პუშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
პუშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — კარის მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია პუშკინში, სანაპიროს ქუჩაზე. ეკლესია აგებულია 1870-1872 წლებში, ეკლექტიკის სტილში. ტაძარი მიწერილია სოფიას ტაძარზე.
პუშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°42′55″ ჩ. გ. 30°24′44″ ა. გ. / 59.71528° ჩ. გ. 30.41222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | იპოლიტ მონიგეტი, ალექსანდრე ვიდოვი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ეკლექტიკა |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაცარსკოესელოს ნიკოლაევსკის გიმნაზია ააშენეს იპოლიტ მონიგეტისა და არქიტექტორ ალექსანდრე ვიდოვის პროექტის მიხედვით. პროექტი ითვალისწინებდა ტაძრის მშენებლობას, მაგრამ გიმნაზია გაიხსნა 1870 წლის 20 სექტემბერს, ეკლესია კი ჯერ კიდევ არ იყო ნაკურთხი, არ ჰქონდა საეკლესიო ჭურჭელი, არ იყო შიგნით აღჭურვილობა, მხოლოდ კანკელი იდგა ეკლესიაში.
ამ დღეს ტაძარში ლოცვა აღავლინა რაველის ეპისკოპოსმა პავლე ლებედევმა, რომელშიც მონაწილეობდა იმპერატორი ალექსანდრე II.
იმისათვის, რომ ეკლესიის მშენებლობა სწრაფად წარმართულიყო გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 1870 წლის 16 ნოემბერს გამოყო თანხა 300 რუბლი, ხოლო დირექტორმა ი. პისკარიოვმა პირადად გამოყო 240 რუბლი. გიმნაზიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა შექმნეს საკონსულტაციო კომიტეტი. კომიტეტის მოღვაწეობის შედეგად შეაგროვეს 15 000 რუბლი ტაძრის მშენებლობისთვის.
1872 წლის 14 იანვარს საზეიმოდ შედგა ქალაქის ჰოსპიტალის სამლოცველოდან საკურთხევლის გადატანა გიმნაზიის ეკლესიაში, რომელიც გაარემონტეს და მოამზადეს კურთხევისთვის.
1872 წლის 10 ნოემბერს ეკლესია აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე. კურთხევის ცერემონიალი შეასრულა მიტროპოლიტმა ისიდორე ნიკოლსკიმ ეპისკოპოს პალადი რაევის თანამონაწილეობით. ტაძრის კურთხევა შედგა ღვთისმშობლის შობის სახელზე და არა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, როგორც ადრე იყო ჩაფიქრებული.
ტაძრის კურთხევიდან 1878 წლამდე ეკლესია მიწერილი იყო პუშკინის ეკატერინეს ტაძარზე. 1878 წლიდან ტაძარს საკუთარი სასულიერო პირების გუნდი ჰყავს. პირველი წინამძღვარი იყო ალექსანდრე როჟდესტვენსკი, პოეტ ვსევოლოდ როჟვეტვენსკის მამა.
ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა კვირაობით და დღესასწაულის დღეებში.
1909 წლის 17 დეკემბერს გიმნაზიის ეკლესიაში დაკრძალეს გიმნაზიის დირექტორი ინოკენტი ანენსკი.
ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1922 წელს. საეკლესიო ღირებულების ნაწილი გააგზავნეს გატჩინოში, ხოლო მეორე ნაწილი კანკელის ჩათვლით სკოლის ადმინისტრაციას გადაეცა.
1988 წელს შენობაში განთავსდა თოჯინების თეატრი, შემდეგ კი საწყობი.
2006 წლის 19 ოქტომბერს ეკლესიის დაბრუნების შესახებ სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონის ადმინისტრაციამ მიიღო ეკლესიის დაბრუნების გადაწყვეტილება.
2007 წლის იანვარში ტაძრის გუმბათზე დაამონტაჟეს ჯვარი, ხოლო 27 იანვარს შედგა პირველი ლიტურგია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- Краткий исторический очерк Императорской Николаевской Царскосельской гимназии за XXV лет (1870-1895). — СПб.: Паровая Скоропечатня П. Ф. Яблонского, 1895. — С. 97—99.
- Ласточкин С. Я., Рубежанский Ю. Ф. Царское Село - резиденция российских монархов: Архит. и воен.-ист. очерк. — 2-е изд., доп. и перераб. — СПб.: Тип. "Правда", 2000. — ISBN 5-85991-043-6.