ბენუა გიიომ რობერ ანტუან ლუი მარი ადოლფ მარკ დ’ავიანო ჟანი (ფრანგ. და ლუქს. Jean Benoît Guillaume Robert Antoine Louis Marie Adolphe Marc d’Aviano) (დ. 5 იანვარი, 1921, ლუქსემბურგი — გ. 23 აპრილი, 2019) — ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაური, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი (1964-იდან 2000 წლამდე), ნასაუს დინასტიიდან, ბურბონ-პარმის პრინცი. 1938 დაამთავრა კოლეჯი ინგლისში. ნაცისტური გერმანიის მიერ ლუქსემბურგის ოკუპაციის დროს (1940 წლის 10 მაისი) ემიგრაციაში იყო. ლუქსემბურგის ახალგაზრდობის ფაშისტურ ვერმახტში იძულებითი გაწვევის პროტესტის ნიშნად 1942 შევიდა ინგლისის შეიარაღებული ძალების რიგებში. მონაწილეობდა ბრძოლებში ნიდერლანდებსა და ჩრდილოეთ გერმანიაში. ლუქსემბურგის არმიის პოლკოვნიკის ჩინი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება