა 5 პესეტი (ფასი გაკრიტიკებულ იქნა იმიტომ, რომ ის იყო ძალიან მაღალი). "ჩამარტინი" ბოლომდე გაავსო იმ გულშემატკივრებმა, რომლებიც მიუხედავად ომის შემდგომი გაჭირვებისა გუნდისათვის არაფერს იშურებდნენ.

მეხუთე ეტაპი 1941-1950რედაქტირება

1941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა ტიტული "სამეფო" და "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" კვლავ გადაკეთდა "საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდად". 1943 წელს ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ბარსელონასთან ანგარიშით 11-1. "თეთრები" დამწუხრებულნი იყვნენ პირველ მატჩში 3-0 მარცხის გამო, ისინი მოედანზე მოსაგებად გავიდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 8-0 იყო. თამაშის ბოლოს ტაბლო აჩვენებდა ფენომენალურ ანგარიშს: 11-1. გოლის ავტორები: პრიდენი - 4, ბარინდა - 3, ალონსო - 2, ალსუა - 1, ბოტელა - 1. ბარსელონას მხრიდან ერთადერთი ბურთი მარტინმა გაიტანა.

"რეალის" პრეზიენტი ანტონიო სანტოს პერალბა და "ბარსელონას" პრეზიდენტი მარკეს მესა დე ასტა ამ ნახევარფინალის დროს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე, რომელსაც ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩია, ხშირად ისმოდა სანტიაგო ბერნაბეუს სახელი, რომელსაც კლუბთან 1935 წლის შემდეგ არაფერი აკავშირებდა. მისი დარწმუნება იმაში, რომ დაეკავებინა "რეალის" პრეზიდენტის პოსტი, იოლი გამოდგა. მისი პრეზიდენტად გახდომის შესახებ საქვეყნოდ გამოაცხადეს 1943 წლის 15 სექტემბერს.

1943 წლის გაზაფხულზე სანტოს პერალბამ აღნიშნა, რომ საჭირო იყო ახალი სტადიონის შენება, რომელიც დაიტევდა 40 000 მაყურებელს. ერთი წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე განაცხადა: "ჯენტლმენებო, ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი სტადიონი და ჩვენ ავაშენებთ მას". სტადიონის მშენებლობა დაჯდა 37 მილიონი პესეტი (222 375 ევრო). სანტიაგო ბერნაბეუმ სიმბოლურად ჩადო პირველი ქვა სტადიონის საძირკველში.

40-იანი წლები საუკეთესო იყო "რეალისათვის", მაშინ დაიწყო სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობა და ტიტულების დაბრუნება. რეალმა მოიგო ესპანეთის თასი 1946 და 1947 წლებში, გაანადგურა რა ვალენსია 3-0 და ესპანიოლი 2-0.

1947 წლის 23 ნოემბერს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სტადიონ "მეტროპოლიტენზე", "რეალი" გახდა პირველი ესპანური გუნდი, რომელიც გამოვიდა დანომრილი ფორმებით. ეს იდეა ეკუთვნოდა პაბლო ჰერნანდეს კორონადოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოიწონა სიახლე და იგი სავალდებულო გახდა 1948 წლიდან, ამ წესის თანახმად ყველა გუნდს უნდა დაენომრა თავისი ფორმები 2-დან 11-მდე. ეს იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც "რეალმა" შემოიტანა კიდევ ერთი სიახლე ესპანურ ფეხბურთში.

1947 წლის 14 დეკემბერს შედგა ახალი "ჩამარტინის" გახსნა. რეალი შეხვდა პორტუგალიურ "ბელენენსეშს" და დაამარცხა 3-1. პირველი ვინც გაიტანა გოლი ახალ "ჩამარტინზე" იყო საბინო ბარინგა. "ახალი კოლიზეუმი" გახდა ყველა მადრიდელის სიამაყის და ესპანეთის ყველა კლუბის შურის მიზეზი.

1948 წელს "რეალმა" გადაწყვიტა შემადგენლობის რადიკალურად შეცვლა. 2 წლის წინ კლუბი ცდილობდა თავის შემადგენლობაში გადმოეყვანა უნგრელი ლადისლაო კუბალა. მოლაპარაკებები არ შედგა, რადგან კუბალას ჰქონდა მოთხოვნები, რომლის შესრულებაზეც ბერნაბეუ არ დათანხმდა. მეორე ინფორმაციის წყაროს ცნობით, ბერნაბეუმ მიიწვია კუბალა საუზმეზე, რომლის დასრულების შემდეგ უნგრელმა სიტყვიერი თანხმობა მისცა "რეალის" პრეზიდენტს გადმოსვლაზე, მაგრამ "ბარსელონას" სკაუტმა პეპე სამიტიერმა, არ არის ცნობილი - რა შესთავაზა ასეთი კუბალას, - მაგრამ ამ წინადადებით მან ბერნაბეუს ცხვირწინ ააცალა ფეხბურთელი. ესპანეთის ნაკრებმა მიაღწია დიდ წარმატებას, გავიდა რა 1950 წელს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფფინალში. მის შემადგენლობაში იყო რეალის ერთადერთი მოთამაშე ლუის მოლოვნი.

მეექვსე ეტაპი 1951-1960რედაქტირება

"რეალის" ხელმძღვანელობა სანტიაგო ბერნაბეუს მეთაურობით არ ზოგავდა არც ფულს და არც ძალას კლუბის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს იუბილე კლუბს დაუჯდა 20 მილიონი პესეტი. ჩატარებულ იქნა შესანიშნავი ტურნირი. კლუბმა არ დაივიწყა სხვა სპორტის სახეობები და ჩაატარეს ტურნირი: კალათბურთში, ხელბურთში, რესლინგში, ხარების ბრძოლასა და ჭადრაკში. ორგანიზაციულ საკითხებზე პასუხისმგებლები იყვნენ ბენიტო პიკო და მანოლო საუარესი. ფეხბურთში გამართული ტურნირი მოიგო "მილიონარიოსმა" შვედურ "ნორჩიოპინგთან" და მადრიდის "რეალთან" გამარჯვების შემდეგ. საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ალფრედო დი სტეფანო.

ესპანეთის კალათბურთის ასოციაციის პრეზიდენტ გენერალმა კუერეჟეტამ ურჩია სანტიაგო ბერნაბეუს გაეფორმებინა კონტრაქტი რაიმუნდო საპორტასთან. საპორტა გუნდს შეუერთდა მას შემდეგ, რაც შესანიშნავად გაუკეთა ორგანიზება "რეალის" 50 წლის იუბილეზე კალათბურთში გამართულ ტურნირს. მას შემდეგ მისი ავტორიტეტი სულ უფრო იზრდებოდა ბერნაბეუს თვალში. იგი გახდა ნამდვილი "ტვინი" გუნდისათვის.

ალფრედო დი სტეფანო ბერნაბეუს შეხვდა 1952 წლის მარტში, "რეალის" იუბილეს დროს. მისი "რეალში" ტრანსფერის ისტორია კი ნამდვილი "საპნის ოპერა" იყო. ამ ტრანსფერში სანტიაგო ბერნაბეუმ; რაიმუნდო საპორტამ; "ბარსელონას" პრეზიდენტ ენრიკე მარტიმ და ტექნიკურმა დირექტორმა ხოსე სამიტიერმა; "მილიონარიოსის" პრეზიდენტ ალფონსო სენორმა; "რივერ პლიეიტის" პრეზიდენტ ენრიკე პარდომ და ფიფას წარმომადგენელმა მუნიოს კალერომ ითამაშეს მთავარი როლი. ბერნაბეუს სტრატეგიისა და ენრიკე მარტის შეცდომების შედეგად დი სტეფანო გახდა რეალის ფეხბურთელი.

1953 წლის 23 სექტემბერს, 10:30 საათზე ალფრედო დი სტეფანო ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა ბარსელონიდან მადრიდში. როგორც კი ის შევიდა მადრიდის სადგურ "atoxa"-ში, მაშინვე გაემართა კლუბთან; გაიარა სამედიცინო შემოწმება; ისადილა; დატოვა თავისი ოჯახი სასტუმროში; გასახდელში შეხვდა თავის ახალ თანაგუნდელებს და 15:30-ზე ითამაშა პირველი შეხვედრა მადრიდის რეალის შემადგენლობაში. ეს იყო ამხანაგური მატჩი "ნანსის" წინააღმდეგ, რომელშიც "თეთრები" დამარცხდნენ 4-2; დი სტეფანომ გაიტანა თავისი პირველი გოლი 67-ე წუთზე.

"რეალის" ფეხბურთელი - ხოაკინ ნავარო - ცნობილი მცველი იყო და პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ფიფას მიერ შედგენილ ევროპის ნაკრებში, "უემბლიზე" ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავ მატჩში.

ალფერდო დი სტეფანოს გადმოსვლამ "რეალს" დაუბრუნა ტიტულები და მათ 21 წლის შემდეგ კვლავ მოიგეს ლა ლიგა. 21 წლის შემდეგ გულშემატკივრებს კვლავ შეეძლოთ სკანდირება: "HALA MADRID" და ამას მწვრთნელ ენრიკე ფერნანდესს უნდა უმადლოდნენ.

1955 წლის 4 იანვარს გენერალური ასამბლეის წევრებმა წამოაყენეს წინადადება "ჩამარტინისათვის" შეეცვალათ სახელწოდება და ეწოდებინათ "სანტიაგო ბერნაბეუ". წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. პრეზიდენტმა მიიღო ეს პატივისცემა, რადგან ეს კლუბის წევრების ნება იყო.

სანტიაგო ბერნაბეუ იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს საერთაშორისო ტურნირის ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს "ჩემპიონთა ლიგის" (თავდაპირველი სახელი - "ჩემპიონთა თასი", - ავტ.) სახელითაა ცნობილი. 1955 წლის 2 აპრილს ევროპის პრესტიჟული კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ პარიზში და ჩამოაყალიბეს ეს ტურნირი.

"რეალმა" ითამაშა პირველივე ჩატარებულ ტურნირზე, 1955 წლის 8 სექტემბერს, ჟენევაში "სერვეტის" წინააღმდეგ და გაიმარჯვეს 2-0 მუნიოსის და რიალის გოლების წყალობით.

"სერვეტთან" გამარჯვების შემდეგ "რეალმა" დაამარცხა ისეთი რთული მეტოქეები, როგორებიც არიან ბელგრადის "პარტიზანი" და "მილანი". ფინალში, რომელიც პარიზში გაიმართა, "რეალმა" დაამარცხა "რეიმსი" ანგარიშით 4-3. მატჩის მიმდინარეობისას მადრიდელები მარცხდებოდნენ 0-2. ეს იყო 1956 წლის 13 ივნისი. "რეალის" შემადგენლობაში იყვნენ: ხუან ალონსო, ატენზა, მარკიტოსი, ლესმესი, სარაგა, ხოსეიტო, მარსელი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო.

1957 წლის 18 მარტს რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამონტაჟა ახალი განათების სისტემა. 70 000-მა მაყურებელმა ნახა "რეალის" მიერ ბრაზილიური "რესიფის" დამარცხება 5-3 "ახალ სინათლეზე".

1957 წლის 30 მაისს 125 000 მაყურებელი იყო მოწმე იმისა, თუ როგორ მოიგო "რეალმა" მეორედ ევროპის ჩემპიონთა თასი. ამჯერად ფინალში მოუგეს "ფიორენტინას". გოლები: 70 წუთზე დი სტეფანო გაიტანა პენალტი, 6 წუთის შემდეგ კი ჰენტომ ოსტატურად გადაუგდო ბურთი მეკარეს თავზე. საბოლოო ანგარიში 2-0 დაფიქსირდა. "რეალის" საწყისი შემადგენლობა ასეთი იყო: ხუან ალონსო, ტორესი, მარკიტოსი, ლესმესი, მუნიოსი, სარაგა, კოპა, მატეოსი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო. ალფრედო დი სტეფანომ მიიღო თავისი პირველი "BALOON D’OR" ჯილდო - 1958 წლის 23 იანვარს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჟაკ ფერანასაგან. ცერემონია ჩატარდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა "რეალი" - "სევილია", დი სტეფანომ კი გაიტანა 4 გოლი სევილიელების კარში გატანილი 8 გოლიდან. დი სტეფანო 1959 წელს კვლავ მოიპოვა ეს ჯილდო.

"რეალმა" ევროპის ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო ბრიუსელის სტადიონ "ჰეისელზე". მოუგო "მილანს" დამატებით დროში 3-2. ჰენტოს გოლმა დამატებით დროში მოუტანა "რეალს" ჩემპიონობა.

"რეალმა" მეოთხედაც მოიგო ჩემპიონთა თასი შემდეგ წელს. ფინალი გაიმართა შტუტგარტში, სადაც რეალი შეხვდა ძველ მეტოქეს, "რეიმსს". მატჩი დასრულდა 2-0, გოლები გაიტანეს დი სტეფანომ და მატეოსმა. "რეალი" უკვე ითვლებოდა ევროპის საუკეთესო გუნდად.

1960 წელს "რეალმა" კვლავ მოიგო ჩემპიონთა თასი, გლაზგოში, "ჰეპდენ პარკზე". რეალმა გაანადგურა ფრანკფურტის "აინტრახტი" 7-3. 4 გოლი გაიტანა პუშკაშმა, 3 დი სტეფანომ.

პირველ საკონტინენტთაშორისო თასზე, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული "პენაროლ მონტევიდეო" ხვდებოდა "რეალს". პირველი მატჩი ურუგვაის დედაქალაქში დასრულდა ნულოვანი ფრე. საპასუხო მატჩი შედგა 1960 წლის 4 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც უკვე "რეალმა" მოიგო 5-1. საწყისი შემადგენლობა: დომინგესი, მარკიტოსი, სანტამარია, პაჩინი, ვიდალი, სარაგა, ხერერა, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო.

მეშვიდე ეტაპი 1961-1970რედაქტირება

მადრიდის რეალი პირველად გამოვარდა ჩემპიონთა თასიდან 1960 წლის ნოემბერში ბარსელონასთან. კატალონიელების ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს ინგლისელმა არბიტრებმა ელისმა და ლიფმა. ელისი მსაჯობდა პირველ მატჩს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. მან დანიშნა უსამართლო თერთმეტმეტრიანი რეალის კარში, მატჩი დასრულდა 2-2.”კამპ ნოუზე” ლიფმა არ ჩათვალა რეალის მიერ გატანილი 4 გოლი. ბარსელონამ მოიგო 2-1. საერთაშორისო პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ორივე არბიტრი. ასევე პრესაში გაჩნდა ტერმინი ”მადრიციდი”(სუიციდი).

მადრიდის რეალმა ბარსელონაზე შური იძია 11 დღის შემდეგ, მოუგო რა 4 დეკემბერს ”კამპ ნოუზე” 5-3.

1961 წლის 8 თებერვალს რეალმა პირველად ითამაშა ”მარაკანაზე”. ისინი შეხვდნენ ” ვასკო და გამას”, პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელები იგებდნენ 2-0-ს. მეორე ნახევარში მადრიდის რეალმა იპოვა თავისი თამაში და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

ჩილეში მიმდინარე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა პაბლო ჰერნანდეს კორონადომ მიიწვია 7 მადრიდის რეალის ფეხბურთელი. ესენი იყვნენ: დი სტეფანო, სანტამარია, პუშკაში, პაჩინი, დელ სოლი, ჰენტო და არაკისტინი. სამწუხაროდ დი სტეფანომ ტრავმა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია.

ალფრედო დი სტეფანო გაიტაცეს კარაკასის სასტუმრო ”პოტომაკიდან”, სადაც იმყოფებოდა მადრიდის რეალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ის გაიტაცეს 1963 წლის 21 აგვისტოს ღამით, გამტაცებლები იყვნენ ვენესუელის განმათავისუფლებელი ფრონტის წევრები, დი სტეფანო გაათავისუფლეს 3 დღის შემდეგ.

1956 წლის გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად იქნა მიღებული წინადადება იმის შესახებ რომ აშენებულიყო პირველი ”რეალ მადრიდ სიტი”. 7 წლის შემდეგ 1963 წლის 18 მაისს შედგა გახსნა. ჩატარდა ტურნირი მსუბუქ ტანვარჯიშში.

ალფრედო დი სტეფანო თავისი ბოლო მატჩი რეალის შემადგენლობაში ითამაშა ვენის სტადიონ ”პრატერზე” მილანის ინტერის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მე-9 ფინალში სადაც იტალიელებმა იმარჯვეს 3-1. დი სტეფანოს ჰქონდა კონფლიქტი გუნდის მთავარ მწვრთნელ მიგელ მუნიოსთან, სანტიაგო ბერნაბეუმ კი ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. პრეზიდენტმა შესთვაზა მას დარჩენილიყო კლუბში სხვა თანამდებობაზე. მან უარი განაცხადა და გადავიდა ესპანიოლში.

მადრიდის რეალი არის ერთადერთი გუნდი რომელმაც ორჯერ მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ. პირველად ეს მოხდა 1960/1961 – 1964/1965 წლების სეზონში, მათ ეს შედეგი გაიმეორეს 1985/1986 – 1989/1990 წლებში. არცერთ ესპანურ გუნდს არ აქვს ეს რეკორდი გამეორებულიც კი.

რადიკალურმა ცვლილებებმა მუნიოსის გუნდში შედეგი მოიტანა 1966 წელს. მაშინ მათ მეექვსედ აღმართეს ჩემპიონთა ლიგის თასი. 1966 წლის 11 მაისს ბრიუსელის სტადიონ ”ჰეისელზე” რეალმა დაამარცხა ბელგრადის ”პარტიზანი” 2-1. გუნდის შემადგენლობა: არაკისტაინი, პაჩინი, დე ფელიპე, სანჩისი, პირიე სოკო, სერენა, ამანსიო, გროსო, ველასკესი, ჰენტო. როგორც იყო მიღებული გაიმართა სამი მატჩი რათა გაეცილებინათ სამი ლეგენდარული ფეხბურთელი: დი სტეფანო, სანტამარია და პუშკაში. ისინი უკვე იყვნენ კლუბის ლეგენდები. გულშემატკივრებმა მათ დაუვიწყარი აპლოდისმენტები აჩუქეს

მერვე ეტაპი 1971-1980რედაქტირება

მადრიდის რეალმა უეფას თასზე პირველად ითამაშა 1970/1971 წლების სეზონში და გავიდა ფინალში. ფინალამდე მათ დაამარცხეს ”ჰიბერნიანი”, ”ინსბურკი”, ”კარდიფ სიტი” და ”პსვ”. საბერძნეთის სტადიონ ”კარაიკირისზე” 1971 წლის 19 მაისს ერთმანეთს შეხვდა რეალი და ჩელსი. ძირითადი დრო დასრულდა 1-1, დამატებით დროში კი ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა. ვინაიდან მაშინ პენალტების სერია არ იყო, გუნდებმა ითამაშეს მეორე მატჩი, რომელიც შედგა 21 მაისს და ჩელსიმ გაიმარჯვა 2-1.

1973 წლის 8 სექტემბერს შეიქმნა ”სანტიაგო ბერნაბეუს” გადაკეთების პროექტი. ახალი პროექტის მიხედვით სტადიონის ტევადობა უნდა გაზრდილიყო 125 000 მაყურებლამდე და უნდა მოწყობილიყო 8 000 ავტომობილზე გათვალისწინებული პარკირების მოედანი. ქალაქის მერმა კარლოს არიას ნავარომ პროექტი დაბლოკა.

მიგელ მუნიოსი რეალის მწვრთნელი გახდა 1960 წელს როდესაც ეს პოსტი დატოვა ფლეიტას სოლიჩმა. მუნიოსს პოსტის დატოვების მომენტისათვის რეალთან ერთად მოგებული ჰქონდა: 9 ესპანეთის ჩემპიონობა, 2 ესპანეთის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა და 1 საკონტინენტთაშორისო თასი. 14 ტიტული 14 სეზონში. 1974 წლის 15 იანვარს სანტიაგო ბერნაბეუმ გაათავისუფლა მუნიოსი. ლუის მილოვანმა შეცვალა რეალის მწვრთნელის პოსტზე ცოცხალი ლეგენდა.

1974/1975 წლების სეზონის შემდეგ ლუის მილოვანის პოსტი დაიკავა იუგოსლაველმა მილან მილიანიჩმა. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა 1974 წლის 5 ივლისს და მას შემდეგ გუნდი აჩვენებდა არაშთამბეჭდავ ფეხბურთს, რომელიც ძირითადად დამყარებული იყო ფიზიკურ მომზადებასა და პრიმიტიულ ტაქტიკურ სქემებზე. ამ სტრატეგიამ გუნდს მოაგებინა 2 ლა ლიგა და 1 ესპანეთის თასი 3 სეზონში. მეორე იუგოსლაველმა ვუიდან ბოშკოვმა გუნდი ჩაიბარა 1979 წელს და მას წვრთნიდა 1981/1982 წლების შუამდე. მან გუნდთან ერთად მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი.

ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ღამე ”სანტიაგო ბერნაბეუზე” იყო 1975 წლის 5 ნოემბრის ღამე. რეალს პირველი მატჩი ”დერბი ქაუნთთან” წაგებული ჰქონდა 4-1. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი რეალმა ძირითადი დრო მოიგო 4-1, დამატებით დროში კი სანტილიანამ გაიტანა გამარჯვების გოლი. ეს იყო რეალის დაბრუნების დასაწყისი.

რეალის 75 წლის იუბილე არ სარგებლობდა გულშემატკივრების მხარდაჭერით გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო რომ სანტიაგო ბერნაბეუმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა პრეზიდენტის პოსტი. იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა ტურნირი არგენტინის ნაკრებს, ირანის ნაკრებს, მაროკოს გუნდ ”მოლოუდია ჩაბაიასა” და ”მადრიდის რეალს” შორის. რეალისა და არგენტინის ნაკრების შეხვედრისას სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო. ”თეთრებმა” გაიმარჯვეს 1-0 ვისენტე დელ ბოსკეს გოლის წყალობით.

სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1978 წლის 2 ივნისს, 83 წლის ასაკში. მისმა სიკვდილმა წერტილი დაუსვა მის 35 წლიან პრეზიდენტობას. მადრიდის რეალს უსამძიმრებდნენ მთელი მსოფლიოდან. დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა 3 ივნისს ბერნაბეუს სოფელ ”ალმანასში”.

რაიმუნდო საპორტამ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 1978 წლის 26 ივლისი იყო ბოლო ვადა კანდიდატურის წარსადგენად. კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლუის დე კარლოსმა წარმოადგინა 3 352 ხმა მის სასარგებლოდ იმ დროისათვის როცა მისმა კონკურენტებმა გინეკოლოგმა კამპოს გილმა და ყვავილების გამყიდველმა ხოსე დაგერემ ხმების მინიმალური რაოდენობაც ვერ შეაგროვეს. ლუის დე კარლოსი გახდა რეალის პრეზიდენტი.

1980 წლის 4 ივნისს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა ყველაზე ”თეთრი” ესპანეთის თასის ფინალი. ერთმანეთს შეხვდა ”მადრიდის რეალი” და ”კასტილია” (რეალის მეორე გუნდი). ”კასტილია” შეიქმნა 1972 წლის 21 ივლისს. მან ფინალამდე დაამარცხა: ”ჰერკულესი”, ”ბილბაოს ატლეტიკი”, ”რეალ სოსიედადი” და ”სპორტინგის ხიხონი”. მადრიდის რეალმა ფინლაში გაანადგურა ისინი 6-1.

1980 წელს რეალი დაასახელეს ევროპის საუკეთესო გუნდად. მხედველობაში იქნა მიღებული იმ წელს მოგებული ლა ლიგა და ესპანეთის თასი, ასევე ის რომ რეალი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

მეცხრე ეტაპი 1981-1990რედაქტირება

1980/1981 წლების სეზონს ჰქონდა რეალისათვის ცუდი დასასრული. 1981 წლის 26 აპრილს მათ დათმეს ჩემპიონობა მაშინ როდესაც მადრიდში უკვე ზეიმი იყო. ”რეალ სოსიედადმა” 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში ”ხიხონთან” და მოიპოვა ჩემპიონობა. ერთი თვის შემდეგ 27 მაისს ალან კენედის 82-ე წუთზე გატანილი გოლით ლივერპულმა რეალს მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. დაძაბულ ბრძოლაში იტალიამ 3-1 მოუგო გერმანიას. 1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა რეალის მთავარ მწვრთნელად წარადგინა ალფრედო დი სტეფანო, ხოლო ”კასტილიის” მწვრთნელად ამანსიო ამარო. ალფრედომ დატოვა მადრიდი 1964 წელს და დაბრუნდა 18 წლის შემდეგ. დი სტეფანომ ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, მწვრთნელის რანგში რა თქმა უნდა.

1983/1984 წლების სეზონის ბოლოს დი სტეფანომ კვლავ დატოვა კლუბი. მას კონტრაქტი დაუმთავრდა 1984 წლის 30 ივნისს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მისთვის კონტრაქტი.

1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ ევროპას აჩვენა თავისი შესანიშნავი თამაში ბელგიური ”ანდერლეხტის” წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ 3-0 და თავი უკვე უეფას თასის შემდეგ ეტაპზე გასულები ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ ყველა მათი ოცნება დაამსხვრია. ემილიომ გაიტანა 3 გოლი, 2 ვალდანომ და 1 სანჩისმა. საბოლოო ანგარიში 6-1.

თავის ისტორიაში პირველი ორი უეფას თასი რეალმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. პირველი უნგრეთის ”ვიდეოტონის” წინააღმდეგ (3-0; 1-0). მეორე გერმანული კიოლნის წინააღმდეგ (5-1; 0-2).

1986/1987 წლების სეზონი ჩაიწერა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე გრძელი სეზონი. 34 ტურის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 10 მატჩი გამართეს. პირველ ექვს ადგილზე გასული გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის (რომელიც ბოლოს რეალმა მოიგო), მეორე ექვსეული უეფას თასზე გამსვლელი ადგილისათვის და ბოლო ექვსეული პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის.

რეალმა ბუტრეგენიოსთან და დანარჩენებთან ერთად მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ და გაიმეორა 1960/61 – 1964/65 წლებში მიღწეული რეკორდი. 1989/90 წლების სეზონში რეალმა დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი, გაიტანა 107 გოლი 28 თამაშში. ამ წლებში საუკეთესო იყო ბუტრაგენიო და უგო სანჩესი, რომელმაც მიიღო ოქროს ბუცი ”სოფიის ცსკას” ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.

