ჟან-დენი ბარბიე დიუ ბოკაჟი
ჟან-დენი ბარბიე დიუ ბოკაჟი (ფრანგ. Jean-Denis Barbié du Bocage; დ. 28 აპრილი, 1760, პარიზი, საფრანგეთი — გ. 28 დეკემბერი, 1825, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი.
ჟან-დენი ბარბიე დიუ ბოკაჟი | |
---|---|
ფრანგ. Jean-Denis Barbié du Bocage | |
დაბ. თარიღი | 28 აპრილი, 1760[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | პარიზი |
გარდ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1825[1] [3] [4] [5] (65 წლის) ან 29 დეკემბერი, 1825[6] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[7] [8] [9] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | გეოგრაფი[8] და კარტოგრაფი[10] |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრ ბარბიე დიუ ბოკაჟი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[11] |
ბიოგრაფია
რედაქტირებად’ანვილის მოსწავლის, ბარბიეს შემოქმედებითი დიდება მის მიერ შედგენილი ატლასის გამოქვეყნებით დაიწყო „უმცროსი ანახარსის მოგზაურობა საბერძნეთში“ (Voyage du jeune Anacharsis). ბარბიე ძალზედ დაინტერესებული იყო ძველი საბერძნეთის გეოგრაფიით.
ბარბიემ შეადგინა რუკები და გეგმები, რომელიც დაურთო შუაზელ-გუფეს, საბერძნეთში მოგზაურობის მხატვრულ აღწერას. ასევე იმ გზის რუკა, რომელზეც 10 000 ბერძენის (ძვ. წ. 401) ცნობილი გამოსვლა მოხდა მცირე აზიიდან.
1816 წელს გამოვიდა ბარბიეს „უძველესი ისტორიის ატლასი“.
1780 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს გეოგრაფად. 1785 წელს დაევალა ნუმიზმატიკის კაბინეტის მართვა, ხოლო 1792 წელს სამეფო ბიბლიოთეკის გეოგრაფიული რუკების განყოფილების ხელმძღვანელობა.
1809 წელს არჩეული იქნა ფრანგული კოლეჯის პროფესორად, 1821 წელს ბარბიე გახდა პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.
დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
ოჯახი
რედაქტირებაუმცროსი ვაჟი, ალექსანდრე-ფედერიკი დაიბადა 1798 წელს. გარდაიცვალა 1835 წლის 25 თებერვალს, იყო პარიზის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პროფესორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hugues B. Maret, Une lettre de Talleyrand sur l'élection de Denis Barbié du Bocageà l'Institut en 1806, in: Journal des avants, juin 1928, (www.persee.fr)
- Jacques-Alphonse Mahul, Annuaire nécrologique, ou Supplément annuel et continuation de toutes les biographies ou dictionnaires historiques, 1825, Paris : Ponthieu, 1826, [1].
- Philippe de la Renaudière, Éloge de M. Barbié du Bocage, lu lors de l'assemblée de la Société de géographie, le 1 décembre 1826.
- Catalogue des livres de la bibliothèque de feu M. Barbié du Bocage, précédé d'une notice historique sur sa vie et ses ouvrages, Paris, 1826.
- Louis Verneuil, Rideau à neuf heures (Souvenirs de Théâtre), Éditions des deux rives, Paris, 1945
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #117563129 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 KNAW Past Members
- ↑ 4.0 4.1 FINA Wiki — ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია.
- ↑ 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ Beaumont F. M. Manuel et itinéraire du curieux dans le cimetière du Père la Chaise — Paris: 1828. — P. 125.
- ↑ 8.0 8.1 Moiroux J. Le cimetière du Père-Lachaise — Paris: 1908. — P. 57.
- ↑ A. Henry Le Père Lachaise historique, monumental et biographique — Paris: chez l'auteur, 1852. — P. 13. — 116 გვრ.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.persee.fr/doc/inrp_0298-5632_1985_ant_2_1_2583