რაია ჰაფარ ალ-ჰასანი
რაია ჰაფარ ალ-ჰასანი (არაბ. ريا الحفار الحسن; დ. იანვარი, 1967) — ლიბანელი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა და მუნიციპალიტეტების მინისტრია, ასევე ყოფილი ფინანსთა მინისტრი. გახდა ლიბანის პირველი ქალი მინისტრი, რომელიც მთავრობაში ამ თანამდებობაზე დაინიშნა, ისევე, როგორც გახდა პირველი ქალი შინაგან საქმეთა მინისტრი არაბულ სამყაროში.[1][2][3][4]
რაია ჰაფარ ალ-ჰასანი | |
ლიბანის შინაგან საქმეთა და მუნიციპალიტეტების მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 31 იანვარი, 2019 |
პრეზიდენტი | მიშელ აუნი |
პრემიერ-მინისტრი | საად ჰარირი |
წინამორბედი | ნოჰად მაჩნოუკი |
ლიბანის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ნოემბერი, 2009 – 13 ივნისი, 2011 | |
პრეზიდენტი | მიშელ სულეიმანი |
წინამორბედი | მოჰამად ჩათაჰი |
მემკვიდრე | მოჰამად საფადი |
დაბადებული | იანვარი 1967 (57 წლის) |
პოლიტიკური პარტია | 14 მარტის კოალიცია |
განათლება | ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებარაია ალ-ჰასანი დაიბადა 1967 წლის იანვარში, სუნიტი ლიბანელების ოჯახში.[5][6] 1987 წლის ივნისში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში.[5][7] 1990 წელს კი მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.[8]
კარიერა
რედაქტირებაკარიერის დასაწყისში, ალ-ჰასანი მუშაობდა „Méditerranée Investors Group“-ში.[9]
მუშაობდა ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მრჩევლად, ხოლო მოგვიანებით მუშაობდა პრემიერ-მინისტრის აპარატში, იყო სხვადასხვა პროექტების მართვისა და ხარჯების მართვის რეფორმების ზედამხედველი.[8][10] მოგვიანებით, ალ-ჰასანი ასევე მუშაობდა რეფორმებზე, სადაც შეიმუშავა ეკონომიკური და სოციალური რეფორმების დღის წესრიგი, პრემიერ-მინისტრის აპარატისთვის.[10]
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროგრამებზე, გაეროს განვითარების პროგრამის და მსოფლიო ბანკის ეგიდით.
ფინანსთა მინისტრი
რედაქტირებაალ-ჰასანი, ფინანსთა მინისტრად 2009 წლის 9 ნოემბერს დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მოჰამედ ჩათაჰი შეცვალა.[11][12] მისი უფლებამოსილება 2011 წელს[6] ამოიწურა და მიმდინარე თანამდებობა მოჰამედ საფადიმ დაიკავა.[13]
შინაგან საქმეთა და მუნიციპალიტეტების მინისტრი
რედაქტირებაალ-ჰასანი, 2019 წლის 31 იანვარს შინაგან საქმეთა და მუნიციპალიტეტების მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ნოჰად მაჩნოუკი შეცვალა.
დამატებითი კავშირები და წევრობა
რედაქტირებაალ-ჰასანი, 14 მარტის ალიანსის წევრი და საად ჰარირის მოკავშირეა.[11][14] 2016 წელს, იგი მუშაობდა „არაბთა ადამიანური განვითარების ანგარიშების“ მრჩეველთა საბჭოში.[15] ალ-ჰასანი, ასევე „MedInvestment Bank“-ის (BankMed) დირექტორთა საბჭოს წევრია, სადაც აგრეთვე სააუდიტო კომიტეტის წევრია.[16][17]
ალ-ჰასანი, „ტრიპოლის სპეციალური ეკონომიკური ზონის“ (TSEZ) თავმჯდომარე და გენერალური მენეჯერია.[2][18]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაალ-ჰასანი დაქორწინებულია ჯანაჰ ალ-ჰასანზე და ჰყავს სამი შვილი.[5][19]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რაია ალ-ჰასანი – პირველი ქალი შინაგან საქმეთა მინისტრი არაბულ სამყაროში. ციტირების თარიღი: 2019-02-16
- ↑ 2.0 2.1 Special Spot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-25. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- ↑ „Le portefeuille des Finances libanaises passe en mains féminines“. Tribune de Geneve (French). 16 November 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2019-02-16.
- ↑ Subscribe to read en-GB. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- ↑ 5.0 5.1 5.2 Raya Haffar AL Hassan. Ministry of Finance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ 6.0 6.1 The Republic of Lebanon. Worldwide Guide to Women in Leadership. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ Reunion News. The American University of Beirut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ 8.0 8.1 Speakers. Economist Conferences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2013. ციტირების თარიღი: 22 February 2013.
- ↑ GW Magazine. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- ↑ 10.0 10.1 About RHU -Rafik Hariri University en. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- ↑ 11.0 11.1 „Lebanon rivals form unity government“. The Arab American News. Beirut. 18 November 2009. ციტირების თარიღი: 5 October 2012.
- ↑ „Lebanon's Hariri forms unity govt with Hezbollah“. Reuters (ინგლისური). 2009-11-09. ციტირების თარიღი: 2019-01-17.
- ↑ The Cabinet. Embassy of Lebanon Washington DC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2013. ციტირების თარიღი: 26 January 2014.
- ↑ Moubayed, Sami (11 November 2009). „Hezbollah back in the Lebanon fray“. Asia Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2019.
- ↑ Arab Human Development Reports: Report 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-28. ციტირების თარიღი: 2019-02-16.
- ↑ Bankmed. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- ↑ BankMed: BankMed Annual Report 2013.
- ↑ Subscribe to read en-GB. ციტირების თარიღი: 2019-01-17
- ↑ „Mum defies Lebanese banking tradition“. Sydney Morning Herald. 18 December 2009.