1990 წლის 17 ნოემბერს ჯონ ბენჟამინ ტოშაკის გაშვების შემდეგ გუნდი ჩაიბარა ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე ანტონიო კამაჩოს დროებითმა წყვილმა. ამ დროისათვის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ლუის არაგონესი დაეტოვებინა ”ესპანიოლი” და გადმოსულიყო მადრიდში სამუშაოდ. არაგონესმა არ ისურვა კატალონიური კლუბის დატოვება და რეალის მწვრთნელად დანიშნეს რადომირ ანტიჩი.

მეათე ეტაპი 1991-2000რედაქტირება

ერთი წლით ადრე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამონ მენდოსამ 1991 წლის 14 აპრილს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. მისი კონკურენტი იყო მწერალი ალფონსო უსია. გამარჯვება მენდოსას დარჩა და იგი 4 წლით კვლავ გახდა რეალის პრეზიდენტი.

რამონ მენდოსამ ანტიჩი გაათავისუფლა პოსტიდან სეზონის შუაში. ამ დროს რეალი ლიდერობდა და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებდა. ანტიჩი შეცვალა ჰოლანდიელმა ლეო ბეერჰაკერმა. ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით რეალმა დაკარგა ჩემპიონობა ბოლო ტურში ტენერიფეში ადგილობრივ გუნდ ”ტენერიფესთან”.

მეორე წელს ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა, ისევ ბოლო ტური და ისევ მარცხი ტენერიფეში ”ტენერიფესთან”. ამჯერად უკვე რეალს ბენიტო ფლორო წრთვნიდა. ბოლო ტურში 2 დაკარგული ტიტულის გამო მადრიდელებმა ტენერიფეს ”დაწყევლილი კუნძული” უწოდეს.

”სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია დაიწყო 1992 წლის 7 თებერვალს და დასრულდა 1994 წლის 7 მაისს. დაიხარჯა 20 მილიონი ევრო. ბოლო ტურში 2 დაკარგული ტიტულის შემდეგ ხორხე ვალდანო რომელიც ”ტენერიფეს” მწვრთნელი იყო დაბრუნდა მადრიდში რეალის მთავარ მწვრთნელად რათა დაებრუნებინა რეალისთვის დიდება.

1995 წლის 20 ნოემბერს 10 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ რამონ მენდოსა გავიდა პენსიაში. იგი შეცვალა ლორენსო სანსმა. 1996 წლის 20 მაისს ლორენსო სანსმა წარადგინა ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ფაბიო კაპელო. იგი მადრიდში მილანიდან გადავიდა სადაც 1994 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კაპელო რეალს მხოლოდ ერთი სეზონი 1996/97 წლებში წვრთნიდა მაგრამ გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა მაინც მოუტანა.

მე-7 ჩემპიონთა ლიგა რეალმა მოიგო 1998 წლის 20 მაისს, ”ამსტერდამ არენაზე”. ბოლოს მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს 1966 წელს და 32 წლის შემდეგ კვლავ ავიდნენ ევროპის საფეხბურთო მწვერვალზე. რეალმა ფინალში დაამარცხა ”იუვენტუსი” რომელიც მაშინ ფავორიტად ითვლებოდა. მატჩის ერთადერთი გოლი პრედრაგ მიატოვიჩის ანგარიშზეა.

გუს ჰიდინკი იყო მწვრთნელი მაშინ როდესაც რეალმა მეორედ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი. რაულის განუმეორებელი გოლი ტოკიოს სტადიონზე და ”ბლანკოსმა” გაიმარჯვა 2-1.

ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა ჯონ ტოშაკი სეზონის შუაში და მიიყვანა რეალი მერვე ჩემპიონთა ლიგის ტიტულამდე. ეს იყო პირველი ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები. 2000 წლის 24 მაისი, პარიზის ”სენ დენის” სტადიონი, რეალი - ვალენსია, ანგარიში 3-0. ეს იყო მე-20 საუკუნის ბოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ისევე როგორც პირველი, ბოლოც მადრიდის რეალის საკუთრება გახდა. 2000 წლის 16 ივლისს ფლორენტინო პერესმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მის საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ორი სლოგანი: გვანთავისუფლოთ კლუბი ისტორიული ვალისაგან და ვიყიდოთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები.

2000 წლის 11 დეკემბერს ფიფას ასამბლეის დროს ფლორენტინო პერესმა და რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ მიიღეს ჯილდო რომლითაც ფიფა აჯილდოვებდა რეალს როგორც მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდს.

მეთერთმეტე ეტაპი 2001-2010რედაქტირება

რეალის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფლორენტინო პერესმა და დირექტორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტეს მოეწვიათ მისი უდიდებულესობა ესპანეთის მეფე. მონარქმა თავმდაბლად მიიღო მოწვევა.

რეალის 100 წლის იუბილემ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სპორტული მიღწევებიდან გამოსარჩევია, მე-9 ჩემპიონთა ლიგის ტიტული რომელიც რეალმა მოიპოვა გლაზგოში ”ბაიერ ლევერკუზენის” დამარცხებით (2-1), პირველი ევროპის სუპერთასი ფეინოორდის წინააღმდეგ (2-1), მესამე საკონტინეტთაშორისო თასი ”ოლიმპიას” წინააღმდეგ (2-0). ასეთ 100 წლის იუბილეზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.

2006 წლის 27 თებერვალს ფლორენტინო პერესმა დატოვა პრეზიდენტის პოსტი. ფერნანდო მარტინი გახდა დროებითი პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა ლუის გომეს მონტეხანომ.

პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა 5 კანდიდატი: რამონ კალდერონი, ხუან პალასიოსი, ხუან მიგელ ვილიარ მირი, ლორენსო სანსი და არტურო ბალდასანო. 2006 წლის 2 ივლისს ხმების დათვლის შედეგად გაიმარჯვა რამონ კალდერონმა.

2006 წლის 5 ივლისს ფაბიო კაპელო მეორედ გახდა რეალის მთავარი მწვრთნელი. მან კლუბის მესვეურებს თხოვა შემდეგი ფეხბურთელების ყიდვა: კანავარო, ემერსონი, დიარა, ნისტელროი და რეიესი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში გამოჩნდა სამი ახალწვეული: მარსელო, გაგო, იგუაინი. ფერენც პუშკაშ ბირო გარდაიცვალა 2006 წლის 17 ნოემბერს. ის დიდი ხანი იტანჯებოდა ავადმყოფობით. იგი 79 წლის ასაკში დაიღუპა.

რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ დააჯილდოვა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ოქროს და ბრილიანტის თვლებიანი კლუბის ემბლემით. მადრიდის რეალმა კი ფიფას პრეზიდენტს მიანიჭა კლუბის საპატიო წევრის წოდება.

სლოგანი ”ერთად ჩვენ გავძლებთ, ერთად ჩვენ შევძლებთ” ახდენდა სასწაულებს, ამ სლოგანმა გუნდი და გულშემატკივრები გააერთიანა და შედეგმაც არ დააყოვნა. რეალმა მოიგო 30-ე ლა ლიგა თავისი ისტორიის მანძილზე. მარიდელებმა ჩემპიონობა გაიფორმეს ბოლო ტურში ”მალიორკას” ძლევით (3-1). ერთი კვირის შემდეგ რეალის კალათბურთის გუნდმაც მოიგო თავისი 30-ე ტიტული. მათ პლეიოფში დაამარცხეს ბარსელონა, პამესა და ჯოვენტუტი. ფინალში ”MVP” ჯილდო მიიღო ფელიპე რეიესმა.

2008 წლის 6 მარტს კლუბს შეუსრულდა 106 წელი. კლუბს ჩამოყალიბებიდან დღემდე აქვს შესანიშნავი მიღწევები. რეალი ყოველთვის მისდევდა ერთ პრინციპს ”ყოველთვის იბრძოლე გამარჯვებისთვის და პატივი ეცი მოწინააღმდეგეს”.

2007-2008 წლების სეზონი დაიწყო ახალი პროექტით რომელსაც ხელმძღვანელობდა ბერნდ შუსტერი, მისი წყალობით გუნდში გამოჩნდა ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან: რობენი, დრენტე, სნეიდერი, სავიოლა, მეცელდერი, ჰეინცე. რეალმა პირველი ადგილი ჩემპიონატში დაიკავა მეორე ტურში ვილიარეალის განადგურების შემდეგ (5-0), და ეს პოზიცია შეინარჩუნა ბოლომდე. ”ბლანკოსმა” სეზონი დაასრულა ყველაზე მეტი გატანილი გოლით(84) და ყველა ცოტა გაშვებული ბურთით(36). 2008-2009 წლების სეზონში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი და დაინიშნა ახალი მწვრთნელი - ხუანდე რამოსი. მნიშვნელოვანი ტრანსფერები - რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგიდან 13 მილიონ ევროდ, ლასანა დიარა (ლასი) - პორტსმუთიდან 25 მილიონ ევროდ და კლაას-იან ჰუნტელაარი - აიაქსიდან 20 მილიონ ევროდ; თუმცა გუნდი დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა - რობინიომ... (მანჩესტერ სიტი - 42 მილიონ ევროდ). ეს კი გუნდს აშკარად დაეტყო - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი წააგო იუვენტუსთან, შემდეგ 1/8 ფინალში ორივე მატჩი წააგო ლივერპულთან. (0-1, 4-0). თუმცა, ამით "რეალის" ფიასკო არ დამთავრებულა - 2-6 სახლში ელ კლასიკოზე...

