პუშკინის სოფიას ტაძარი
პუშკინის სოფიას ტაძარი (რუს. Софийский собор) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ პუშკინში. აგებულია 1782-1788 წლებში.
პუშკინის სოფიას ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°42′18″ ჩ. გ. 30°23′38″ ა. გ. / 59.70500° ჩ. გ. 30.39389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ჩარლზ კამერონი |
ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1782-1788 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირება1779 წელს სამაზრო ქალაქ სოფიას დაარსების შემდეგ ეკატერინე II-მ წამოაყენა წინადადება აეშენებინათ ეკლესია-ძეგლი რუსეთ-ოსმალეთს ომების დასრულების აღსანიშნავად. ერთ-ერთი პროექტის ჩანაფიქრით იგი კონსტანტინოპოლის სოფიას ტაძრის ანალოგი უნდა ყოფილიყო.
1782 წლის 10 აგვისტოს, იმპერატორის ოჯახის მონაწილეობით, სოფიას ხის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესიაში აღესრულა ლიტურგია. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ჩარლზ კამერონი. ტაძრის კურთხევა გაიმართა 1788 წლის 31 მაისს ეკატერინე II-ის, მემკვიდრისა და სასახლის დიდებულების მონაწილეობით. კურთხევივან 1845 წლამდე ეკლესია ეკუთვნოდა წმინდა ვლადიმირის ორდენს.
1903 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეკლესიას შესწირა ჯვარი და საეკლესიო ჭურჭელი, რომელიც იყო ეკატერინეს მიერ ტაძრისათვის ნაჩუქარი ჭურჭლის ზუსტი ანალოგი. აღნიშნული პირველი ჭურჭელი 1812 წელს ნაპოლეონის ლაშქრობის საშიშროების გამო გაიტანეს ჯერ ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესიაში, ხოლო შემდეგ ეკატერინეს საკათედრო ტაძარში.
1918 წლიდა სოფიას ტაძარი სამრევლო ეკლესიაა. 1933 წლის 6 ნოემბრის ლენინგრადის რაიონული აღმასკომის დადგენილების მიხედვით ტაძარი დახურეს. შენობა გადაეცა 32-ე მექანიზირებულ ბრიგადას, რომელიც საწყობად გამოიყენებდა.
1995 წლის 20 მარტს სოფის ტაძარი შეიტანეს ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების სიაში. 1999 წელს მოხდა ტაძრის სრული კურთხევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Вильчковский С. Н. Царское Село:. — Репринт. воспроизведение изд. 1911 г. — СПб.: Рекл.-изд. предприятие "Титул-СПб.", 1992. — С. 230-236.
- Ласточкин С. Я., Рубежанский Ю. Ф. Царское Село - резиденция российских монархов: Архит. и воен.-ист. очерк. — 2-е изд., доп. и перераб. — СПб.: Тип. "Правда", 2000. — ISBN 5-85991-043-6.
- Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 40—49. — ISBN 5-9900655-3-1.
- Васильев В. В. Царскосельская София. — СПб.: АНО "Санкт-Петербургский центр гуманитарных программ", 2008. — 32 с. — ISBN 978-5903097-66-1.