ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟერარ დე ნერვალი (ნამდვილი სახელი ჟერარ ლაბრიუნი), (დ. 22 მაისი, 1808, პარიზი — გ. 26 იანვარი, 1855, იქვე) — ფრანგი მწერალი და პოეტი.

ჟერარ დე ნერვალი
ფრანგ. Gérard de Nerval
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1808(1808-05-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი former 7th arrondissement of Paris
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1855(1855-01-26)[1] [13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი former 7th arrondissement of Paris
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
ფსევდონიმი Gérard de Nerval
საქმიანობა პოეტი[11] [12] , დრამატურგი, რომანისტი და ნოველისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[14]
Magnum opus Voyage to the Orient, La Pandora, Aurélia და Les Illuminés
მეუღლე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟერარ დე ნერვალი დაიბადა 1808 წელს, პარიზში. ორი წლის შემდეგ დედა გარდაეცვალა და ნერვალი დედამისის ბიძამ, ანტუან ბუშერმა გაზარდა პატარა სოფელ ვალუაში. ეს ადგილი შემდგომში მისთვის თითქმის მითურ მნიშვნელობას იძენს.

1814 წლიდან იგი პარიზში ლიცეუმში სწავლობს, სადაც თავს გამოიჩენს გოეთეს ნაწარმოებების თარგმანით. დაუმეგობრდება გოტიესა და ვიქტორ ჰიუგოს. წერს ლექსებს და თეატრალურ პიესებს, რომლებსაც წარმატება არ ხვდება. მალე მას შეუყვარდება მსახიობი ქალი, ჟენი კოლონი და მთელ თავის ქონებას მის კარიერას მოახმარს. მაგრამ ქალი მის მიმართ გულგრილია და სხვას მიჰყვება ცოლად. ჟენი კოლონი არის ნერვალისათვის ქალის იდეალი, რომელიც ხშირად ფიგურირებს მის შემოქმედებაში, ზოგჯერ მითოლოგიური ქალღმერთების სახითაც კი. ქალისადმი სიყვარული პოეტს ფსიქიკურ აშლილობამდეც მიიყვანს. სიცოცხლის უკანასკნელი წლების მანძილზე ნერვალი რამდენიმეჯერ მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა თავად არასოდეს აღიარებდა, რომ მისი ეს "დაავადება" სიგიჟე იყო. იგი ამას "რეალურ ცხოვრებაში სიზმრის შემოჭრას" უწოდებდა.

1844 - 1847 წლებში ნერვალი ბევრს მოგზაურობდა ბელგიაში, ნიდერლანდებში და ლონდონში. ამავე დროს იგი განაგრძობდა წერას და თარგმნას. მას ეკუთვნის მისივე მეგობრის, ჰაინრიხ ჰაინეს ლექსების თარგმანი.

სიცოცხლის ბოლო წლები ნერვალისათვის მატერიალურადაც და მორალურადაც მძიმე იყო. ამ დროს ექიმის რჩევით დაიწყო საკუთარი შინაგანი ავტობოგრაფიების წერა და შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სილვია და ორელია.

1855 წლის 26 იანვარს ჟერარ დე ნერვალმა თავი ჩამოიხრჩო.

შემოქმედება

რედაქტირება

ნერვალის ნაწარმოებები ერთი მხრივ ავტობიოგრაფიულია, მეორე მხრივ კი ავტორს ეხმარება საკუთარი არსების მთლიანობის აღმოჩენაში. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ნოველათა კრებული ცეცხლის ქალიშვილები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სილვია. ამ ნაწარმოებში მთელი სიძლიერით გამოიკვეთა დროის წარმავლობის ავტორისეული შეგრძნება. ნაწარმოებში არის მომენტები, როცა მთხრობელი თითქმის მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ეშვება მითურ, ილუზიურ სამყაროში, მაგრამ მაშინვე თავს ხელში იყვანს და რეალობას უბრუნდება. მოგინება, მართალია, ეხმარება ადამიანს საკუთარ თავში ერთიანობის მიღწევაში, მაგრამ ამასთან, შეიძლება გახლეჩა გამოიწვიოს აწმყო "მე"-სა და წარსულ "მე"-ს შორის. მწერლის მიზანი სწორედ ისაა ,რომ ეს ორი შეათანხმოს, რეალობა და მოგონება გააერთიანოს და სხვადასხვა დროის "მე"-ებისგან ერთიანობა შექმნას.

საკუთარ არსებაში ერთიაობის მიღწევის საშუალებაა მოგზაურობაც. ნერვალისთვის მოგზაურობა ნიშნავს იმ ადგილების ხელახლა ნახვას, სადაც უკვე იყო და რომელიც ახსოვს.

მთელი ნერვალისეული შემოქმედება გადმოსცემს სურვილს დაამსხვრიოს ტრადიციული საზღვრები და განახორციელოს წერის საშუალებით "რეალურ ცხოვრებაში სიზმრის გადმოტანა".

სილვიას გაგრძელებას წარმოადგენს ორელია, რომლის წერა ნერვალმა ექიმის რჩევით დაიწყო. წერას თერაპიული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ესაა მწერლის შინაგანი ისტორია მსახიობ ქალთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ტექსტში სურათებადაა წარმოდგენილი ავტორის მიერ განცდილი ხილვები, გრძნობები, ტანჯვა. ნაწარმოების მთავარი ხაზია ქალის არქეტიპის ძიება, სიზმრის, ოცნების დამორჩილება და წარმართვა. მთხრობელი ცდილობს ცნობიერებას დაუმორჩილოს ხილვები, ქვეცნობიერი, აზროვნებაში მოათავსოს სიზმრები, მაგრამ ამაოდ. როგორც კი იწყებს მცდელობას მიმართულება მისცეს სიზმრებს და არა მხოლოდ განიცადოს ისინი, სიზმრები წყვეტს დადებით მოქმედებას. აქედან იკვეთება დასკვნა: ადამიანის წარმოსახვა გონებას არ ემორჩილება.

მოგონებისადმი მინიჭებული მნიშვნელობით ნერვალმა დიდი გავლენა მოახდინა პრუსტსა და ბოდლერზე. ქვეცნობიერი სამყაროს გამოკვეთითა და ფსიქოანალიზით კი იგი თავიანთ წინამორბედად გამოაცხადეს სიურეალისტებმა.

მთავარი ნაწარმოებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 Babelio — 2007.
  11. 11.0 11.1 11.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  13. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  14. LIBRISNational Library of Sweden, 2012.