2009-10 წლის სეზონში მადრიდის "რეალი" თითქმის მთლიანად გარდაიქმნა. დაინიშნა "რეალის" ლეგენდარული პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი; ასევე, დაინიშნა ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი. ფლორენტინო პერესმა მსოფლიოს დონის ვარსკვლავები გადაიბირა "რეალში". მან შეიძინა კრისტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი, 94 მილიონი ევრო); კაკა (მილანი, 65 მილიონი ევრო); ქარიმ ბენზემა (ლიონი, 35 მილიონი ევრო); ჩაბი ალონსო (ლივერპული, 30 მილიონი ევრო); რაულ ალბიოლი (ვალენსია, 15 მილიონი ევრო); ალვარო ნეგრედო (ალმერია, 5 მილიონი ევრო); ალვარო არბელოა (ლივერპული, 4.5 მილიონი ევრო); ესტებან გრანერო (ხეტაფე, 4 მილიონი ევრო); ეზეკილ გარაი (რასინგ სანტანდერი, იჯარის დასასრული) და ანტონიო ადანი (ახალგაზრდა გუნდიდან). თუმცა, წავიდნენ მაღალი დონის ვარსკვლავები - ჟულიენ ფობერი (ვესტ ჰემი, იჯარის დასასრული); ფაბიო კანავარო (იუვენტუსი, კონტრაქტის დასასრული); ხავიერ სავიოლა (ბენფიკა, 5 მილიონ ევრო); რუბენ დე ლა რედი (გულის ცუდი მდგომარეობა); ჟორდი კოდინა (ხეტაფე, უფასოდ); ხავი გარსია (ბენფიკა, 7 მილიონ ევრო); დანი პარეხო (ხეტაფე, 3 მილიონ ევრო); გაბრიელ ჰაინცე (მარსელ;ი, 1.5 მილიონი ევრო); მიჩელ სალგადო (ბლექბერნი, კონტრაქტის გაწყვეტა); კლაას-იან ჰუნტელაარი (მილანი, 15 მილიონი ევრო); ალვარო ნეგრედო (სევილია, 15 მილიონი ევრო); ვესლი სნეიდერი (ინტერი, 15 მილიონი ევრო); არიენ რობენი (ბაიერნი, 25 მილიონი ევრო); მიგელ ტორესი (ხეტაფე, 2 მილიონი ევრო) და რუუდ ვან ნისტელორი (ჰამბურგი, უფასოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა). ჯამში ფლორენტინომ სატრანსფერო ფანჯარაში 252.5 მილიონი ევრო დახარჯა და 88.5 მილიონი იშოვა. გუნდმა ლა ლიგა დეპორტივოს 3-2 ძლევით დაიწყო, მაგრამ, საბოლოოდ მე-2 ადგილზე გავიდა. ესპანეთის თასის მე-2 ეტაპზე გუნდა ალკორკონთან 4-0 წააგო და ადრევე გამოეთიშა ტიტულისთვის ბრძოლას. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუნდი ლიონმა გამოთიშა ბრძოლას (0-0; 1-1).

2010 წლის ივნისში გუნდიდან წავიდა ჩილელი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი და დაინიშნა ჟოზე მოურინიო. საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაში გუნდში მოვიდა: სერხიო კანალესი (რასინგ სანტანდერი, 4.5 მილიონი ევრო); ანხელ დი მარია (ბენფიკა, 25 მილიონი ევრო); პედრო ლეონი (ხეტაფე, 10 მილიონი ევრო); სამი ხედირა (შტუტგარტი, 12 მილიონი ევრო); რიკარდო კარვალიო (ჩელსი, 8 მილონი ევრო) და მესუთ იოზილი (ვერდერი, 24 მილიონი ევრო). წავიდნენ: კრისტოფ მეტცელდერი (შალკე, კონტრაქტის დასასრული); გუტი (ბეშიქთაში, კონტრაქტის გაწყვეტა); რაულ გონსალესი (შალკე, კონტრაქტის გაწყვეტა), როისტონ დრენტე (ერკულესი, იჯარა) და რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი, 9.7 მილიონი ევრო).

კარლო ანჩელოტირედაქტირება

2013 წლის 25 ივნისს „რეალ მადრიდის“ ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტი მომავალი წლიდან სამეფო კლუბს ჩაუდგებოდა სათავეში. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანჩელოტიმ გააძლიერა გუნდში ლუკა მოდრიჩის როლი, რომელსაც მოედნის ცენტრში მეტი სათამაშო თავისუფლება მიანიჭა, უკან, ნახევარდაცვაში დახია ანხელ დი მარია და გარეთ ბეილი შეუერთა კრისტიანო რონალდუსა და ქარიმ ბენზემას თავდასხმაში. ამ ცვლილებებმა „რეალი“ შეუჩერებელ ძალად აქცია. მან სადებიუტო სეზონშივე „რეალ მადრიდს“ მე-18 სამეფო თასი მოაგებინა, რომლის ფინალში გუნდმა კატალონიის „ბარსელონა“ დაამარცხა. ამავე სეზონში რეალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 2011-დან 2013 წლამდე გუნდი ვერ ახერხებდა ნახევარფინალური ეტაპის დაძლევას. ფინალში „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო მადრიდი“ დამარცხა დამატებით დროში, ანგარიშით 4-1. ამ ტიტულს მადრიდის რეალის ქომაგებმა „ლა დესიმა“ უწოდეს, რაც თარგმანში "მეათეს" ნიშნავს[1]. გუნდისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა. 2014 წლის აგვისტოში „რეალმა“ მოიგო უეფა-ს სუპერთასი, სადაც „სევილია“ დაამარცხა ანგარიშით 2-0. 2014 წლის 16 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ანჩელოტის გუნდმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 22 თამაში მოიგო. ანჩელოტიმ გუნდს ასევე ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. 2014-15 წლბის სეზონში „რეალ მადრიდმა“ კვლავ ვერ მოიგო ესპანეთის პრიმერა-დივიზიონი და მეორე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონობა კლუბმა „ბარსელონას“ დაუთმო, ასევე ვერ მოუგო თანაქალაქელ „ატლეტიკოს“, რომელმაც 2014 წლის სექტემბერში 1-0 მოუგო „რეალს“ 14 წლიანი პაუზის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგაზე რეალი ნახევარფინალიდან „იუვენტუსმა“ გამოაგდო. წარუმატებელი სეზონის შემდეგ ანჩელოტი თანამდებობიდან კლუბის მმართველმა საბჭომ გადააყენა.

სქოლიორედაქტირება