პუშკინის წმინდა ეკატერინეს საკათედრო ტაძარი

პუშკინის წმინდა ეკატერინეს საკათედრო ტაძარი (რუს. Екатерининский собор) — მართლმადიდებლური ეკლესია პუშკინში, ტაძრის მოედანზე. ეკლესია აღდგენილია 2007-2010 წლებში, დანგრეული მართლმადიდებლური ტაძრის ადგილზე.

პუშკინის წმინდა ეკატერინეს საკათედრო ტაძარი
პუშკინის წმინდა ეკატერინეს საკათედრო ტაძარი — რუსეთი
პუშკინის წმინდა ეკატერინეს საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°43′13″ ჩ. გ. 30°24′26″ ა. გ. / 59.72028° ჩ. გ. 30.40722° ა. გ. / 59.72028; 30.40722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831574000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კონსტანტინ ტონი
ხუროთმოძღვრული სტილი ფეევდორუსული
თარიღდება 1840

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია რედაქტირება

ცარსკოე-სელოს საქალაქო ტაძრის დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე მშენებლობა დაიწყო 1835 წელს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით. მშენებლობა მიმდინარეობდა არქიტექტორ კონსტანტინ ტონის პროექტის მიხედვით.

ტაძრის კურთხევა გაიმართა 1840 წლის 6 დეკემბერს, რომელსაც ესწრებოდა იმპერატორი და უფლისწული ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. 1842 წლისათვის ყველანაირი მოსაპირკეთებელი სამუშაო დასრულდა. ტაძარი დაზიანდა 1862 წელს გაჩენილი ხანძრის გამო.

1890 წლის აპრილში ტაძრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო ტაძრის მასშტაბური რემონტი, რომელიც ამავე წლის ნოემბერში დასრულდა.

1917 წლის 31 ოქტომბერს ბოლშევიკები შევიდნენ ცარსკოე-სელოში და დააპატიმრეს მღვდლები. მამა იოანე აეროდრომზე დახვრიტეს საკუთარი შვილის თვალწინ.

1938 წლის 12 მარტს ტაძრის წინამძღვარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ხოლო ტაძარი საბოლოოდ დახურეს 1938 წლის 11 ივლისს. 1939 წლის 10 ივნისს ტაძარი ააფეთქეს. აფეთქების სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინერი ე. ნ. ნილსენი. ტაძრის ტერიტორიაზე გააშენეს სკვერი, ხოლო 1960 წელს ტაძრის ადგილზე დადგეს ლენინის ძეგლი.

1994 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა იოანეს კანონიზაცია მოახდინა, ამასთან დაკავშირებით 1995 წლის 5 თებერვალს ტაძრის ადგილზე აღმართეს შვიდმეტრიანი ჯვარი.

2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა. 2010 წლის 27 ივნისს პატრიარქმა კირილემ აკურთხა ტაძარი. 2014 წლის 19 იანვარს დასრულდა ყველა გუმბათის მოოქროება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Вильчковский С. Н. Царское Село:. — Репринт. воспроизведение изд. 1911 г. — СПб.: Рекл.-изд. предприятие "Титул-СПб.", 1992. — С. 204-208.
  • Ласточкин С. Я., Рубежанский Ю. Ф. Царское Село - резиденция российских монархов: Архит. и воен.-ист. очерк. — 2-е изд., доп. и перераб. — СПб.: Тип. "Правда", 2000. — ISBN 5-85991-043-6.
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей. Краткий исторический справочник. — 2-е изд., исп. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 26—39. — ISBN 5-9900655-3-1.
  • Дворцовый город Царское Село: Исторический очерк градостроительного развития (XVIII - начало XX века) с иллюстрированным приложением. — СПб.: Genio Loci, 2009. — 208 с. — ISBN 5-9900655-9-8.
  • Елена Алексеева Царскосельский заступник // Церковный вестник, 14 ноября 2017

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება