პეპ გვარდიოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ჟოსეპ გუარდიოლა)

ჟოზეპ „პეპ“ გვარდიოლა ი სალა (კატ. Josep Guardiola i Sala [ʒuˈzɛp gwaɾdiˈɔłə]; დ. 18 იანვარი, 1971) — ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა ჩამშლელ ნახევარმცველად. კარიერის უდიდესი ნაწილი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული. გვარდიოლა შედიოდა იოჰან კრუიფის „ოცნების გუნდში“, რომელმაც „ბარსელონას“ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაპოვებინა. ასევე, გვარდიოლა თამაშობდა „ბრეშაში“, „რომაში“, „ალ-აჰლისა“ და დორადოს „დე სინალოაში“. ამჟამად ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთის მწვრთნელად.[2] არის რეკორდსმენი ლა ლიგაში, ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობის მხრივ.[კომ. 1][3]

პეპ გვარდიოლა
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“, 2017 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟოზეპ გვარდიოლა ი სალა [1]
დაბადების
თარიღი
18 იანვარი, 1971 (1971-01-18) (53 წლის)
დაბადების
ადგილი
სანპედორი, კატალონია, ესპანეთი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
(მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1983–1990 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1992 ბარსელონა B 59 (5)
1990–2001 ბარსელონა 263 (6)
2001–2002 ბრეშა 11 (2)
2002–2003 რომა 4 (0)
2003 ბრეშა 13 (1)
2003–2005 ალ-აჰლი 18 (2)
2005–2006 დორადოსი 10 (1)
სულ 178 (17)
ეროვნული ნაკრები
1991 ესპანეთი 21 წლ. 2 (0)
1991–1992 ესპანეთი 23 წლ. 12 (2)
1992–2001 ესპანეთი 47 (5)
1995–2005 კატალონია 7 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2007–2008 ბარსელონა B
2008–2012 ბარსელონა
2013–2016 ბაიერნი მიუნხენი
2016– მანჩესტერ სიტი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მან 47 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ, გვარდიოლა მცირე ხნით წვრთნიდა ბარსელონა B-ს, რომელთანაც მან მოიგო Tercera División-ის ტიტული.

„ბარსელონას“ პირველ გუნდს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა და პირველივე სეზონში კლუბს ლა ლიგა, კოპა დელ რეი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც კლუბს ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა, გვარდიოლა კატალონიის პარლამენტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.[4] იმავე წელს იგი ფიფას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა. მან „ბარსელონაში“ ოთხწლიანი სამწვრთნელო მოღვაწეობა 2012 წელს დაასრულა 14 მოგებული ტიტულით, რაც საკლუბო რეკორდია.

მიღწევები

რედაქტირება

  ბარსელონა:(15)

სამწვრთნელო

რედაქტირება

  ბარსელონა:(14)

  ბაიერნი მიუნხენი:(7)

  მანჩესტერ სიტი:(17)

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • დონ ბალონის პრიზი: 2009, 2010
  • მიგელ მუნიოსის პრიზი: 2009, 2010
  • Onze d'Or ევროპის საუკეთესო მწვრთნელისთვის: 2009, 2011, 2012
  • World Soccer-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2009, 2011
  • World Soccer-ის ყველა დროის მე-5 საუკეთესო მწვრთნელი: 2013[8]
  • France Football-ის ყველა დროის მე-5 საუკეთესო მწვრთნელი: 2019[9]
  • ESPN-ის ყველა დროის მე-18 საუკეთესო მწვრთნელი: 2013[10]
  • IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი: 2009, 2011
  • ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი — ალფ რამზის ჯილდო: 2011
  • ევროპის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: 2008–09
  • უეფას წლის გუნდის საუკეთესო მწვრთნელი: 2008–09, 2010–11
  • ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2009, 2010, 2011, 2012
  • ფიფას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი: 2011
  • Globe Soccer-ის სამწვრთნელო კარიერის ჯილდო: 2013
  • Globe Soccer-ის საუკუნის მწვრთნელი: 2020[11]
  • პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი: 2017 წლის თებერვალი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, 2019 წლის თებერვალი, აპრილი, 2021 წლის იანვარი, თებერვალი, 2021 წლის ნოემბერი, დეკემბერი
  • პრემიერლიგის სეზონის მწვრთნელი: 2017–18, 2018–19, 2020–21[12]
  • * LMA-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2017–18,[13] 2020–21[14]
  • ლიგის მენეჯერთა ასოციაციის (LMA) დიდების დარბაზი[15]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Collell, Jaume (2009). Pep Guardiola: de Santpedor al banquillo del Barça. Península. ISBN 978-84-8307-890-7. 
  • Riera, Josep (2009). Escoltant Guardiola: el pensament futbolistic i vital de l'entrenador del Barça en 150 frases. Cossetania. ISBN 978-84-9791-552-6. 
  • Guardiola, Pep (2009). Paraula de Pep. Ara Llibres. ISBN 978-8492552801. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
BDFA · BDFutbol (P) · BDFutbol (M) · CUP2002.RU · eu-football.info (P) · FBref.com · fifa.com · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase (M) · playmarkerstats.com (P) · playmarkerstats.com (M) · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · worldfootball.net (P)

კომენტარები

რედაქტირება
  1. „ბარსელონა“ (16 თამაში, 2010–11), მიუნხენის „ბაიერნი“ (19 თამაში, 2013–14) და „მანჩესტერ სიტი“ (18 თამაში, 2017–18).