ჟან ტრიკარი
ჟან ტრიკარი (ფრანგ. Jean Tricart; დ. 16 სექტემბერი, 1920, მონმორანსი — გ. 6 მაისი, 2003, სტრასბური) — ფრანგი გეოლოგი და გეომორფოლოგი. პარიზის უნივერსიტეტში ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ასისტენტად იქვე (1945-1948). 1947 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური რუკების სამსახურის თანამშრომელი. სტრასბურის უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოგრაფიის ცენტრის დირექტორი და პროფესორი. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის გამოყენებითი გეომორფოლოგიის კომისიის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა სტრუქტურულ და კლიმატურ გეომორფოლოგიას, გეომორფოლოგიის გამოყენებით და მეთოდოლოგიურ საკითხებს. შეისწავლა სენეგალის დელტის გეოლოგიური აგებულება, ბრაზილიის აუზი და სხვა; აგრეთვე პერუსა და ჩილეს წყლის რესურსები.
ჟან ტრიკარი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1920[1] |
დაბ. ადგილი | მონმორანსი[2] [3] |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 2003[4] [5] [3] [6] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | სტრასბური[5] [3] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[7] |
საქმიანობა | გეოგრაფი და გეომორფოლოგი |
მუშაობის ადგილი | სტრასბურის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Busk Medal[8] |
ტრიკარი იყო — „Revue de géomorphologique dynamique“-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Fichier des personnes décédées mirror
- ↑ Bibliothèque nationale de France Record #11927077j // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 5.0 5.1 https://www.acte-deces.fr/recherche-deces-famille-tricart
- ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2013.
- ↑ Géomorphologie — 2003. — Vol. 9, გამ. 3. — P. 191–195. — ISSN 1957-777X; 1266-5304