ჟან ბატისტ ბურგინიონ დ’ანვილი

ჟან ბატისტ ბურგინიონ დ'ანვილი (ფრანგ. Jean Baptiste Bourguignon d'Anville; დ. 11 ივლისი, 1697 — გ. 28 იანვარი, 1682) — ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. მისი რუკები დიდი სიფრთხილით, სიზუსტითა და უამრავი კვლევების შედეგად არის შექმნილი, ამიტომ ისინი სანდო და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ჟან ბატისტ ბურგინიონ დ'ანვილი
Jean Baptiste Bourguignon d'Anville
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1697
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 1782 (84 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
საქმიანობა გეოგრაფი
კარტოგრაფი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟან ბატისტ ბურგინიონ დ'ანვილი დაიბადა 1697 წლის 11 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. მისი გატაცება გეოგრაფიული თვალსაზრისით ადრეულ ასაკშივე გამოვლინდა. ასე 12 წლის იქნებოდა, როდესაც პირველად სცადა რუკების შექმნა. 15 წლის ასაში გამოსცა მისი პირველი რუკა, 22 წლის ასაკში კი მიენიჭა დამსახურებული ჯილდო.

ამის შემდეგ დ'ანვილი იყო ორლეანის ჰერცოგის პირადი დივანი. 1775 წელს გახდა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

1779 წელს მთავრობის სამეფო ბიბლიოთეკამ (ახლა საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა) შეიძინა მისი ფასდაუდებელი კოლექცია.

ჟან ბატისტ ბურგინიონ დ'ანვილი გარდაიცვალა 1782 წლის 28 იანვარს, პარიზში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Taton, Juliette (1970). „Anville, Jean-Baptiste Bourguignon D'“. Dictionary of Scientific Biography. 1. New York: Charles Scribner's Sons. pp. 175–176. ISBN 0-684-10114-9.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება