ჟუნინიო პერნამბუკანო

აუგუსტო რიბეირო რეიეს ჟუნიორი (პორტ. Antônio Augusto Ribeiro Reis Júnior; დ. 30 იანვარი, 1975, რესიფი, ბრაზილია), უფრო მეტად ცნობილია როგორც ჟუნინიო (პორტ. Juninho) ან ჟუნინიო პერნამბუკანო (პორტ. Juninho Pernambucano) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად იკავებს ლიონის „ოლლიმპიკის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იგი მიჩნეულია საჯარიმო დარტყმების ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად. მის მიერ საჯარიმოდან გატანილი 75 გოლი დღემდე რჩება აბსოლუტურ რეკორდად ფეხბურთის ისტორიაში.[2][3][4]

ჟუნინიო პერნამბუკანო
ჟუნინიო 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აუგუსტო რიბეირო რეიეს ჟუნიორი
დაბადების
თარიღი
30 იანვარი, 1975 (1975-01-30) (49 წლის)
დაბადების
ადგილი
რესიფი, ბრაზილია
სიმაღლე 178 სმ[1]
ახალგაზრდული კარიერა
1991–1992 სპორტ რესიფი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2001 სპორტ რესიფი 24 (3)
1995–2001 ვასკო და გამა 191 (37)
2001–2009 ოლიმპიკ ლიონი 250 (75)
2009–2011 ალ-ღარაფა 40 (15)
2011–2012 ვასკო და გამა 76 (19)
2013 ნიუ-იორკ რედ ბულზი 13 (0)
2013 ვასკო და გამა 22 (2)
სულ 505 (134)
ეროვნული ნაკრები
1999–2006 ბრაზილია 40 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჟუნინიომ პროფესიული კარიერა 1993 წელს, ბრაზილიურ კლუბ „სპორტ რესიფში“ დაიწყო. ორი წლის შემდეგ შუერთდა კლუბ „ვასკო და გამას“, სადაც ჩაატარა ასამდე მატჩი და ოთხი შიდა და ორი საერთაშორისო ტურნირის მოგება შეძლო. 2001 წელს გადავიდა ლიონის „ოლიმპიკში“. 8 წლის განმავლობაში ჟუნინიო კლუბთან ერთად შვიდჯერ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონატის გამარჯვებული.[5] 2009 წელს დატოვა „ლიონი“ და კატარულ კლუბ „ალ-ღარაფას“ შეუერთდა. 2011-2012 წლებში კვლავ „ვასკო და გამაში“ ასპარეზობდა. 2013 წელს თამაშობდა ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ რედ ბულზში“, ხოლო იმავე წელს ჟუნინიომ, მას შემდეგ, რაც მესამედ გადავიდა „ვასკო და გამაში“, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მისი დებიუტი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1999 წელს. საერთო ჯამში ჩაატარა 40 მატჩი და გაიტანა 6 გოლი. 2005 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად დაეფულა ფიფა-ს კონფედერაციის თასს. იგი, აგრეთვე მონაწილეობდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.[6]

2013-2018 წლებში ჟინინიო იყო ბრაზილიის ტელეარხ Rede Globo-ს ფეხბურთის კომენტატორი.[7]

ტიტულები

რედაქტირება
საკლუბო

სპორტ რესიფი[8]

ვასკო და გამა[9]

ლიონი[9]

ალ-ღარაფა[9]

  • კატარის ლიგა: 2009–10
  • კატარის თასი: 2009
  • კატარის პრინცის სახელობის თასი (2): 2010, 2011
სანაკრებო

ბრაზილია[8][9]

ინდივიდუალური
  • ჟურნალ „Placar“-ის ვერცხლის ბურთი: 2000[10]
  • UNFP-ის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (3): თებერვალი, 2005, მარტი, 2005, ოქტომბერი, 2006
  • UNFP-ის ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2005–06[11]
  • UNFP-ის ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრების წევრი (3): 2003–04, 2004–05, 2005–06[11]
  • ESM-ის სიმბოლური ნაკრების წევრი (2): 2005–06, 2006–07
  • კატარის ფეხბურთის ასოციაციის წლის ფეხბურთელი: 2010[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Juninho. PSBI BIAK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2020-05-08.
  2. From Ligue 1 to superstardom: Juninho Pernambucano.
  3. Qui Est le Meilleur Tireur de Coups-Francs de L’histoire?.
  4. Why Juninho Pernambucano Is the Greatest Free-Kick Taker of All Time.
  5. Juninho... ses chiffres lyonnais. Olympique Lyonnais. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-06. ციტირების თარიღი: 2020-05-08.
  6. Appearances for Brazil National Team.
  7. Comentarista da Globo, Juninho Pernambucano "corneta" prêmio da ESPN.
  8. 8.0 8.1 Juninho: a cool head and a hot shot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2020-05-08.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 „Juninho Pernambucano – PRIZE LIST“.
  10. „Bola de Prata Placar 2000“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-08. ციტირების თარიღი: 2022-12-07.
  11. 11.0 11.1 „Red Bulls sign Juninho“.
  12. „NY Red Bulls sign Juninho Pernambucano“.